ტიბეტური კულტურა ნამდვილად ძვირფასი საგანძურია. ტიბეტელები ცხოვრობენ ტიბეტური ბუდიზმის უძველესი სიბრძნის მიხედვით, რომელიც ცხოვრების ყველა ასპექტში ფესვგადგმულია.
ბუდისტურ ფილოსოფიასა და დალაი ლამას სწავლებაში ფესვგადგმული ტიბეტური სიბრძნე გვთავაზობს სიცოცხლის, სიყვარულის, ბედნიერების და შინაგანი სიმშვიდისკენ სწრაფვის გაგებას. მოდით, ტიბეტის მშვიდობიანი მოსახლეობისგან ვისწავლოთ. მათმა სულისკვეთებამ და სიბრძნემ შეინარჩუნა მათი თანაგრძნობა და ბედნიერება ბოლო ათწლეულში მიღებული ტანჯვის მიუხედევად.
უძველეს სიბრძნეში შთაგონება იპოვეთ და უფლება მიეცით გასწავლოთ, როგორ გახდეთ უკეთესი და იცხოვროთ ბედნიერად.
17 ტიბეტური ანდაზა, რომელიც შეგცვლით:
1.წამალი, რომელიც გკურნავთ, ყოველთვის ტკბილი არაა, ხოლო მზრუნველი სიტყვები ყოველთვის სასიამოვნო.
მნიშვნელობა არ აქვს, წამალი ტკბილია თუ მწარე, მთავარია, გვკურნავს. მზრუნველი სიტყვებიც „მწარე“ და უსიამოვნო შეიძლება იყოს. ზოგჯერ გვეუბნებიან იმას, რისი მოსმენაც არ გვინდა, მაგრამ სწორედ ეს სიტყვები გვიბიძგებს ცვლილებებისკენ, გვაიძულებს დაფიქრებას, წარმატებისკენ მიმავალ გზაზე ტრამპლინი ხდება. მწარე სიმართლე მიიღეთ კარგ წამლად, რომელიც მომავალში თავს უკეთ გაგრძნობინებთ.
2.თუ არ იცით, სად ხართ, ნებისმიერი გზა გამოგადგებათ.
3.არასდროს იცი, რა იქნება ხვალ, მეორე დილით ან მეორე ცხოვრებაში.
ცხოვრება ხანმოკლეა. არ დახარჯოთ სიბრაზესა და სიძულვილში. ამის ნაცვლად გააკეთეთ ის, რაც მოგწონთ. მეტი დრო გაატარეთ მათთან, ვინც გიყვართ. არავინ იცის, რამდენი დრო დარჩა. ეს შეიძლება დასრულდეს ხვალ ან 50 წლის შემდეგ. თქვენი ცხოვრების სადავე ხელში აიღეთ. კმარა ლოდინი. დროა იცხოვროთ ისე, როგორც გსურთ, იყოთ ის, ვინც გსურთ იყოთ.
4.სამი რამ, რაც არასდროს ბრუნდება, ნასროლი ისარი, ნათქვამი სიტყვა და გაშვებული შესაძლებლობა.
სწორედ ამიტომ: არ დაკარგოთ დრო, შეარჩიეთ სიტყვები, გამოიყენეთ შესაძლებლობები.
5.წამიერ სიხარულზე გაჩერებული ადამიანი დიდ ბედნიერებას ვერასდროს მიაღწევს.
6.ზედმეტად ბევრი ტკბილეული გულისრევას იწვევს. ზედმეტად ძლიერი მიჯაჭვულობა სიძულვილს ბადებს.
როცა ძალიან ბევრ ტკბილეულს მიირთმევთ, გულისრევის შეგრძნება ჩნდება. ეს დაკავშირებულია იმასთან, რომ ორგანიზმი ბევრ შაქარს ვეღარ უმკლავდება და მეტ ინსულინს გამოყოფს, რაც გულისრევას, ზოგჯერ ღებინებას იწვევს. სწორედ ასე, ვინმესთან ან რამესთან ძლიერი მიჯაჭვულობა სიძულვილს იწვევს. ეს იმიტომ, რომ ძლიერი მიჯაჭვულობა ბადებს შიშს, შიში ბადებს ტანჯვას, ხოლო ტანჯვა სიძულვილს გვაიძულებს. საკუთარ თავთან ჰარმონიაში იცხოვრეთ.
7.როცა ბრმა ბრმას აცილებს, ორივე მდინარეში ხვდება.
