10 რამ, რაზეც ჭკვიანი ხალხი არ საუბრობს

746

ინფორმაციებით სავსე სამყაროში, სადაც მუდმივი კომუნიკაცია და სოციალური ურთიერთქმედება ხდება, თითოეულ ადამიანს მიმდინარე მოვლენებზე საკუთარი აზრი აქვს. ადამიანები სიამოვნებით შედიან დისკუსიაში პოლიტიკის, ურთიერთობის, სამსახურის, მეზობლის, ქმრის და ცოლის შესახებ თემებზე, როცა ამის შესაძლებლობა აქვთ.

ნამდვილად ჭკვიანმა ადამიანებმა დუმილის ფასი იციან და აცნობიერებენ, რომ ზოგიერთი თემა სჯობს ხელუხლებელი და განუხილველი დარჩეს.

Vivien გიამბობთ, რა არის 10 რამ, რაზეც ჭკვიანი ხალხი, როგორც წესი, საუბარს გაურბის.

1. პირადი მიღწევები

ჭკვიან ხალხს ესმის, რომ მუდმივი თვითრეკლამა და პირად მიღწევებზე საუბარი ტრაბახად ან ამპარტავნობად შეიძლება გამოჩნდეს. გამარჯვებებზე ტრაბახის ნაცვლად თავიანთი ქმედებებით საუბრობენ.

2. ინტელექტუალური შესაძლებლობები

ნამდვილად ჭკვიანი ხალხი თავიანთი ინტელექტის დამტკიცების საჭიროებას არ გრძნობს. ესმის, რომ გონებრივი შესაძლებლობების წარმოჩენა ხდება ქცევით, პრობლემის მოგვარებით და ცხოვრებისადმი გააზრებული მიდგომით და არა ინტელექტუალურ ბრძოლებში ჩართვით და სხვისი მოწონების ძიებით.

ჭკვიანი ადამიანი არ ცდილობს, რომ სხვებს თავისი ინტელექტუალური შესაძლებლობები დაუმტკიცოს. ესმის, რომ თითოეულ ადამიანს აქვს საკუთარი უნიკალური ძლიერი მხარე, გამოცდილება ამა თუ იმ სფეროში, ამიტომ თავისი მოსაზრების დამტკიცებას არ ცდილობს, არამედ ურთიერთობას სხვებისგან სწავლის შესაძლებლობად იყენებს.

3. ფული

ჭკვიანმა ადამიანებმა იციან, რომ ფულსა და მატერიალურ საკითხებზე ლაპარაკმა შეიძლება გამოიწვიოს შური, უთანხმოება ან უსარგებლო შედარება. აღიარებენ, რომ ფინანსური წარმატება მათ ღირებულებას არ განსაზღვრავს, ამიტომ შემოსავლით და სიმდიდრით არ ტრაბახობენ. ჭკვიანი ადამიანის მთელი ყურადღება კონცენტრირებულია მნიშვნელოვან ურთიერთობებზე და პიროვნულ ზრდაზე.

4. პირადი პრობლემები

იმის მიუხედავად, რომ მნიშვნელოვანია საჭიროების შემთხვევაში მხარდაჭერა და რჩევა ითხოვოთ, ჭკვიანი ადამიანი პირადი პრობლემების ყველასთან განხილვას თავს არიდებს. ბრძნულად ირჩევენ მათ, ვისაც ენდობიან. ესმით, რომ პირადი პრობლემების ყველასთან განხილვამ შეიძლება გამოიწვიოს ჭორები ან უსარგებლო პრობლემები.

5. პოლიტიკური მხარე

პოლიტიკა უთანხმოების საგანი შეიძლება გახდეს, ამიტომ ჭკვიანი ხალხი აღიარებს, რომ მწვავე პოლიტიკურ დებატებში ჩართვა პროდუქტიულ შედეგს იშვიათად იწვევს. ესმით, რომ ყველას აქვს საკუთარი სიმართლე და აზრი, ამიტომ საერთო ენის პოვნას ცდილობენ და არა საკუთარი აზრის თავს მოხვევას.

6. წარსული სინანული

მათ იციან, რომ წარსულ შეცდომებზე ყურადღების გამახვილება არაფრის მომტანია. სინანულზე ფიქრის ნაცვლად საკუთარ გამოცდილებაზე სწავლობენ, დანაშაულის გრძნობას იშორებენ, როცა ეს საჭიროა, და აწმყოში პიროვნულად ზრდისკენ ისწრაფვიან.

7. სხვადასხვა თემის ზედაპირული განხილვა

ჭკვიანი ადამიანი ცოდნას და გამოცდილებას აფასებს. თუ საკითხში ვერ ერკვევა, აზრს არ გამოხატავს და სხვებს თავის შეხედულებას თავს არ ახვევს. დისკუსიაში ჩართვამდე ინფორმაციას აგროვებს. ღრმა ანალიზს და ცოდნას უპირატესობას ანიჭებს და არა ზედაპირულ განხილვას.

8. პირადი ცხოვრება და ურთიერთობები

ჭკვიანმა ადამიანმა იცის, რომ პირადი ურთიერთობები ძალიან რთული და მგრძნობიარე თემაა. თავის ან სხვის პირად ცხოვრებაზე ჭორებს ან ინტიმური დეტალების გაზიარებას გაურბის. სხვის პირად ცხოვრებას პატივს სცემს და თავის წრეში ნდობას ინარჩუნებს.

9. უსარგებლო კამათი

ჭკვიან ხალხს უაზრო დაპირისპირება არ უყვარს. აღიარებენ, რომ კამათში მონაწილეობა ხშირად იწვევს დროის და ენერგიის ფუჭ ხარჯვას, რაც შეიძლებოდა კონსტრუქციულ საქმიანობაში დახარჯულიყო.

10. სამომავლო გეგმა

მიზნის და განზრახვის ქონა მნიშვნელოვანია, მაგრამ ჭკვიანი ადამიანი სამომავლო გეგმებს საიდუმლოდ ინახავს. აცნობიერებს, რომ ზედმეტად ბევრი დეტალის გამჟღავნებამ არასასურველი მოსაზრებები შეიძლება გამოიწვიოს. მიზნების მისაღწევად ბეჯითად შრომობს და საჭიროების შემთხვევაში შედეგებს სხვებს უზიარებს.

ჭკვიან ადამიანებს ურთიერთობის მნიშვნელობის ესმით, მაგრამ ასევე იციან, რომ არის რაღაც საკითხები, რომლებზეც გაჩუმება სჯობს. აღიარებენ, რომ ნამდვილი ინტელექტი გამოიხატება არა ლამაზად საუბარში, არამედ მოქმედებაში და სამყაროზე პოზიტიური გავლენის მოხდენაში.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს