წვეულებამდე რამდენიმე საათით ადრე ქმარმა დამირეკა და მაცნობა ახალი ამბავი, რამაც მუხლი მომკვეთა

1159

ფსიქოლოგებს არაერთხელ უნახავთ პაციენტებში ასეთი გამოხედვა. სასოწარკვეთილების და უიმედობის ხედვა. „ქმარი წავიდა, რა გავაკეთო?“ და ყოველ ჯერზე ამ კითხვის მიღმა რაღაც ისტორიაა. მნიშვნელობა არ აქვს, ჰქონდა თუ არა ოჯახს ფული, ერთად დიდხანს ცხოვრობდნენ თუ ახლახანს დაოჯახდნენ. მსგავსი სიტუაცია სიყვარულით და ბავშვების სიცილით სავსე ოჯახშიც შეიძლება მოხდეს.

გასაკვირი არაა, რომ ინტერნეტ სივრცეში ამ თემაზე ბევრი ისტორია გვხვდება. ხალხი მზადაა, ნებისმიერი რჩევა მოისმინოს, ოღონდ დახმარება მიიღოს. საკმარისია არა მხოლოდ რჩევა, არამედ მოსმენაც. ფსიქოლოგები ამტკიცებენ: მთავარია, პირველი მომენტი გადალახოთ. შოკი მოიშოროთ და სიტუაცია საღად შეაფასოთ. შემდეგ უფრო მარტივად გაარკვევთ, რა მოხდა და რამ გამოიწვია.

ქმარი წავიდა, რა გავაკეთო

„როცა ახალგაზრდა ხარ და მომავალი არ გაშინებს, დროდადრო დაუფიქრებლად და იმპულსურად იქცევი. შედეგებზე არ ფიქრობ, განსაკუთრებით პირად ცხოვრებაში. ისე იქცევი, თითქოს ახალგაზრდობა მარადიულად გრძელდება. ეს არაა მოსაწყენი ლექციის დასაწყისი, როგორ არ უნდა მოიქცეთ. ეს ჩემი ხმამაღალი აზრია. მით უფრო, რომ გამოცდილება მაქვს. 50 წელს გადაცილებული ვარ.

მე და ჩემმა მეუღლემ გავზარდეთ ორი შვილი, რომლებსაც უკვე საკუთარი ოჯახები ჰყავთ. ვაჟი სხვა ქალაქში გადავიდა, ქალიშვილი აქ დარჩა, დიასახლისია და შვილს ზრდის. შემეძლო მეთქვა, რომ ისე ვიცხოვრე, როგორც მსურდა. ერთი მაგრამ რომ არა, რომელმაც არა ერთი სიცოცხლის წელი წამართვა.

ზამთრის დასაწყისში მეუღლეს დაბადების დღე ჰქონდა. ამ დღისთვის ყოველთვის განსაკუთრებულად ვემზადები: სუფრაზე მისი საყვარელი კერძები უნდა იყოს. ბევრი ხორცი, თევზი, ლუდი და მსგავსი რამ. კალორიული, გემრიელი საჭმელი. ამის გაკეთებას არ მაიძულებს, უბრალოდ ამ წლების განმავლობაში მისი გემოვნება კარგად შევისწავლე.

დილიდან რაღაც საქმე ჰქონდა. შევთანხმდით, რომ საღამოს აღვნიშნავდით. თან შვილებს მოსასვლელად დრო სჭირდებოდათ. მოკლედ, მტანჯველი მოლოდინი და ბევრი საქმე. ასეთი საზრუნავი მსიამოვნებს, რადგან ვიცი, რომ შემდეგ შევიკრიბებით და დროს კარგად გავატარებთ. ეს ხომ მთავარია!

თუმცა იმ დღეს ყველაფერი სხვაგვარად მოხდა. ქმარმა დამირეკა და მთვრალი ხმით მითხრა, რომ სალაპარაკო გვქონდა. ასეთი რამ არ ჩვევია, მაგრამ, როგორც ჩანს, თავი ვერ შეიკავა, დათვრა და გადაწყვიტა ძველი წყენის გახსენება? აღმოჩნდა, რომ საქმე ბევრად სერიოზული იყო.

მას თეონა ჰქვია, ჩემი მალხაზის ყოფილი კოლეგა. ჩემზე 10 წლით უმცროსი, ქერათმიანი, თუმცა შეღებილი. ფურშეტზე რამდენჯერმე ნანახი მყავდა. მაშინ ყურადღება არ მიმიქცევია, არადა ქმარი აქებდა. მოგვიანებით ის და კიდევ რამდენიმე თანამშრომელი დაითხოვეს და მისი არსებობა დამავიწყდა. როგორც ჩანს, ჩემს ქმარს არა.

