5 სამედიცინო რჩევა, რომელმაც შეიძლება თქვენი ჯანმრთელობა  შეარყიოს

563

პერიოდულად, კლინიკებში ვიღებთ ისეთი რეკომენდაციებს, რომ თმა ყალყზე გვიდგება. განვიხილავთ, რას უნდა მივაქციოთ განსაკუთრებული ყურადღება.

თეთრხალათიანების მიმართ ნდობის დონე ყოველთვის საკმაოდ მაღალია. ექიმს ხომ ვანდობთ ყველაზე ძვირფასს, რაც გვაქვს, ჯანმრთელობას. თუმცა ზოგჯერ ექიმების რეკომენდაციების ეჭვქვეშ დაყენება ღირს. Vivien გიამბობთ, რომელი რჩევის მიღების შემდეგ აღარ უნდა ეწვიოთ თქვენს სპეციალისტს.

რჩევები კვების შესახებ

ხშირად თავად ექიმები იცავენ სხვადასხვა კვების კონცეფციას და სჯერათ მითების, რომელთა შესახებაც პაციენტებს სიამოვნებით უყვებიან. საკმარისია ექიმმა ერთხელ თქვას, რომ კვერცხის მიღება ქოლესტერინს ზრდის, რომ პაციენტმა კვერცხი რაციონიდან სამუდამოდ ამოიღოს. ამის გაკეთება კი არ ღირს.

– არ შეიძლება ჭამის შემდეგ ხილის მიღება

გასტროენტეროლოგი, პრევენტოლოგი და დიეტოლოგი იანა პრუდნიკოვა გირჩევთ, რომ ხილი მიირთვათ დღის პირველ ნახევარში, 16 საათამდე. ხილი ცალკე საკვები არაა, არამედ ძირითადის დანამატი.

„ჯერ ვსაუზმობთ, შემდეგ ხილით ვაგრძელებთ. ხილის და ფაფის კომბინაცია საკმაოდ გავრცელებულია. ასეთი საუზმის ყოველდღე მიღება რეკომენდებული არაა, რადგან დუღილის, ლპობის პროცესს აძლიერებს. ასეთი საუზმე კვირაში მაქსიმუმ ერთხელ მიირთვით, ასე ორგანიზმს ზიანს არ მიაყენებთ“ – განმარტავს გასტროენტეროლოგი.

ნუტრიციოლოგი ვალერია გლადიშევა ამბობს, რომ ხილი უნდა მიირთვათ, როგორც დესერტი ძირითადი კვების შემდეგ ან მასთან ერთად.

„ხილი – ფრუქტოზა, ნატურალური, მაგრამ შაქარი. ხილით წახემსებისას სისხლში გლუკოზის დონეს მუდმივად ვზრდით, სათანადოდ არ გვანაყრებს და 1,5 საათის შემდეგ ისევ ვჭამთ. ხშირი წახემსება საზიანოა. დამატებით, ხილი მჟავებია, რომლებიც საკვებიდან ცილების და რკინის ათვისებას ხელს უწყობენ. ბევრ ქალს სწორედ ცილების და რკინის დეფიციტი აქვს“ – ამბობს ექსპერტი.

წონის კლების და ჯანსაღი კვების სპეციალისტი ანა ტიშენკო ამატებს, რომ კუჭ–ნაწლავის ტრაქტის ორგანოების დაავადების დროს ზოგიერთი ხილი რაციონიდან უნდა ამოიღოთ ან უზმოზე არ შეჭამოთ, რადგან შეიძლება გამოიწვიოს გულძმარვა და სხვა უსიამოვნო სიმპტომი.

„ზოგიერთი ადამიანი არც ისე კარგად ინელებს ხილს ნაწლავების მიკროფლორის დარღვევის გამო, კოლიკა და მეტეორიზმი შეიძლება გამოიწვიოს. თუ ხილს ძირითადი კვების შემდეგ შეჭამთ, საჭმელი კუჭში ლპობას დაიწყებს, ეს სისულელეა. ხილის შესახებ უნივერსალური რჩევა არ არსებობს. ყველა თავისი ორგანიზმის რეაქციას უნდა დააკვირდეს და გადაწყვიტოს, როგორ ურჩევნია ხილის ჭამა“ – ამბობს ანა ტიშენკო.

– კვერცხის ჭამა ქოლესტერინის დონეს ზრდის

„ეს მითია. ორგანიზმს სჭირდება ქოლესტერინი, მისგან სასქესო ჰორმონები სინთეზირდება. კვერცხი ადვილად ათვისებადი ცილა და ნაჯერი ცხიმია. 2–ზე მეტი შეგიძლიათ მიირთვათ. საკითხავია, რასთან ერთად იღებთ“ – ამბობს ნუტრიციოლოგი ვალერია გლადიშევა.

მისი თქმით, კარგი კომბინაციაა კვერცხი ბოსტნეულით, მწვანე ომლეტი ისპანახით.

ერთ კვერცხის გულში დაახლოებით 200-250 მლ ქოლესტერინია. ქოლესტერინს ჩვენი ორგანიზმი გამოიმუშავებს და აქვს რიგი სასარგებლო ფუნქცია.

– ღამით ნახშირწყლების მიღება წონის მატებას იწვევს

მნიშვნელოვანია, თუ რომელ ნახშირწყლებს იღებთ ღამით: მარტივს თუ რთულს? მაგალითად, მაკარონი სავახშმოდ ცუდი არჩევანია, ხოლო ყავისფერი ბრინჯი, წიწიბურა ან კინოა მისაღებია.

„თუ ცხიმის წვის პროცესის გააქტიურება გსურთ, კარგი იქნება, ასწავლოთ ორგანიზმს, ნახშირწყლების, როგორც ენერგიის ძირითადი წყაროს, მეტაბოლიზმიდან ცხიმებზე გადასვლა. ასე მეტაბოლურ მოქნილობას და ცხიმის წვას ავარჯიშებთ“ – ამბობს ვალერია გლადიშევა.

წონის კლების და ჯანსაღი კვების სპეციალისტი ანა ტიშენკო აღნიშნავს, რომ თუ დღიური კალორიულობა ენერგეტიკულ ხარჯს შეესაბამება, ნელი ნახშირწყლების ღამით მიღება წონის მატებას არ იწვევს, მაგრამ დილით შეშუპების მიზეზი შეიძლება გახდეს. 1 გრამი ნახშირწყალი 4 გრამ წყალს აკავებს. „აი, ტკბილეულის უკონტროლო მიღება ღამით და არა მხოლოდ ღამით გოგრად გადაგაქცევთ“.

„მითები საკვებზე ცუდად დასაბუთებული ცნებებია კვების შესახებ, რომელიც ხშირად ეწინააღმდეგება სამეცნიერო მონაცემებს, რომლებსაც ხალხი ჭეშმარიტებად და მოქმედების მოწოდებად იღებს. „დაავადების გლობალური ტვირთის“ (GBD) ანგარიშის მიხედვით, 2017 წლიდან არადეკვატური კვებითი ჩვევები სიცოცხლის ხანგრძლივობის შემცირების მიზეზია. ეს მონაცემები ადასტურებს ქრონიკული დაავადებების ახალი გლობალური პანდემიის არსებობას, რომელიც საკვებთან პირდაპირ კავშირშია“ – თვლის ექიმი ანა რატნიკოვა.

ახლა ხალხი ხშირად იცავს სხვადასხვა შეზღუდვას, რომელიც დაბალანსებული და მრავალფეროვანი კვების არარსებობის გამო სხვადასხვა დაავადების გამომწვევი შეიძლება გახდეს. ბოლო დროს განსაკუთრებით მოდურია ძროხის რძეზე უარის თქმა.

რჩევები წყლის რეჟიმის შესახებ

ალბათ, ერთხელ მაინც ურჩევიათ, რომ დღეში 2 ლიტრი წყალი უნდა დალიოთ. იცოდეთ: არ არსებობს უნივერსალური ლიტრი, ეს მითია. ნორმას წყურვილი გკარნახობთ.

– საიდან გაჩნდა 2 ლიტრის წესი?

ექსპერტები თანხმდებიან, რომ 2 ლიტრის წესი გაჩნდა 1945 წელს, როცა ამერიკის კვების კომისიამ გამოაქვეყნა რეკომენდაცია, რომ „საშუალოდ ზრდასრულ ადამიანს დღეში 2,5 ლ წყალი სჭირდება“. მართალია, იქვე ნათქვამი იყო, რომ ადამიანი საჭირო სითხის ნაწილს იღებს საჭმლიდან, მაგრამ, როგორც ჩანს, ეს ყველს არ წაუკითხავს ან ყურადღება არ მიაქციეს. მოგვიანებით ნუტრიციოლოგმა მარგარეტ მაკუილიამსმა თავის წიგნში „კვება კარგი ჯანმრთელობისთვის“ დაწერა, რომ ადამიანმა დღეში 6-8 ჭიქა წყალი უნდა დალიოს, ისევ აღნიშვნით სხვა სასმელებზე, ხილზე და ბოსტნეულზე. თუმცა კოლექციურ ცნობიერებაში მხოლოდ ჭიქების რაოდენობაზე ინფორმაცია დაფიქსირდა.

– რამდენი წყალი უნდა დალიოს ადამიანმა სინამდვილეში?

არსებობს მრავალი ფორმულა, რომლის მიხედვით სითხის მიღების ნორმა გამოითვლება. ერთ–ერთი ცნობილი ფორმულის მიხედვით, 30-45 მლ წყალი სხეულის 1 კგ წონაზე უნდა გაამრავლოთ. ასე საჭირო სითხის მოცულობა გამოითვლება. ეს კი აუცილებლად წყალი არაა. სინამდვილეში, ყველაფერი გაცილებით მარტივია.

„ადამიანის მოთხოვნილება სითხესა და წყალზე დამოკიდებულია ბევრ პარამეტრზე – სქესი, ასაკი, წონა, ფიზიკური აქტივობა, კლიმატური პირობები – და სხვადასხვა ვითარებაში განსხვავდება. ჯანმრთელ ადამიანს წყლის მიღების ნორმის გამოთვლა არ სჭირდება, რადგან ორგანიზმში წყლის ცვლის მექანიზმი წყურვილის უკუკავშირის პრინციპით რეგულირდება. თანამედროვე რეკომენდაციებით, წყურვილის დროს, წყლის დალევა სავსებით საკმარისია, რომ წყლის და ელექტროლიტების ბალანსი შეინარჩუნოთ“ – ამბობს გასტროენტეროლოგი და დიეტოლოგი ვერონიკა ჩერანევა.

დალიეთ ვიტამინები: რჩევები საკვები დანამატების შესახებ

ალბათ, ნებისმიერი ოჯახის აფთიაქში ნახავთ ქილებს ვიტამინებით: იმუნიტეტისთვის, ფრჩხილებისა და თმისთვის, დამამშვიდებელი, გასახდომი ნაკრები. ბიოდანამატები განსაკუთრებით მოთხოვნადი გახდა კორონავირუსის პანდემიის დაწყებისას. მათ, ვისაც ავადმყოფობის ეშინოდა, აფთიაქებში ყიდულობდა D ვიტამინს, თუთიას და სელენს. კოვიდის გადატანის შემდეგ ფულს არ ზოგავდნენ B ჯგუფის ვიტამინებზე, რომ ნერვული სისტემა მოეწესრიგებინათ.

„სპეციალისტები ხშირად ხვდებიან პოლიპრაგმაზიის კლასიკური გამოვლინების მქონე პაციენტებს, რომლებიც ერთდროულად 10-15 საკვებ დანამატს იღებს. ამავდროულად, არავინ წერს მათი მიღების შესაძლო ზიანზე, მედიკამენტებით ღვიძლის დაზიანებაზე. 2013-2014 წლებში აშშ–ში მედიკამენტებით ღვიძლის დაზიანების შემთხვევების 20% საკვებ დანამატებს უკავშირდებოდა. ესპანეთში 2010-2013 წლებში მედიკამენტებით ღვიძლის დაზიანების შემთხვევების 13% მცენარეების და საკვები დანამატების მიღებას უკავშირდებოდა. სინგაპურის და სამხრეთ კორეის ანგარიშებში ეს წილი 70% და მეტია“ – ამბობს ექიმი.

ექიმი ბორის შელიაპინი განმარტავს, რომ საკვებ დანამატებს არ სჭირდება სერტიფიცირება – დეტალური კვლევა, როგორც სამკურნალო ნივთიერებას. რეგისტრაციას გამარტივებული სქემით გადის. შედარებისთვის: სამკურნალო პრეპარატის გამოშვებას 5-15 წელი სჭირდება, საკვებ დანამატს – 6-12 თვე. შესაბამისად, ნაკლებად კონტროლდება. რას და რა რაოდენობით დებენ, ხშირად უცნობია. დიახ, უმეტესად საკვებ დანამატებს და ვიტამინებს ინსტრუქცია და შემადგენლობა აქვს. თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ მათი წარმოება მკაცრად არ კონტროლდება, ქილაზე დაწერილი რეალობას შეიძლება არ შეესაბამებოდეს.

ექსპერტი აღნიშნავს, რომ არიან ბიოდანამატების კეთილსინდისიერი მწარმოებლები, რომლებიც პროდუქტის სწორად გაკეთებას ცდილობენ.

საქმე იმაში არაა, რომ საკვები დანამატები ცალსახად ცუდია. ხარისხიანი დანამატების მაგალითებიც არსებობს. ასევე არიან მწარმოებლები, რომლებიც უკონტროლოდ ამატებენ საკვებ დანამატებში იმას, რამაც არა თუ სარგებელი, არამედ ზიანი შეიძლება მოიტანოს.