თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ სსრკ–ში ქალები დიდი წამომწყებები და ხერმარჯვეები იყვნენ. ტანსაცმლის, კოსმეტიკის და ფეხსაცმლის მოკრძალებული არჩევნის მიუხედავად მოდურ და ორიგინალურ სტილს ქმნიდნენ, რომელიც „დაკოპირებულს“ არ ჰგავდა. რა თქმა უნდა, თავის მტვრევა უწევდათ, როგორ შეეცვალათ თავი საბჭოთა მკაცრი მორალის დაცვით. ზოგჯერ თავისუფლების და სილამაზის უფლებისთვის მძიმე ბრძოლა იყო საჭირო, მაგრამ დახვეწილად და წმინდა ქალურად.
Vivien გთავაზობთ საბჭოთა ქალის გარდერობის 5 ელემენტს, რომლითაც დღეს ვერავის გააკვირვებთ, თუმცა ადრე შეეძლო ქალისთვის პრობლემები შეექმნა და მისი რეპუტაცია შეელახა. ტანსაცმლის თამამი და გაბედული ელემენტები, რომელთა უკან ეპოქების მთელი ცვლაა!
როგორ შევცვალოთ საკუთარი თავი?
1950 წლამდე როგორც კაცისთვის, ასევე ქალისთვის კომფორტული საზაფხულო შორტი საგარეო ტანსაცმლად არ განიხილებოდა. მათ იცვამდნენ მხოლოდ ბავშვები და სპორტსმენები, ეზოებში და ვარჯიშის დროს. ზრდასრულ ქალს სასეირნოდ შორტი რომ ჩაეცვა, ბევრ გამკიცხველ მზერას გამოიწვევდა. უფრო მეტიც, უსირცხვილო ქარაფშუტა პარტიის შეხვედრაზე „შეუფერებელი გარეგნობისთვის“ საყვედურსაც მიიღებდა.
კურორტებზე თამამ მოდის მიმდევრებს უფრო მეტს პატივს სცემდნენ. სანაპიროზე მშვიდად სეირნობდნენ, მაგრამ ზოგჯერ მათზე თითით უთითებდნენ და ზედმეტი თავნებობისთვის შეიძლება შეერცხვინათ.
დროთა განმავლობაში მოდური ცენზურა შერბილდა და ტრიკოტაჟის ბრიჯი, შორტი და ბერმუდის შორტი პოპულარული გახდა. განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ლამაზმანმა ნინომ „კავკასიელი ტყვე ქალიდან“ ველური ტვისტი შეასრულა ტანზე მომდგარი კაპრის შარვალში.
მინი ქვედაბოლო
საბჭოთა კავშირში შიშველ ფეხებზე პირდაპირი აკრძალვა არ იყო, მაგრამ თამამი მინი ქვედაბოლო სსრკ–ში სასოწარკვეთილი ბრძოლით შეიჭრა. ლონდონის ახალი მოდით მოხიბლულმა საბჭოთა ქალებმა მუხლების მოშიშვლება 1960-იანი წლების დასაწყისში გაბედეს. სანამ მაღაზიებში ახალი მოდელები გამოჩნდებოდა, ძველი ქვედაბოლოები გადაჭრეს და საბჭოთა მორალის მცველების რისხვაც მიიღეს.
რამდენმა კომკავშირელმა მიიღო კომკავშირის წევრებისგან საყვედური! გოგოებს სკოლების და ინსტიტუტების შესასვლელებთან იჭერდნენ და ქვედაბოლოს და კაბის სიგრძეს სახაზავით უზომავდნენ, რამდენი სანტიმეტრით მაღლა იყო მუხლს ზემოთ. თამამ მოდის მიმდევრებს ყველა მამაკაცი კიცხავდა, მაგრამ ამავდროულად მოხდენილ ფეხებს თვალს ვერ აშორებდნენ.