8.ხის დასარგავად საუკეთესო დრო იყო ოცი წლის წინ. მეორე საუკეთესო დრო ახლაა.
ანდაზა გვახსენებს, რომ გვიანი არასდროსაა შეცვალოთ ცხოვრება, აიხდინოთ ოცნება, დაიწყოთ ახალი საქმე, გახდეთ ვიღაც სხვა. თუ ფიქრობთ, რომ ცხოვრებაში ცვლილებები გსურთ, ჩათვალეთ, ეს ნიშანია. იმოქმედეთ!
9.ხის მოჭრა აუცილებელი არაა, რომ ნაყოფი მიიღოთ.
10.შფოთვა არ აქრობს ხვალინდელ პრობლემებს, მაგრამ გართმევთ დღევანდელ სიმშვიდეს.
ვშფოთავთ, როცა მომავალში დარწმუნებული არ ვართ, და ვნერვიულობთ იმაზე, რაც შეიძლება მოხდეს. შფოთვა გვართმევს სიმშვიდეს და ამცირებს ცხოვრებით, აწმყოთი სიამოვნებას. გაიგეთ, რომ შფოთვა მომავალს ვერ შეცვლის, მხოლოდ აწმყოში ცხოვრებაში ხელს გიშლით.
11.როცა მეფე ძალაუფლებას სადაცაა დაკარგავს, მისი ბრძანებები ძლიერ ცეცხლზე უფრო მწვავეა.
12.უმაღლესი ხელოვნება ხელოვნებაა იცხოვროთ ჩვეულებრივად უჩვეულოდ.
თუ პირდაპირ ახლა ბედნიერად ცხოვრება არ შეგიძლიათ, უბედური იქნებით, როცა მიიღებთ დაწინაურებას, მოიგებთ ლატარეაში ან შეხვდებით მეორე ნახევარს. შინაგან სიმშვიდეს გარეგანი სიამოვნება ვერაფერი მოგიტანთ. მადლობელი იყავით იმისთვის, რაც გაქვთ, და იპოვეთ ბედნიერება და სიხარული წვრილმანებში. კმაყოფილი ხართ თუ არა ცხოვრებით, ყოველთვის შეგიძლიათ იპოვოთ ის, რისთვის მადლიერი შეგიძლიათ იყოთ. ყოველი დღე სასწაულებით სავსეა. უბრალოდ უნდა დაინახოთ.
13.ფარვანას კლავს ალი, ხარბს კლავს სიხარბე.
14.მსოფლიოში ყველა დიდი მოგზაურობა იწყება პირველი ნაბიჯით.
გამონათქვამი მიზანდასახულობის და შეუპოვრობის მნიშვნელობას ხაზს უსვამს. შეგახსენებთ, რომ ყველა დიდი მიღწევა თანმიმდევრობის, მცირე ძალისხმევის შედეგია. კონცენტრირება იმაზე, რომ რაღაც ნაბიჯ–ნაბიჯ გააკეთოთ, მიზნისკენ მტკიცედ სვლაში დაგეხმარებათ.
15.სიახლის გავრცელება მის გამრავლებას ნიშნავს.
16.სამყარო რომ შევცვალოთ, ჯერ ჩვენ უნდა შევიცვალოთ.
თანამედროვე სამყაროში ხშირად გვესმის, რომ სამყაროს ცვლილებები სჭირდება. ხშირად გვავიწყდება, რომ სამყაროს შეცვლა ჩვენი შეცვლით იწყება. ყველას სურს ცვლილებები სამყაროში, მაგრამ ბევრი ადამიანი საკუთარი თავის შესაცვლელად მზად არაა. არ ელოდოთ, რომ სამყარო უკეთესი გახდება, თუ თავად შეუცვლელი დარჩებით.
17.სულელი შეგიძლიათ იცნოთ ორი ნიშნით: ბევრს ლაპარაკობს მისთვის უსარგებლო საკითხზე და ლაპარაკობს იმაზე, რაზეც არ უკითხავთ.
ტიბეტური ანდაზები მარადიული სიბრძნის სიმდიდრეს მოიცავს, გვთავაზობს სახელმძღვანელოს, შთაგონებას და ადამიანური ქცევის ღრმა გაგებას. თითოეული გამონათქვამი შეგვახსენებს, რომ საჭიროა ცხოვრება თანაგრძნობით, მიზანდასახულობით, გამძლეობით და გულში ნდობით.