„ბინასთან დაკავშირებით ყველაფერი კარგადაა. აი, ნივთები კი ტყუილად ჩაგიბარგებიათ“. დედას სურდა ქალიშვილს დახმარებოდა, შემდეგ კი მიხვდა, რომ სიმშვიდე უფრო ღირებულია

488

-დაჯექი ნანა. რას დარბიხარ პატარა გოგოსავით! – უთხრა დედამ ქალიშვილს, რომელიც სიხარულისგან ოთახში თითქმის დარბოდა.

-დედა, როგორ არ უნდა მიხაროდეს! შენ ხომ ჩემთვის ბინის ყიდვა გინდა! მზად ვარ ასეთი ამბის გამო ყირაზე გადავიდე!

-უკვე 25 წლის ხარ და 15 წლის მოზარდივით იქცევი.

– დედა, ყოველდღე ხომ არ ვიღებ ასეთ საჩუქრებს, თანაც მშობლებისგან.

-ეს ყველაფერი მამაშენის დამსახურებაა. ფულის უმეტესი ნაწილი, მისი ბინის წილის გაყიდვიდან არის. მე მას დავპირდი, რომ ამ ფულით შენ სახლს გიყიდიდი.

-მამა… თითქმის 13 წლის წინ რომ არ დავეტოვებინეთ… იქნებ, ახლა ცოცხალი ყოფილიყო.

-ნანა, მამა აღარ არის. ახლა ამაზე საუბარი რაღა საჭიროა? მაშინ რომ არ წასულიყო, არც მემკვიდრეობა იქნებოდა, რომლის ნაწილიც ჩვენ დაგვიტოვა.

-შენ, დედა. და არა ჩვენ.

-ჩვენ. და შენს წილს შენ ბინის სახით მიიღებ.

-მადლობა, დედა. კარგი, გავიქცევი. ლექსო მელოდება.

ერთი კვირის შემდეგ

-კარგი, მითხარი, – ჩვეული ჟესტით გაასწორა დედამ სამზარეულოს მაგიდის სუფრა. – რა მოხდა?

ნანა ცრემლებს ძლივს იკავებდა:

-ლექსო, ეს ყველაფერი მისი ბრალია.

-რა?

-მოკლედ, მე მას შენი მომავალი საჩუქრის შესახებ მოვუყევი.

“რისთვის?!” – გაიფიქრა დედამ, მაგრამ ხმა არ ამოუღია.

-თავიდან მას გაუხარდა, მერე კი… უცნაური რაღაცეების ლაპარაკი დაიწყო.

-რას ამბობდა? – არაფერი ესმოდა დედას.

-იმას, რომ შენ ვალების გასტუმრებაში უნდა დაგვეხმარო.

-მე? და რატომ?

-შენ ხომ გაქვს ფული და ეს ჩვენ ძალიან დაგვეხმარებოდა. ახლა ჩვენი ხელფასის თითქმის 2/3-ს სესხებში ვიხდით. მითუმეტეს, რომ ლექსოს ხელფასი შეუმცირდა.

-მერე, მე რა შუაში ვარ? ეს ფული ჩემთვის ხომ არ აგიღიათ?

-მეც იგივე ვუთხარი! ის კი გაჯიუტებულია, ჩხუბი ატეხა.

-ნანა, აუხსენი შენს რჩეულს, რომ ბინა, რომელსაც ჩვენ ვიყიდით, ჩემი და მამაშენის საჩუქარია. და სხვა ფულს ვეღარ მოგცემთ – არც რემონტისთვის და მით უმეტეს თქვენი ვალების გასასტუმრებლად.

კიდევ ერთ კვირის შემდეგ

ქალიშვილმა დედას მხოლოდ მესამე ზარზე უპასუხა:

-ნანა, ბინაზე რას ფიქრობ? არჩევის დროა. ჩვენ უკვე თითქმის 10 ვარიანტი ვნახეთ. ამდენ ხანს არჩევას არავითარი აზრი არ აქვს.

-დედა, რა დროს ბინაა.

-და… რა მოხდა?

-მოკლედ… მე და ლექსომ ვიმსჯელეთ და მივხვდით, რომ შენ უნდა დაგვეხმარო.

-რაში?

-ვალების გასტუმრებაში. ჩვენ სრული სიმართლე არ გითხარით, დიდი ვალები გვაქვს. დაგვიანებები, ჯარიმები. მოკლედ, ფული ჩვენთვის ბევრად უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ბინა.

