თანამედროვე ქალი უნდა იყოს თუ არა ოჯახის კერის მცველი 

281

კაცებს უჭირთ გაგება, რომ ქალებს მათი ვალი არ აქვთ და საოჯახო საქმის შესრულება ცოლის (ან ქმრის) ნებაყოფლობითი სურვილია. ცოლ–ქმარი თანაბარუფლებიანი პარტნიორები არიან და ურთიერთშეთანხმებით ურთიერთობენ.

საოჯახო საქმის მართვა

ადრე გოგონებს ბავშვობიდან უნერგავდნენ, რომ ოჯახის კერის მცველები უნდა იყვნენ, ამიტომ უნდა ისწავლონ მომზადება, დალაგება, რეცხვა და ხელსაქმე. დრო შეიცვალა და ქალები მეტად ცდილობენ თვითკმარობის და დამოუკიდებლობის წარმოჩენას, იღებენ პასუხისმგებლობას არა მხოლოდ საკუთარ თავზე, არამედ ოჯახის კეთილდღეობაზე.

ახლა ქალებს კაცებზე არანაკლებ მუშაობა უწევთ. ოღონდ ქმარი სამსახურის შემდეგ სახლში ისვენებს, ხოლო ცოლი ქურასთან მეორე ცვლას ატარებს. კაცს მნიშვნელოვანი საქმე აქვთ: დივანს და ტელევიზორს იცავს. დაე, ქალი დაეხმაროს!

ჩვენთან საოჯახო საქმე წმინდა ქალურ მოვალეობად ითვლება. ჩემი ქმარიც ამ აზრზეა, ამიტომ თვეში ერთხელ ჭურჭლის გარეცხვისას აცხადებს: „ჭურჭელი გაგირეცხე!“. ეს ძალიან მაღიზიანებს. ელვას ვისვრი და მაშინვე ვასწორებ: „ჩემთვის კი არა, ჩვენთვის“.

მართალია, ბოლო დროს ჩვენს სახლში უწესრიგობა სუფევს. უსაქმოდ არ ვზივარ, მაგრამ ფიზიკურად ვერ ვასწრებ სისუფთავის შენარჩუნებას. ვმუშაობ კიდეც. ციყვივით ბორბალზე ვტრიალებ, თუმცა შედეგს ვერ ვხედავ!

ქმარს ამის გაგება არ სურს და სულ მსაყვედურობს: „შეგიძლია ყველაფერი მიატოვო და სახლს მიხედო!“ გამოდის, არჩევანი უნდა გავაკეთო: ხშირად დავალაგო, მაგრამ ქმარი ამ დღეებში მშიერი დავტოვო, ან ბავშვი სასეირნოდ არ გავიყვანო, ან ღამით არ დავიძინო, ან დამატებითი სამსახური მივატოვო.

ქმრის დამოკიდებულება საოჯახო საქმის მიმართ

ჩემი მეუღლე თავს დიდად არ იწუხებს. უჭირს გაგება, რომ მისი ხელფასი საკმარისი არაა, თუ ოჯახში ჩემს მინიმალურ შემოსავალს არ შემოვიტან. ახლა მიზერული შემოსავლით დაკმაყოფილება მიწევს, რადგან ჩვენს პატარასთან (ნანატრი!) დამტოვებელი არავინ მყავს.

მანამდე 13 წელი ჩვენს პატარა ოჯახს ვარჩენდი და შაბათ–კვირასაც ვმუშაობდი, თუმცა ქმარზე 2–ჯერ მეტი ხელფასი მქონდა. მუშაობა მშობიარობამდე მხოლოდ 3 კვირით ადრე მივატოვე, თან „მჯდომარე“ სამსახური არ მქონდა! ეს არ ახსოვს და არ აფასებს. თუ რამეს ვიტყვი, მორიგი სკანდალი იქნება.

ვცდილობ, შექმნილი სიტუაცია ავუხსნა, მაგრამ ჩვენი საუბარი მორიგი კამათით მთავრდება. ჩემი მოსმენა არ უნდა ან ჩემი აზრის მიმართ გულგრილია.

თავის ნაკლოვანებებს ვერ ამჩნევს და თავს იმართლებს იმით, რომ „ელექტრიკოსი“, „სანტექნიკოსი“, „მექანიკოსი“ არაა. მეც მზარეული არ ვარ, რადგან პედაგოგიური დავამთავრე, მაგრამ ვამზადებ ისე, თითებს ჩაიკვნეტთ, კონდიტერი არ ვარ, მაგრამ ტორტებს ვაცხობ. საექთნოზე არ მისწავლია, მაგრამ ნემსებს და მასაჟებს ვაკეთებ. თუ საქმეს ხელს მოვკიდებ, ხარისხიანად შესრულებას ვცდილობ, რადგან ხელები სწორი ადგილიდან მეზრდება.

ჩემთვის მთავარი პრობლემაა დრო, უფრო სწორად, მისი სწრაფად გასვლა. ხშირად ვიჭერ ფიქრებს, რომ ვგეგმავ საღამოს ბავშვის დაძინებას, შემდეგ ჩუმად ადგომას და რაღაც საქმის დასრულებას. ზოგჯერ დაღლილობისგან შვილზე უფრო ადრე ვითიშები. თვალს ვახელ და უკვე ღამის სამი საათია და ადგომა აღარ მინდა.

მესმის, რომ ასე გაგრძელება აღარ შეიძლება და რაღაც უნდა გავაკეთო. ვაცნობიერებ, რომ სიტუაციის გამოსწორება საჭიროა, მაგრამ რამდენად კარდინალურად?

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს