ნაკვეთზე თხუნელა მომრავლდა და არ იცით, რა გააკეთოთ? გამოუცდელი მებოსტნეები ინტერნეტში შედიან და ცხოველის მოსაშორებლად ეფექტურ მეთოდებს ეძებენ. გამოცდილები იტყვიან, რომ ამის გაკეთება არ ღირს. ალბათ, ყველა დადებითი და უარყოფითი მხარე უნდა შეაფასოთ. Vivien ამაში დაგეხმარებათ.
თხუნელა აგარაკზე
ხშირად თხუნელა სახლდება იქ, სადაც ნაყოფიერი მიწა და ბევრი მავნებელია. ცხოველი ამ მავნებლებით იკვებება. შეიძლება ითქვას, რომ მებოსტნის ჭუჭყიან საქმეს ასრულებს და ნაკვეთს დაუპატიჟებელ სტუმრებს აშორებს.
ოღონდ ამასთან შეგუება ყველა ფერმერს არ სურს. სანამ ზოგი თხუნელაში უწყინარ ცხოველს ხედავს, რომელსაც სარგებელიც მოაქვს, სხვებს მისი მოშორება სურთ. პირველ რიგში, მას მცენარის ფესვების სისტემის დაზიანება შეუძლია. მეორეც, მისი სოროები კვლების გარეგნობას აუშნოებს.
და მაინც, ყველა არ ჩქარობს მის მოშორებას. „არაფერს ვაკეთებ. თხუნელებს ხელს არ ვუშლი. თხუნელები ერთნაირად ცხოვრობენ. თუ ერთს გაანადგურებ, თავისუფალ ტერიტორიაზე სხვა მოვა. თხუნელა თავისი მოძრაობის სისტემას ქმნის და თუ არაფერს გაანადგურებთ, სხვას აღარ გათხრის“ – წერს ინტერნეტ სივრცის მომხმარებელი.
როგორც ხედავთ, აზრები გაიყო. თუ ნაკვეთზე თხუნელების მოშორება მაინც გსურთ, ჰუმანური მეთოდების გამოყენებას გირჩევთ. არ გამოიყენოთ შხამი, რომელიც ცხოველს კლავს. მით უფრო ასეთი საშუალებები მიწისთვისაც კარგი არაა.
როგორ მოვიშოროთ თხუნელა ბოსტანში
არსებობს მოსაზრება, რომ თხუნელას მძაფრი სუნები არ მოსწონს. მისი დახმარებით ცხოველი ნაკვეთიდან მარტივად შეგიძლიათ მოიშოროთ. ჩვარი ნავთობპროდუქტში ან ნაფთალინში დაასველეთ და სოროებში ჩადეთ. თევზის ნარჩენის სუნიც გამოგადგებათ. სოროში ქაშაყის კონსერვის წვენი შეგიძლიათ ჩაასხათ.
ზოგი ძმარს, მცენარეულ ზეთს და შამპუნს თანაბარი პროპორციით ურევს. ამ ნარევის სუნი არც ისე მძაფრია, მაგრამ თხუნელას არ მოსწონს. ნაძვის ხის გირჩებიც გამოგადგებათ. ვედროში ჩაყარეთ და არყის ხის კუპრი დაასხით. 1 საათში გირჩები ამოიღეთ და თითოეულ სოროში ჩადეთ. ამ მეთოდით არა მხოლოდ თხუნელას, არამედ მიწისქვეშა ვირთხებს მოიშორებთ.
ყავის ნალექიც გამოგადგებათ. ყავის არომატი თხუნელას არ მოსწონს. მართალია, არც ერთი მეთოდი 100 %–იანი გარანტიას არ იძლევა, რომ თხუნელა ნაკვეთს დატოვებს. საქმე იმაშია, რომ ცხოველი ეგუება პირობებს, სადაც ცხოვრობს. ბევრი რამ ბანალურ წარმატებასა და კონკრეტულ ცხოველზე დამოკიდებულია.
ხრიკი შეგიძლიათ გამოიყენოთ. აგარაკზე თხუნელას არსებობა ნიშანია, რომ ნაკვეთზე ბევრი მავნე მწერია მცენარეზე. ეს თხუნელასთვის გემრიელი საკვებია. გამოდის, თხუნელა რომ წავიდეს, ჯერ მავნებლებს უნდა ებრძოლოთ და ამით ცხოველი საკვების გარეშე დატოვოთ. თუ საჭმელი არაა, ცხოველი საჭმლის საძიებლად წავა და ნაკვეთს დატოვებს.
ხალხური მეთოდებით ნივრის ან პარკოსანი კულტურის დარგვა დაგეხმარებათ. ამ არომატული მცენარეების სუნი თხუნელას არ მოსწონს. თხუნელასთვის უსიამოვნო სხვა მცენარეებიც შეგიძლიათ დარგოთ. ესაა პიტნა, ნარგიზი, ღვინა და ხავერდა. თან ასეთი ყვავილები თვალს ახარებს.
სხვა ხრიკები
თხუნელებთან ბრძოლაში ელექტროსაფრთხობი მოწყობილობებიც ეფექტურია. ასეთი მოწყობილობა მიწაში უნდა ჩაარჭოთ. ელემენტებზე მუშაობს. მოწყობილობა ვიბრაციას და ხმას გამოსცემს, რომლის გამოც ცხოველი დისკომფორტს განიცდის. თხუნელა ნაკვეთს ტოვებს. აპარატის მოქმედების რადიუსი თავად აპარატის სიმძლავრესა და ელემენტებზე დამოკიდებულია.
ულტრახმოვანი მოწყობილობები კარგ შედეგს იძლევა. მხოლოდ ინსტრუქცია დაიცავით და მიწაში საჭირო სიღრმეზე ჩაარჭეთ. მცირე ხარვეზისას აპარატის ეფექტურობა მცირდება.
როგორც არ უნდა გაღიზიანებდეს თხუნელა, ხელით არასდროს დაიჭიროთ. ცხოველი პატარაა, მაგრამ ბასრი კბილები და კლანჭები აქვს. ადვილად შეუძლია გიკბინოს, თუ მოინდომებს. თავს გაუფრთხილდით და დაუპატიჟებელ სტუმარს ჰუმანურად ებრძოლეთ!