ქალების ერთობლივი ძალით მინი ქვედაბოლოებმა სტერეოტიპები დაამარცხა. საბჭოთა ეკრანზე ახალი მაცდური სურათები გამოჩნდა. გაიხსენეთ სვეტლანა სვეტლიჩნაიას მოკლე ხალათი ფილმში „ბრილიანტის ხელი“ და კატიას მინი კაბა ფილმში „აფონია“.
ტოპები
ძლიერი სპორტული ფეხების გაშიშვლების უფლების მოპოვების შემდეგ საბჭოთა ქალებს დეკოლტეზე ტაბუ მაშინვე არ მოუხსნიათ. სპორტულ საცურაო კოსტიუმებში გამოჩენა მხოლოდ სანაპიროებზე შეეძლოთ, მაგრამ ფანატიზმის გარეშე: არანაირი გამჭვირვალე ქსოვილი, მოშიშვლებული მუცელი ან ღრმა დეკოლტე. წინააღმდეგ შემთხვევაში „ვულგარობაში“ ბრალდებას მიიღებდნენ.
იმ დროს ევროპაში დელიკატური სიშიშვლის ახალი ტრენდი პოპულარული ხდებოდა. აი, საბჭოთა ქალებს ზომიერი დაფარვის დაცვა უწევდათ და შესაბამის ტანსაცმელს ირჩევდნენ.
1980-იან წლებში კლასიკური ტოპები შორტებთან ერთად თანდათან გამოჩნდა, ჯერ საბავშვო სეგმენტში, შემდეგ უფროსების. მანამდე დიდად მოთხოვნადი არ იყო.
კედები
სსრკ–ს მოდის მიმდევრები სპორტულ ფეხსაცმელს დანიშნულებისამებრ იცვამდნენ და ადგილობრივი კედებით სტადიონებზე დადიოდნენ. ასეთი ფეხსაცმლით პაემანზე ან სამსახურში წასვლა ცუდ ტონად ითვლებოდა. სხვა საქმეა მოწესრიგებული ფეხსაცმელი ბრტყელი ძირით, პატარა ქუსლით ან თუნდაც მაღალ პლატფორმაზე.
1980-იან წლებამდე საბჭოთა ადამიანმა კედების, ასევე სპორტის აყვავებული კულტის არსებობაზე არაფერი იცოდა. ლეგენდარულმა ოლიმპიადამ საბჭოთა კავშირს აჩუქა „ადიდასი“ და ეს ლეიბლი ბევრად მეტი გახდა, ვიდრე უბრალოდ კომფორტული სპორტული ფეხსაცმელი.
გარდერობში საფირმო კაპიტალისტური „ადიკები“ მფლობელის მაღალ სტატუსზე მიუთითებდა: მათ გაუხდელად იცვამდნენ და რესტორნებსა და თეატრებში სიამაყით დადიოდნენ. მართალი, ორიგინალის ფასი ძალიან იკბინებოდა, ამიტომ მალე საფირმო შეცვალა ყველა სახის Fike–მა და Abibas–მა.
ქალის პერანგი
ნახევრად გამჭვირვალე ნეილონის თხელი კაბა ყველა საბჭოთა ქალის გარდერობში იყო. მათ მთავარი სამოსის ქვეშ იცვამდნენ (განსაკუთრებით ზამთარში, რომ ეკლიან შალს არ შეეწუხებინათ), ან სახლში, ხალათის ქვეშ.
პერანგით ქუჩაში გასვლას ძლიერ სიცხეშიც ვერ გაბედავდნენ. სავარაუდოდ, ბევრი ქალი ოცნებობდა თავი გამოეჩინა მაქმანებით გაფორმებული დახვეწილი აბრეშუმის სილამაზით. თანამედროვე მოდის მიმდევრებს ასეთი პრობლემა არ აქვთ: ფრიალა, უწონო და ღია კაბა–პერანგი წლიდან წლამდე პოპულარულია. სამარცხვინო ქცევისთვის გაკიცხვა არავის ელის!