“ბინას იმისთვის ვაქირავებ, რომ შენი ვალები გავისტუმრო”. დედამ ქალიშვილი არ შეუშვა ბინაში, სადაც მას კანონიერი წილი ჰქონდა. და ის მართალი იყო!

723

დედა გაბრაზებული იჯდა დივანზე და ტელეფონში ყვიროდა:

-რა გააკეთე? ყველაფერი სწორად გავიგე?

-დავშორდი დედა, – დამაჯერებელი ხმით ამბობდა ქალიშვილი.

-რისთვის? რატომ?

-იმიტომ, რომ მე აღარ შემიძლია დედამისის მოსმენა. მან კი ერთხელაც არ დამიცვა მისი თავდასხმებისგან.

-იმიტომ დაშორდით, რომ დედამთილთან ურთიერთობა ვერ დაალაგე?! – გულწრფელი გაოცება იგრძნობოდა დედის ხმაში.

ნინა გაოგნდა:

-დიახ, დედა. ჩემთვის ეს საკმარისი მიზეზია.

დედამ იცოდა, რომ ქალიშვილი ვერ დაინახავდა, მაგრამ მაინც ზედმეტად თეატრალურად აიჩეჩა მხრები:

-კარგი. სხვა რა ხდება?

-ეს არ არის შენთვის საკმარისი? -ახლა ნინას გაოცების ჯერი იყო.

-რა ვიცი, რა აღარ ხდება.

-არა, ჯერჯერობით ყველაფერი კარგადაა. ვსწავლობ, ვმუშაობ. ახლა საცხოვრებლის საკითხს მოვაგვარებ და ყველაფერი კარგად იქნება.

-კარგი. მაშინ ნახვამდის, – დაასრულა ზარი დედამ.

სამ თვის შემდეგ

დედამ კარი ავტომატურად გააღო და მაშინვე ვერ მიხვდა, ვინ იდგა ზღურბლზე.

-გამარჯობა, დედა.

ის წამით დაიბნა, მაგრამ სწრაფად მოვიდა გონს:

-გამარჯობა. რომელმა ქარმა მოგიყვანა? შვებულება გაქვს?

-გარკვეულწილად. შემიშვებ?

-შემოდი, რადგან მოხვედი.

ნახევარი საათის შემდეგ ქალიშვილმა ჩამოსვლის ნამდვილი მიზეზი გაამხილა. ბუნებრივია, დედა არ აღფრთოვანდა.

-რა? უკან ბრუნდები? სამსახური? სწავლა?

-დედა, მე დაუსწრებელზე ვსწავლობ, დაგავიწყდა? სამსახური კი… მასეთი სამსახური უპერსპექტივოა. აქ ბინის ქირის ფულს მაინც დავზოგავ და დისტანციურად ვიმუშავებ.

-ნინა რატომ ჩამოხვედი? აქ გინდა ცხოვრება? არ გრცხვენია, თითქმის 30 წლის ხარ და ისევ დედასთან უნდა გადმოხვიდე?

-არა, დედა. მე წილი მაქვს ბინაში და ცხოვრების უფლება.

-რა წილი? სადაც წილი გაქვს, ის ბინა გაქირავებულია. ეს ბინა კი მთლიანად ჩემია. სად აპირებ ცხოვრებას?

-რა თქმა უნდა, საკუთარ სახლში.

-ის სახლი გაქირავებულია, გესმის ჩემი?

-ესე იგი, სხვაგან გადავლენ. მე არ მომიცია ბინის გაქირავების უფლება.

დედამ თვალები გადაატრიალა.

ნინამ იცოდა, რომ ახლა მორალის გაკვეთილი დაიწყებოდა.

-ნება მომეცი შეგახსენო. არა, მომისმინე – გააწყვეტინა დედამ ნინას, როდესაც მას იმის თქმა უნდოდა, რომ ეს ამბავი უკვე ასჯერ ჰქონდა მოსმენილი.

-მრავალი წლის წინ, როდესაც სესხი ავიღე და მაშინ ჯერ კიდევ ვმუშაობდი, ვვარაუდობდი, რომ შენ გადაიხდიდი და შენ თანახმა იყავი.

სწორედ, შენს გამო ვიხდი ამ ვალებს. ასე რომ, შენ არ გაქვს არავითარი მორალური უფლება იმ ბინაში გადასვლის, რომლის გაქირავების ფული, სესხების გასტუმრებას ხმარდება!

ნინამ თავი უკმაყოფილოდ გააქნია.

– არა, დედა. ეს მანიპულაციები ჩემთან არ გავა. ნახევარი ბინა ჩემია და იქ ვიცხოვრებ. გინდა თუ არა შენ.

დედამ გაბრაზებულმა შეხედა ქალიშვილს:

-ვიმეორებ, მე შენს ვალებს ვისტუმრებ. ეს ფული იმიტომ გამოვიტანე, რომ შენ ფული უნივერსიტეტში სწავლისთვის გჭირდებოდა. შეგახსენო, სინამდვილეში რა მოხდა? შენ ეს ფული უბრალოდ გაფლანგე და იმოგზაურე.

ნინამაც დაკარგა მოთმინება:

-დედა, ჩვენ ახლა წარსულზე არ ვსაუბრობთ, არამედ აწმყოზე. მე არსად მაქვს დასარჩენი. ორნი კი შენს ბინაში ვერ ვიცხოვრებთ. ასე რომ, გამოსავალი აშკარაა.

დედამ სევდიანად დაუქნია თავი:

-დიახ, ამ შემთხვევაში მართალი ხარ – ჩვენ აქ ვერ ვიცხოვრებთ. ამიტომ მოგიწევს საკუთარი საცხოვრებელი ადგილის პოვნა. სადაც გინდა. თუნდაც, ჩვენს ქალაქში. არ მაინტერესებს.

-მე მინდა ვიცხოვრო იქ, სადაც ვარ დარეგისტრირებული! მე მაქვს კანონიერი უფლება!

-ნინა, თავს ნუ იბრიყვებ. თუ ძალიან გინდა იმ ბინაში ცხოვრება, კარგი. მე შემიძლია სესხი სხვა გზით დავფარო. გავყიდი იმ ბინის საკუთარ წილს და ვალს მთლიანად გავისტუმრებ. საცხოვრებელი ადგილი მაქვს. შენ კი ნაკლებად სავარაუდოა, რომ ფული გქონდეს ჩემი წილის გამოსასყიდად. ასე რომ, უცხო ადამიანებთან ერთად მოგიწევს ცხოვრება, მაგრამ საკუთარ სახლში. უფრო ზუსტად ჩემს ოთახში. ყველაფერი ისე იქნება, როგორც შენ გინდა. რას იტყვი?

-დედა მაშანტაჟებ?

-მე გელაპარაკები მოვლენების განვითარების შესაძლო ვარიანტებზე. რომელს აირჩევ? მოიფიქრე. არც მე მეხალისება 6 წლის მანძილზე ამ სესხის გადახდა.

ნინამ ქალაქში იქირავა ბინა და იქ ცხოვრობდა.

ის არც ერთხელ არ დახმარებია დედას სესხის გასტუმრებაში, რომელიც დედამ მისთვის აიღო.

მან ჩათვალა, რომ დედასთან არ გადასვლა უკვე საკმარისი იყო “კარგი ქალიშვილის” როლის შესასრულებლად.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს