იამზე სამსახურში იჯდა. კონცენტრირებას ვერ ახერხებდა. 1 საათია პროექტის ცხრილს უბრალოდ უყურებდა. თავი ცარიელი ჰქონდა. გვერდით ხელუხლებელი ფინჯანი ყავა იდო. მესამე ჭიქა ამ დილით.
ტელეფონის ზარმა გამოაფხიზლა.
–ალო, იამზე!
–დედა, რა მოხდა? რა ხმა გაქვს?
–ახლახანს დამირეკა.
–ნიკამ? რა თქვა? – იამზეს გული აუჩქარდა.
–რომ ირაკლის ვალი გაქვს. თითქმის 30 ათასი.
ეს რაღაც ახალი იყო. იამზე გაოცებისგან წამით გაშეშდა.
–აქ ხარ?
–კი, დედა. არ მესმის, რა ფულზეა ლაპარაკი.
–თქვა, რომ მიწის ყიდვისას ფული ისესხეთ.
–ტყუილია, – იამზე მზად იყო ეტირა.
იმედი ჰქონდა, რომ ქმარი სხვა მიზეზით ურეკავდა. მიხვდა, რომ ზედმეტი მოუვიდა და რეკავს, რომ ყველაფერი მოაგვაროს.
ქალის სახეზე ცრემლი ჩამოგორდა.
–დედა, არ მესმის, რას გულისხმობ. ეს ფული არ აგვიღია. როგორც მინიმუმ, მე არ ამიღია. თითქმის 1 წელი ვაგროვებდით, რომ ამ ნაკვეთის საყიდლად პირველი გადასახადი შეგვეტანა. ფული ნამდვილად გვქონდა.
–საპირისპიროს ამტკიცებს და სარჩელს ამზადებს!
იამზე ისევ დაიბნა. ეს მისთვის დარტყმა იყო.
–სასამართლოში? ეს ფული თვალით არ მინახავს.
–უნდა შეხვდე!
–სიამოვნებით, მაგრამ მზადაა?
დედამ ამოიოხრა.
–მზადაა, თავად მიმანიშნა.
–კარგი.
***
იმ საღამოს იამზე დედის ბინაში სამზარეულოში იჯდა და საბუთების ასლებს ათვალიერებდა. იმ ხელწერილს 30 ათას ლარზე, რომელიც თითქოს მისმა ქმარმა, ნიკამ მამამისგან, ირაკლისგან ისესხა.
ქალი ცდილობდა გახსენებას, რა მოხდა ნაკვეთის ყიდვისას.
9 წლის წინ იამზე და ნიკა იყვნენ ბედნიერი ახალდაქორწინებულნი, რომლებმაც თავიანთი ოჯახური ბუდის აშენება გადაწყვიტეს. ახლა იდეა უტოპიურად გამოიყურება, მაგრამ მაშინ, ქორწინებიდან მხოლოდ 1 წლის შემდეგ, ყველაფერი სწორად ჩანდა. და ნაკვეთი იყიდეს.
2 წელი ცოლ–ქმარი ფულს აგროვებდა პირველი შენატანისთვის, რომ კარგ ადგილას კარგი მიწის ნაკვეთი ერთობლივ საკუთრებაში შეეძინათ. 5 წლით იპოთეკური სესხი აიღეს. მიწა უბრალოდ მიწად დარჩა. ოჯახი კი სხვა მოვლენებმა დაიპყრო.
აი, მამამთილისგან ფულის სესხება იამზეს საერთოდ არ ახსოვდა.
ქალმა ნაკვეთის საბუთები მაგიდიდან აიღო. იმ დღეს, როცა ქმარმა მისი მშობლების კუთვნილი ბინიდან გააგდო, მაშინვე მიხვდა, რა უნდა წაეღო ნივთების გარდა. მნიშვნელოვანი დოკუმენტების ასლების გადაღება მოასწრო. ფოლდერში ბევრი საბუთი იყო, მაგრამ არანაირი ხელწერილი.
„ნუთუ მამამისთან ერთად ფულის გამოძალვას ცდილობს?“ ეს რაღაც ბოროტულად ჟღერდა. თავს დაიცავს. ქორწილიდან გამოსვლა ვალით, რომელიც მას არ აუღია, მის წესებში არაა.
მეორე დღეს დაურეკა ადვოტას, რომელიც ურჩიეს. 3 დღის შემდეგ იამზე, მისი ადვოკატი და ნიკა კაფეში ისხდნენ. შეხვედრის მიზანი სასამართლომდე დავის და ხელწერილის განხილვა იყო.
საუბარი ხანმოკლე იყო.
ქმარმა დაადასტურა შეგებებული სარჩელის შეტანის სურვილი, რომ მამისგან ნასესხები თანხა საერთოდ აღიარებულიყო, რომ სასამართლოს არა მხოლოდ ნაკვეთი, არამედ ვალი გაეყო.
–რა შემიძლია გითხრა, ნიკა? ჩემი, როგორც იურისტის რჩევაა, ხელწერილზე სასამართლო პროცესი არ დაიწყო. მოდით, ნაკვეთი მშვიდად გავიყოთ და დავიშალოთ. ამ საბუთებზე შენ და მამაშენს უსიამოვნო კითხვებს დაგისვამთ.
–ეს კიდევ რაა?
–ამას ვერ გეტყვი. ახლა, – მაშინვე უპასუხა ადვოკატმა. – თუ შენს მოთხოვნებზე უარს იტყვი, მაშინ სასამართლოს გადაწყვეტილების ძალაში შესვლის შემდეგ გეტყვი.
ნიკა ადგა, ცოლს და ადვოკატს შეხედა:
–მიღალატე, ამიტომ ვშორდებით. აქ მსხვერპლი ვარ, მაგრამ ახლა შენ დაიტანჯები. სასამართლოში შევხვდებით. ჩემსას მივაღწევ.
ქმარი ადგა და წავიდა, ხოლო იამზემ ადვოკატს ჰკითხა:
–რას ფიქრობ?
–ვფიქრობ, გვიჩივლებს. ძალიან აწყენინეთ.
ქალმა სახეზე ხელები აიფარა.
–რომ იცოდეთ, როგორ „ვაწყენინე“.
***
იამზემ და ადვოკატმა სასამართლო დარბაზი დატოვეს და იქვე პარკისკენ წავიდნენ. ჩრდილში დასხდნენ და ჩიტების ჭიკჭიკით და ზაფხულით ტკბებოდნენ.
ახლახანს სააპელაციო სასამართლონ ძალაში დატოვა რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც 2 თვის წინ ხელწერილის საერთო ვალად აღიარებაზე უარი თქვა. მიზეზები საფუძვლიანი იყო:
- ნიკამ ვერ დაადასტურა, რომ ცოლმა იცოდა, რომ მამისგან ფულს სესხულობდა.
- ხელწერილში მითითებული არაა, რომ ფული ნაკვეთის შესაძენად პირველადი შენატანისთვის არის გაცემული.
- ქმარმა ვერ ახსნა, როგორ დაიხარჯა ეს 30 ათასი ლარი ნაკვეთის ყიდვაზე. მის ანგარიშებში არ ჩანს, როდის მიიღო ნიკამ ფული მამისგან და სად დახარჯა.
იამზე ჩუმად იჯდა. უხაროდა, მაგრამ დაღლილი იყო.
სიჩუმე ადვოკატმა დაარღვია.
–შეიძლება გკითხო?
–ახლა ყველაფერი შეგიძლია, – იამზეს გაეღიმა.
ადვოკატი წამით შეყოვნდა, მაგრამ ჰკითხა:
–როგორ აწყენინე?
იამზეს გაეღიმა. პირველად ამ 1 წლის განმავლობაში. შემდეგ გაეცინა. ერთ წამში ქალის სიცილზე სხვები თავს აბრუნებდნენ.
–არ დაიჯერებ. სკოლის დაქალი მყავს. მე-8 კლასიდან ვმეგობრობთ. ერთმანეთისთვის მეტსახელები მოვიფიქრეთ. ის ტკბილი იყო და ტელეფონში ასე მქონდა ჩაწერილი. შემდეგ ტკბილს ვაჟი შეეძინა, რომელსაც უკვე 6 წლისას პრიმიტიული წინდადებების დაწერა შეეძლო. დედამისის ტელეფონიდან ერთმანეთს ვწერდით. ნიკამ ეს მიმოწერა ნახა. ჩათვალა, რომ ტკბილთან ვღალატობ.
–გულწრფელად, დაუჯერებლად ჟღერს.
–შევთავაზე, დარეკვა და დარწმუნება. შეხვედრაც კი. უბრალოდ ჩემს მშობლიურ ქალაქში უნდა ჩასულიყო, მაგრამ ქმარმა კატეგორიული უარი თქვა. განაწყენებულია. შემდეგ ყველაფერი ასე შემოტრიალდა.
ადვოკატს გაეღიმა:
–რა არ ხდება! კარგი, წავედი.
–მადლობა, დიდი!
–მოდით, გადაწყვეტილების ძალაში შესვლას დაველოდოთ და მერე გადამიხადეთ მადლობა.
როცა ადვოკატი წავიდა, იამზემ ტელეფონი ამოიღო და სწრაფად აკრიფა:
„გამარჯობა, ძვირფასო. ყველაფერი დასრულდა. ნაკვეთის ნახევარი მე დამრჩა. სასამართლომ ხელწერილი არ მიიღო“.
ერთ წამში ტკბილმა უპასუხა:
„შესანიშნავია. ყველამ დაიჯერა ისტორია მეგობრის ბავშვის შესახებ?“
იამზეს გაეცინა.
„კი, ყველა ამბობდა: წარმოუდგენელია, მაგრამ ყველაფერი შესაძლებელია“.
პასუხად მოვიდა შეტყობინება:
„ხომ გეუბნებოდი: რაც უფრო სასაცილოა ტყუილი, მით მეტი ხალხი დაიჯერებს. მიყვარხარ და გელოდები“
„მეც მიყვარხარ, ძვირფასო!“
იამზე პარკს ბედნიერი ტოვებდა. უსარგებლო ქორწილი დასრულდა, წინ ახალი ცხოვრება ელოდა. და მიწის ნაკვეთით მზითვად.