იმის გათვალისწინებით, რომ თავის დაბადების დღეზე აღიარება გადაწყვიტა და თან ოჯახურ შეკრებამდე რამდენიმე საათით ადრე, უბრალო ინტრიგა არ იყო. თუმცა ჩემთვის ინტრიგაც კრიტიკული იყო. რა უნდა მექნა, თავად გავხსენი ბოთლი სასმელი, 1 ჭიქა გადავკარი, ეფექტს არ დაველოდე, შვილებს დავურეკე და საღამოს გეგმა გავაუქმე. მახსოვს, ახნის თავი არ მქონდა, მაგრამ ნამდვილად არავინ მოსულა.

მეორე დღეს მალხაზის შევხვდი. მარტო მოვიდა, ახალი ვარცხნილობით და თვალში ნაპერწკლით. მითხრა, რომ ჩემს მიმართ პრეტენზიები არ აქვს, მაგრამ სხვა შეუყვარდა და ვერაფერს გახდება. ბინას მიტოვებს, მაგრამ მანქანა მიაქვს. ფულის ნაწილი უკვე წაიღო, ამიტომ არაფერი სჭირდება. შვილები ზრდასრულები არიან, ამიტომ მისი მხრიდან ნებისმიერი ალიმენტი ხუმრობად აღიქმება.

და წავიდა. სცენების გარეშე. ჯერ კიდევ შოკში ვიყავი, ამიტომ თავს ჩუმად ვაქნევდი. როგორც ჩანს, სწრაფად გარკვევა და წასვლა სურდა. ზედმეტი სიტყვების გარეშე.

ვაჟმა მაშინვე მამის მხარე დაიჭირა. თვლის, რომ ჩვენს ასაკში მხოლოდ საკუთარ თავზე უნდა ვიფიქროთ, შვილებმა და ოჯახურმა ვალდებულებებმა ხელი არ უნდა შეგვიშალოს. ქალიშვილმა ჩემი მხარე დაიჭირა, ამისთვის მადლობა. თითქმის ყველა ნაცნობი ჩემს მხარეს იყო და დახმარებას ცდილობდნენ. რა დახმარება მჭირდებოდა? ფინანსურად არ მიჭირდა, შვილებიც მეხმარებიან. სხვა რა მჭირდება?

თვეები გავიდა, ცხოვრება გრძელდებოდა. მალხაზის მომდევნო დაბადების დღე პრინციპულად არ აღვნიშნე. შვილებსაც არ დავურეკე. ალბათ, ვაჟი მამასთან იყო, მაგრამ რას გავხდები. ამაზე არაერთხელ ვისაუბრეთ და რას შევცვლიდი? ცხოვრება გრძელდება.

3 დღის წინ თავად დამირეკა. მითხრა, რომ მოსვლა უნდა, მაგრამ ეშინია, რომ სცენას გავმართავ და გავაგდებ. მოკლედ, დაბრუნება სურს. მისი რომანი არაფრით დასრულდა, ერთმანეთს ვერ შეეწყვნენ. დეტალები არ მაინტერესებს, მაგრამ არსი გასაგებია. მუხლებზე დაჩოქვას არ აპირებს, მაგრამ პატიებას ითხოვს და დალაპარაკება სურს.

ვფიქრობ, როგორ მოვიქცე? შემიძლია უარი ვუთხრა და სიტყვას ვერავინ მეტყვის. შინაგანი კმაყოფილება და სამართლიანობის გრძნობა ძალიან სასიამოვნოა. ამ დროში მივხვდი, რომ ფინანსურად მამაკაცი არ მჭირდება. მეორე მხრივ, ერთმანეთს კარგად ვიცნობთ. შვილები გავზარდეთ, ერთად დიდი დრო გავატარეთ, მაგრამ ის შეცდა.

საბოლოოდ გავისტუმრო და ხიდი ჩავტეხო, თუ ამჯერად ვაპატიო ნაძირალს, რომ მეორედ განმეორდეს? არჩევანი არის, მაგრამ არ ვიცი, როგორ გამოვიყენო. შვილებს არ მინდა რჩევა ვკითხო, უკვე ვიცი მათი პასუხი. ახალი ურთიერთობის დაწყებაც არ მინდა. აი, ასეთი ორაზროვანი სიტუაციაა. საკუთარ ცხოვრებას თავად ვმართავ, მაგრამ ვერ გადავწყვიტე, რომელი მხარე ავირჩიო. ნამდვილად ძალიან რთულია.