გაქვთ ვარდის ბაღის გაშენების სურვილი? თავს იკავებთ, რადგან ფიქრობთ, რომ შრომატევადი პროცესია და ლამაზ ყვავილებს განსაკუთრებული მოვლა და დიდი დრო სჭირდება? Vivien გიზიარებთ მარტივ სასუქს, რომლის გამოყენებით მცირე ძალისხმევის და დროის დახარჯვით აყვავებულ ვარდის ბაღს მიიღებთ.
აბუსალათინის ზეთით შესანიშნავ შედეგს მიიღებთ, მცენარე საკვები ნივთიერებებით გაივსება და დიდხანს იყვავილებს. ასეთ მოვლაზე ძალიან ცოტა დროს დახარჯავთ. გიამბობთ, როგორ მოამზადოთ და გამოიყენოთ აბუსალათინის ზეთი ვარდის სასუქად.
ვარდის სასუქის მომზადების და გამოყენების წესები
ასეთი სასუქი ისე არ მოქმედებს, როგორც ჩვეულებრივი მინერალური სასუქი. ის მცენარის ჰორმონალურ ფონს აუმჯობესებს. ზეთის ხელშეწყობით გამომუშავდება სპეციალური ნივთიერებები, რომლებიც ყვავილობაზე და სწრაფ ზრდაზე პასუხისმგებელნი არიან. სასუქი ვარდის ხარისხს აუმჯობესებს, ყვავილი კაშკაშა, დიდი და გაშლილი ხდება.
აბუსალათინის ზეთის სასუქის მომზადების წესი
- 1 ჩ/კ აბუსალათინის ზეთი და 1 ლ წყალი შეძლებისდაგვარად კარგად აურიეთ. ემულსია უნდა მიიღოთ. გასაგებია, რომ ზეთს წყალში გახსნის უნარი არ აქვს და ამას იდეალურად ვერ გააკეთებთ.
- მიღებული ნარევით ვარდის ბუჩქები მორწყეთ. 14 დღეში ერთხელ მორწყვა გაიმეორეთ. შესასხურებლად პულვერიზატორი შეგიძლიათ გამოიყენოთ. ამ შემთხვევაში სხვა თანაფარდობით მოამზადეთ. 1 ლ წყალს 5 მლ აბუსალათინის ზეთი დაუმატეთ.
- დიდი ალბათობით, ყვავილი მწერების გარეშე ვერ გადარჩება. ფუტკრების მოსაზიდად ზეთის ნარევს ცოტა თაფლი ან შაქარი დაუმატეთ.
სანამ მცენარეს აბუსალათინის ზეთის ნარევით დანამავთ, წყლით კარგად დაასველეთ, შხაპი მოუწყვეთ. 2 საათი მოიცადეთ და მხოლოდ ამის შემდეგ გამოკვებეთ. მნიშვნელოვანი ეტაპია. სუფთა წყლით მორწყვა მცენარეს დამწვრობისგან იცავს. თუ ემულსია დაგრჩებათ, ბუჩქს ფესვებთან დაასხით.
აბუსალათინის ზეთის გამოყენებით ვარდის სილამაზით დიდხანს ტკბობას შეძლებთ. მარტივი, სწრაფი და იაფი მეთოდი ყვავილის რაოდენობას და ხარისხს აუმჯობესებს.