ზოგიერთ რეგიონში ივნისშიც უცებ შეიძლება აცივდეს. არც ერთი ფერმერი ციკლონების შემოჭრისგან დაზღვეული არაა. ამ დროს მცენარე იტანჯება, განვითარებას აჩერებს. პომიდორი გამონაკლისი არაა. მას სასწრაფოდ დახმარება სჭირდება.
ხანგრძლივი აცივება ზაფხულში არა მხოლოდ გუნება–განწყობაზე ცუდად მოქმედებს, არამედ მომავალ მოსავალზე, მათ შორის პომიდორზე, ცუდად აისახება. გამოცდილი მებოსტნისთვის ეს პრობლემა არ უნდა იყოს.
და მაინც, ბუნებასთან დათმობაზე წასვლა არ ღირს. პირიქით, დიდი ძალისხმევა უნდა გაიღოთ, რომ არახელსაყრელ სეზონზეც ხარისხიანი მოსავალი მიიღოთ. გთავაზობთ 2 მარტივ ნაბიჯს, რომლის დახმარებით პომიდვრის მოსავალს სიცივისგან დაიცავთ.
ჭარბი ტენიანობა
პირველ რიგში, მცენარე ზედმეტი ტენიანობისგან დაიცავით. წვიმის შემდეგ ტენიანობა მოაშორეთ. როგორ? პროცედურა რთულია. ბოსტანი რომ არ შემოღობოთ, უბრალოდ უხვი ნალექის წინ ქუჩის პომიდვრისთვის პატარა ფარდული გააკეთეთ.
ერთი შეხედვით, ზედმეტი და უსარგებლო საქმეა. პრაქტიკა აჩვენებს, რომ უხვი ტენიანობით პომიდვრის ფესვები ძლიერ ლპობას იწყებს. განსაკუთრებით მაშინ, როცა ტემპერატურა იკლებს. დამატებით, ფარდულის ქვეშ პომიდორი ცოტათი თბება.
ახვევა არ დაგავიწყდეთ
მეორე რეკომენდებული ნაბიჯი პომიდვრის ბუჩქების ახვევაა. ასე მცენარეს დაავადებებისა და მავნებლების ზემოქმედებისგან დაიცავთ. შეგიძლიათ გამოიყენოთ ვერტიკალური ან ჰორიზონტალური შპალერი, ასევე მავთულის ჩარჩოები. არ დაგავიწყდეთ, რომ ახვევის მეთოდის არჩევისას თითოეული მცენარის თავისებურებები უნდა გაითვალისწინოთ.
მაგალითად, მავთულის ჩარჩოები მაღალ მცენარეებზე უფრო ეფექტურია. გახსოვდეთ, რომ პომიდორი ტემპერატურის ცვლილებებს მწვავედ განიცდის. დღის და ღამის ტემპერატურას შორის სხვაობა 10 გრადუსი ან მეტი შეიძლება იყოს.
პომიდვრის შესახებ
ძლიერი ყინვების პერიოდში პომიდვრის ღია გრუნტში დარგვისგან თავი უნდა შეიკავოთ. რა თქმა უნდა, პომიდორი ყველას უკვე დარგული აქვს. თუ ღამით ტემპერატურა 10 გრადუსზე დაბლა ეცემა, გირჩევთ, ღამით ნარგავები ლუტრასილით დაფაროთ.
- პომიდორი საოცრად ამტანი მცენარეა. ტემპერატურის ფართო დიაპაზონის მოთმენა შეუძლია, 12-დან 35 გრადუსამდე. თუმცა 18-27 გრადუსი მისთვის იდეალურია. თუ პომიდორს ცივ კლიმატში რგავთ, აირჩიეთ ჯიში, რომელიც დაბალ ტემპერატურაზე კარგად იზრდება.
- ექსპერტების თქმით, პომიდორი კვირაში ერთხელ 3 სმ ფენა წყლით უნდა მორწყათ. თუ ამინდი ძალიან ცხელი და მშრალია, დამატებით მორწყვა შეიძლება დასჭირდეს. ასევე სჭირდება მულჩირება ტენიანობის შესანარჩუნებლად და სარეველების თავიდან ასაცილებლად.
- პომიდორი შეგიძლიათ გაზარდოთ კონტეინერებში, როგორიცაა ქოთანი, ყუთი ან დასაკიდი კალათა. პომიდვრის გასაზრდელად იდეალური მეთოდია, თუ შეზღუდული სივრცე გაქვთ ან ცხოვრობთ ცივ რეგიონში, სადაც პომიდვრის სეზონი მოკლეა. კონტეინერში გაზრდის შემთხვევაში პომიდორს ხშირი მორწყვა და რეგულარული გამოკვება სჭირდება.
თუ ცოტა ძალისხმევას გაიღებთ და ზემოთ მოცემულ რეკომენდაციებს დაიცავთ, ცივ ზაფხულშიც პომიდვრის შესანიშნავ მოსავალს მიიღებთ.