დედა კიდევ დიდხანს უსმენდა ქალიშვილის გოდებას, შემდეგ კი თქვა: „გასაგებია“.
ქალიშვილს და დედას ვალებზე აღარ უსაუბრიათ. თითქოს, ეს საუბარი არც ყოფილიყო. ბინაც კი აირჩიეს.

ნანამ დაწერა მინდობილობა დედის სახელზე ბინის შესაძენად და ყველა აღფრთოვანებული იყო ამ გარიგებით.

და როდესაც მეორე დღეს ქალიშვილმა დედას დაურეკა, მისი ხმა ისეთი ცივი იყო, როგორც არასდროს.

-დედა, გამარჯობა. ბინასთან დაკავშირებით ყველაფერმა კარგად ჩაიარა? ბინის პატრონს უკვე ვუთხარით, რომ მივდივართ. ნივთები თითქმის ჩაბარგებული გვაქვს. დაახლოებით 10 დღეში ხომ შევძლებთ გადასვლას?

-ბინასთან დაკავშირებით ყველაფერი კარგადაა, ნივთები კი ტყუილად ჩაგიბარგებიათ.

-რატომ?

-ბინაში თქვენ ვერ გადახვალთ.

-საკუთარ ბინაში როგორ ვერ გადავალ?

-შესაძლოა იმიტომ, რომ ბინა შენი კი არა, ჩემია.

ნანა დიდხანს დუმდა. ბოლოს, ძლივს შეიკავა ბრაზი და დედას ჰკითხა:

-ეს როგორ გავიგო?

-როგორც გინდა ისე გაიგე. არ მაინტერესებს.

-მაგრამ… რატომ გადაიფიქრე?

-იმიტომ, რომ შენ ეს ბინა აღიქვი არა ჩემს საჩუქრად, არამედ ჩემს ვალდებულებად. მერე კი თქვენ გადაწყვიტეთ, რომ ჩემგან კიდევ მეტი ფული წაგეღოთ. თითქოს თქვენი ბანკომატი ვყოფილიყავი.

-დედა, შენ ყველაფერი არასწორად გაიგე!

-შეიძლება ასეა. ახლა ამაზე ლაპარაკს აზრი არ აქვს. შენ ბინა ხელიდან გაუშვი.

-და, მამას ანდერძი? მან ხომ შენ ბინის ყიდვა გიბრძანა. შენ კი დაპირდი!

-დავპირდი, რომ ვუყიდიდი ქალიშვილს, რომელიც აზროვნებს და ზრდასრული ცხოვრებით ცხოვრობს და არა 25 წლის მოზარდს, რომელმაც უამრავი სულელური ვალი დაიდო და ახლა ვეღარ იხდის. რატომ უნდა გიყიდო ბინა, როდესაც შეიძლება ის ცოტა ხანში წაგართვან.

ქალიშვილი ისევ გაჩუმდა, შემდეგ კი ხმადაბლა ჰკითხა:

-ანუ ბინა არ მექნება?

-არა. სანამ არ გაიზრდები.

-მე უკვე ზრდასრული ვარ.

-მაშინ ჯერ-ჯერობით უბინაო. არ მინდა პრობლემების შეძენა ჩემივე ფულით, რომელიც ბინის ყიდვას მოხმარდება. ამიტომ ბინა ჩემს სახელზე დავარეგისტრირე.

-დედა კი არა, მტაცებელი ხარ.

-კარგი, ხომ გეუბნები, ბინის საკითხს მაშინ დავუბრუნდებით, როდესაც გაიზრდები. ახლა კი, ისე იცხოვრე, როგორც გინდა.

ნანა ახლა ეჩხუბებოდა დედასაც და საქმროსაც. მისი ბრალი იყო, რომ დედამ ბინა მასზე არ დაარეგისტრირა. მიუხედავად იმისა, რომ გოგონა არ გაკოტრებულა, მისთვის ცხოვრება მაინც რთული იყო.

დედა კი, საკუთარ სახელზე ბინის შეძენის შემდეგ, ქალიშვილის საქმეებით აღარ დაინტერესებულა.ის ახლა მშვიდად ცხოვრობს და არ რეაგირებს ქალიშვილის მხრიდან ჩხუბისა თუ შერიგების არც ერთ მცდელობაზე.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს