თამაშის შეწყვეტა შეუძლებელია. ფსიქოლოგმა შეაფასა ფოფითის რეალური საფრთხე ბავშვებისთვის

351

ფერადი „ბორცვები“, რომელმაც მთელი მსოფლიოს ბავშვები დაიპყრო, მშობლებს დიდ საფრთხედ ეჩვენებათ. Vivien ეცდება გაარკვიოს, ნამდვილად ასეა თუ არა.

რაც უფრო ცდილობენ კონსერვატიული მშობლები ქართული ენის დაცვას ინგლისური სლენგებისგან, მათი შვილები მეტყველებაში ახალ ნორმებს უფრო გააფთრებით იყენებენ. მათ, ვისაც ჰყავს ვაჟი, ქალიშვილი, უმცროსი და და ძმა, ალბათ, ადვილად გაარჩევს ფოფითს სიმფლდიმფლისგან, ხოლო სლაიმს სკვიშისა და კინეტიკური ქვიშისგან, ლოლოს ბაკუგანისგან. თუ ჩინური მასობრივი წარმოებით ჯერ ვერ ისიამოვნეთ, გიამბობთ.

სოციალური ქსელები და მათ უკან მაღაზიები სავსეა ცისარტყელას ფერის რეზინის სათამაშოებით, რომელთაც წრის, რვაკუთხედის, კვადრატის ან სხვა ფორმა და ზომა აქვს. დანიშნულება მარტივია. თუ გადახედავთ ვიდეოებს, სადაც ბავშვები უხსნიან მშობლებს და ბებია–ბაბუებს, როგორ გამოიყენონ ეს ნივთი, ყველაფერი გასაგებია, ხელი უნდა დააჭიროთ.

სილიკონის ფორმაში განთავსებულია „ბორცვები“, რომელიც დაჭერისას საპირისპირო მხარეს ამოდის. თამაშის პროცესი ტკაცუნა პარკის ჰაერის ბურთულების გახეთქვას ჰგავს. ოღონდ ამ შემთხვევაში ნახვრეტი მეორე მხარეს ამობურცული ხდება, რაც მოწყობილობას „უსასრულო ტკაცუნად“ აქცევს. ასე ამბობენ მწარმოებლები. სათამაშო ამაყად ატარებს სახელს სიმფლდიმფლი ან ფოფითი (სრული ვერსია).

ამ ჰაეროვანი ბურთულების გახეთქვას არა მხოლოდ უმცროსი კლასის მოსწავლეები, არამედ მოზარდებიც კონცენტრირებული ცდილობენ. თავდაპირველად სიმფლდიმფლი შეიქმნა მცირეწლოვანი ბავშვებისთვის: 2019 წელს დასავლეთის ბაზარზე გამოჩნდა გამოგონება ბავშვის მოტორიკის გასავითარებლად. ნამდვილად, ბევრი ფსიქოლოგი ამბობს, რომ ასეთი თამაში მოდუნებას და ყურადღების ფოკუსირებას ხელს უწყობს.

თუმცა მოზარდის ფსიქიკა ბავშვისგან აშკარად განსხვავდება, ამიტომ ვერ ვიტყვით, რომ ეს სკოლის მოსწავლეებისთვისაც სასარგებლოა.

ზოგიერთი ექსპერტი ამტკიცებს, რომ ფერადი სათამაშო უფროსი ასაკის ბავშვებისთვის სახიფათო შეიძლება იყოს, რადგან მონოტონური მოძრაობის გამო ნერვულ აშლილობას იწვევს.

პრაქტიკოსი ფსიქოლოგი, ქსენია ბეკენოვა, თვლის, რომ სათამაშო შექმნილია „ანტისტრესის“ პრინციპით, რომელიც კაშკაშა ფერებით და სასიამოვნო ტაქტილური შეგრძნებების წყალობით ბავშვის ყურადღებიანობას ზრდის. ზრდასრულისთვის ფოფითს დროებითი სიხარული მოაქვს, დაძაბულობის მოშორებაში ეხმარება.

არასწორია ფიქრი, რომ ბავშვი თამაშმა შეიძლება ზედმეტად გაიტაცოს და დაპირებულ მოდუნებასთან ერთად ნერვული ტიკი გამოიმუშავოს.

„ბავშვები ბუნებრივად კარგავენ ინტერესს მის მიმართ, როცა ივსებიან. ჯანსაღი ფსიქიკის მქონე ბავშვებში რეგულაცია დამოუკიდებლად მუშავდება. პროცესის თვალსაზრისით, რომელზეც თამაში აგებულია, უვნებლად შეიძლება ჩაითვალოს“ – განმარტავს ქსენია.

ფსიქოლოგს საპირისპიროდ მოჰყავს თამაშები სროლაზე და რბოლაზე, რომლებიც ბავშვების ყურადღებას ხელოვნურად იპყრობენ და თამაშიდან გამოსვლის საშუალებას არ აძლევენ. ფოფითი ფიზიკური ხელშესახები ობიექტია, რომელიც ასეთ დამოკიდებულებას არ იწვევს. სკოლამდელი და სკოლის ასაკის ბავშვებში ფერადი სათამაშოს გამოყენების განსხვავება მხოლოდ აღქმაშია. უფროსი ასაკის ბავშვს შეიძლება მოუნდეს ფოფითი, რადგან მის თანატოლსაც ასეთი აქვს.

როცა მათზე მოდა გაივლის, რაც, სავარაუდოდ, მალე მოხდება, მოზარდი ბუნებრივად გადაერთვება რაღაც სხვაზე. „ეს რჩეულთა ჯგუფში, რომელთაც თანამედროვე ტენდენციები ესმით, ყოფნის ატრიბუტია. მოზარდისთვის ეს უფრო აქსესუარია, ამიტომ აქტუალური იქნება, სანამ მოდურია“ – ამბობს ქსენია. ფსიქოლოგის თქმით, ფოფითის და სიმფლდიმფლის აკვიატებასთან შედარება იგივეა, რაც დღეში ორჯერ კბილების გახეხვა აშლილობად მივიჩნიოთ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს