გათბობის ჩართვამდე ვიღებ ფენს და ვასრულებ მარტივ მანიპულაციას. ასე ბევრ ფულს ვზოგავ

2373

დღითიდღე შემოდგომა აქტიურდება და მალე ყველასთვის საყვარელი გათბობის სეზონი დაიწყება. სანამ გარეთ თბილი ამინდია, ცოტა ადამიანი თუ ფიქრობს ზამთრისთვის რადიატორების მომზადებაზე. როგორც ამბობენ, „ბატარეა ზაფხულში მოამზადე“ და თბილი ზამთარი გექნება. დღეს განვიხილავთ, როგორი გათბობის ბატარეა არის უკეთესი ბინისთვის. გიამბობთ, როგორ მოემზადოთ საუკეთესოდ გათბობის სეზონისთვის.

რომელი გათბობის ბატარეა არის უკეთესი ბინისთვის

ავტონომიური გათბობის მფლობელები თავად წყვეტენ, როდის აცივდა საკმარისად, რომ გათბობის სისტემა ჩართონ. ნებისმიერ შემთხვევაში, რადიატორის სახეობა განსაზღვრავს მის გამძლეობას და თბოგადაცემას, ანუ სახლში მყუდროებას და ეკონომიას.

ვივიენმა მოგიმზადათ სახელმძღვანელო, რომელი გათბობის ბატარეა არის კარგი ბინისთვის და როგორ მოუაროთ. გათბობის რადიატორები ტექნოლოგიურად მთელი გათბობის სისტემის შესაფერისი უნდა იყოს. რადიატორის არჩევისას ყურადღება მიაქციეთ რადიატორის სამუშაო წნევას. მაღალსართულიანი სახლებისთვის (5 და მეტი სართული) გათბობის სეზონზე რადიატორის სამუშაო წნევა 12-15 ატმ–ის ფარგლებში უნდა იყოს. არაუმეტეს ხუთსართულიან სახლებში 5-8 ატმ წნევა საკმარისია.

ჰიდროდარტყმისადმი მდგრადობა. ეს ხშირად ხდება გათბობის სისტემაში, ამიტომ ბინაში რადიატორის რღვევა რომ არ მოხდეს, რადიატორის სწორად მონტაჟი მნიშვნელოვანია.

რადიატორის შიდა ნაწილის მასალა. გათბობის სისტემაში წყალში გაზავებულია სხვადასხვა ქიმიური მინარევი, ამიტომ ძალიან აგრესიული შეიძლება იყოს. რადიატორების ნაადრევი ცვეთის თავიდან ასაცილებლად საკმარისად სქელი არააქტიური მასალის შეარჩიეთ. რადიატორი ზემოდან შეიძლება იყოს დაფარული ალუმინით, რომელსაც მაღალი თბოგადაცემა ახასიათებს.

მიმაგრება და დიზაინი. რა თქმა უნდა, ყველა დიასახლისი ოცნებობს, რომ მილები და ბატარეები შენობის საერთო დიზაინს არ აფუჭებდეს. დღეს ბაზარზე რადიატორების ფართო არჩევანია, რომელიც ნებისმიერ ინტერიერს იდეალურად ეთავსება.

ზემოთ ჩამოთვლილი მახასიათებლების გათვალისწინების შემთხვევაშიც რადიატორები გამოყენებიდან რამდენიმე წელში თბოგადაცემას კარგავს. გავარკვიოთ, რით არის ეს გამოწვეული. პირველი, რაც უნდა გააკეთოთ გათბობის სეზონის დაწყებამდე, რადიატორის შიგნიდან დაბერვაა. ნებისმიერ დაუკავებელ სივრცეში გროვდება ჰაერი, რადიატორი გამონაკლისი არაა. გათბობის სეზონის დასრულების შემდეგ, როცა სისტემიდან წყალი გამოდის, შიდა მილები ჰაერით ივსება.

როცა მორიგი გათბობის სეზონი იწყება და სისტემა ისევ წყლით ივსება, ჰაერის და წყლის შერევა ხდება. ამის გამო ხშირად იქმნება ჰაერის საცობი, რომელიც ცხელ წყალს მილებში გასვლაში ხელს უშლის. ეს კი სისტემის თბოგადაცემას ამცირებს.

ყველა მფლობელმა ბატარეები უნდა გაწმინდოს, რომ თბოგადაცემა გააუმჯობესოს. როგორ გააკეთოთ ეს კონკრეტული ტიპის რადიატორზე, მის ინსტრუქციაში შეგიძლიათ ნახოთ. ასევე შესაბამისი სამსახურის სერვისით შეგიძლიათ ისარგებლოთ.

რადიატორის გაწმენდის მეორე ტიპი გარე მტვრისგან გაწმენდაა. დიახ, მტვრის სქელი ფენა შენობის გათბობას აფერხებს. მტვერი ჯანმრთელობისთვის სასარგებლო არაა, განსაკუთრებით ალერგიული ხალხისთვის. ოთახის ესთეტიკურ იერსაც აფუჭებს. აიღეთ ჩვარი, მტვერსასრუტი, სხვადასხვა ჯაგრისი და ფენი, რომ ბატარეის თბოგადაცემა ერთ დღეში გაზარდოთ. წმენდის მეთოდი რადიატორის ტიპზეა დამოკიდებული.

ზოგჯერ ბატარეის ცალკეულ ელემენტებთან მიღწევა ძალიან რთულია, ამიტომ ფენი და ვიწრო ჯაგრისი გრძელი სახელურით დაგეხმარებათ. პროცედურის ჩატარებისას დამცავი რესპირატორი და ხელთათმანები არ დაივიწყოთ, რომ არ დაუშვათ ჭუჭყის და ალერგენების მოხვედრა სასუნთქ გზებში და კანის ფორებში.

სახლში სიმყუდროვეს ერთი შეხედვით უხილავი დეტალები ქმნის. ჩვენი სახლი ჩვენი პატარა სამყაროა, რომელშიც უნდა იყოს სითბო, სინათლე და კომფორტი.