„დაოჯახებული ვარ, ქმართან ერთად დედამთილთან ვცხოვრობ. ბუნებრივია, თანაცხოვრების პერიოდში მასთან კონფლიქტი, მისი მხრიდან პრეტენზიები იყო. ამბობდა, რომ მარტო ცხოვრება სურდა, რომ ჩვენგან დაიღალა. პრინციპში, მისი მესმის. ახლა ქმართან ერთად ნაქირავებ ბინაში გადასვლას ვგეგმავ.
ასე ერთად თითქმის 9 თვე ვიცხოვრეთ. შემდეგ ბებიაჩემი გარდაიცვალა და დედამ მისი ბინის გაქირავება გადაწყვიტა. ვთხოვე, ბინა ჩვენთვის მოექირავებინა. ფულს ყოველთვე გადავუხდიდი, რადგან დედამთილთან ცხოვრება უკვე აუტანელი იყო. ზოგჯერ ისეთი სკანდალი ხდებოდა, რომ ნივთებს ვალაგებდი და მივდიოდი, როცა ქმარი სახლში არ იყო. შემდეგ ქმარი თითქმის პოლიციასთან ერთად მეძებდა, კართან იდგა, რომ დავბრუნებულიყავი. მაშინ დედამთილი ამბობდა, რომ ჩვენს საქმეში აღარ ჩაერეოდა. ცოტა ხნით შველოდა, მაგრამ შემდეგ ისევ ყველაფერი მეორდებოდა.
დედამ ბებიაჩემის ბინის მოქირავებაზე დამთანხდა. მითხრა, რომ ჩვენგან თანხის ნახევარს აიღებდა, რადგან მისი ქალიშვილი ვარ, თუმცა რთული ფინანსურ მდგომარეობა ჰქონდა. დედა 12 წლის განსაკუთრებულ ვაჟს (ჩემს ძმას) ზრდის. გონებრივი ჩამორჩენა აქვს. სკოლაში არ დადის, უკვე რამდენიმე სკოლა შეიცვალა.
სკოლაში ვერ გაძლო, ვერ სწავლობს. კერძო სწავლაზე გადაიყვანეს. მასწავლებლები სახლში მოდიან და ითხოვენ, რომ დედა გაკვეთილებს დაესწროს, ამიტომ მხოლოდ ნახევარ განაკვეთზე მუშაობს დამლაგებლად, შესაბამისად, ცოტას იღებს. მამა ალიმენტებს იხდის, მაგრამ საკმარისი არაა.
როცა ბებია ცოცხალი იყო, ბინაში ორ სტუდენტ გოგოს უშვებდა. ერთ ოთახში ბებია ცხოვრობდა, მეორეში – 2 გოგონა. მცირე თანხას იხდიდნენ, რომელსაც დედას აძლევდა და ასე ფინანსურად ეხმარებოდა. როცა გარდაიცვალა, გოგონები გამოასახლეს და დედამ ბინის გაქირავება გადაწყვიტა. მასთან შეთანხმების შემდეგ იმ ბინის კომუნალური გადასახადების დავალიანება დავფარე, ავეჯი და სანტექნიკა ნაწილობრივ განვაახლე. რამდენიმე დღეში უკვე გადავალთ.
დედამთილმა გაიგო, რომ ამ ბინაში ცხოვრებისთვის დედას ფულს გადავუხდით. ქმარს საღამოს ქუჩაში ჩაუსაფრდა და ბინაზე გამოკითხვა დაუწყო. ორივე გაბრაზებული დაბრუნდა. დედამთილმა ცრემლებით ისტერიკა მოაწყო, რომ ვაჟს ელოლიავებოდა, რომ მის გარეშე ცხოვრებას ვერ გაუძლებს, რომ არ იცის, როგორ ირჩინოს თავი. თავის შვილს (ჩემს ქმარს) განუცხადა, რომ ახლა ყოველთვე ფული უნდა მივცეთ.
მე და ჩემს მეუღლეს ფული მხოლოდ ყველაზე საჭიროსთვის გვყოფნის. შეძლებულები რომ ვიყოთ, დედამთილს დავეხმარებოდით. გაბრაზდა. ამბობს, რომ დედაჩემს ფულს მივცემთ, მას – არა. ფულს ხომ ბინაში ცხოვრებისთვის გადავუხდით და არა ისე. დედაჩემის ბინა რომ არ იყოს, ასეთი ოროთახიანისთვის ორჯერ მეტის გადახდა მოგვიწევდა.
ქმარს კიდევ ერთხელ დაველაპარაკე. მითხრა, რომ ძმასთან ერთად (მაზლი დაოჯახებულია და შვილი ჰყავს) დედას ყოველთვე ფულს მისცემს. ვუპასუხე, რომ თუ საჭმელი ფული არ დარჩება, არ მოვიდეს და პროდუქტების ყიდვა არ მომთხოვოს. ფული დასრულდა, მშიერი დარჩეს. სწორია ასე კატეგორიულად მოქცევა? რა გავაკეთო, დედამთილი ჯანდაბაში გავუშვა, თუ დავეხმარო?