ინტერნეტ სივრცეში ბოსტნეულის მოყვანის საინტერესო მეთოდები შეგიძლიათ ნახოთ. მათი მთავარი თავისებურებაა ბოსტანში ადგილის დაზოგვა და კარგი მოსავლის მიღება. ერთ–ერთმა იდეამ ჩემი ყურადღება მიიქცია. გიამბობთ, როგორ გაზარდოთ კიტრი კასრში.
კიტრის მოვლა დიდ ძალისხმევას და ყურადღებას მოითხოვს. მისთვის უნდა შეარჩიოთ სწორი „მეზობელი“, რომელიც მზისგან დაჩრდილავს და ნაზ ფოთლებს დაწვისგან დაიცავს. ბარდები ისე უნდა განალაგოთ, რომ ნაზად და სწორ ადგილას შემოხვევა შეძლოს. როგორ არ ვცდილობდი, მაგრამ ამ ბოსტნეულის მოსავალი საუკეთესოს სურვილს ტოვებდა. რაღაცის შეცვლის დრო მოვიდა. ახალი მეთოდით ექსპერიმენტს ჩავატარებ.
როგორ გავზარდოთ კიტრი კასრში?
ახალი მეთოდების ავტორები გამოყოფენ 5 მთავარ უპირატესობას:
- თავიდან იშორებთ კიტრის ზედმეტად მოვლის საჭიროებას.
- გამორიცხავთ მიწის გაფხვიერების აუცილებლობას.
- დიდ ჭურჭელში ფესვები თავს შესანიშნავად გრძნობს, რადგან საკმარისი ადგილი აქვს.
- მიწის ეკონომია ნაკვეთზე.
- დაგჭირდებათ ნაკლები სასუქი, ვიდრე მაშინ, როდესაც ამ ბოსტნეულს კვლებში ზრდიდით.
- ამ მეთოდით კიტრის მოყვანა გარკვეულ მომზადებას მოითხოვს. დარგვამდე 1 თვით ადრე მომზადება დაიწყეთ. დიდი ლითონის კასრი შეარჩიეთ. სადრენაჟოდ გახვრიტეთ. შემდეგ საჭირო რაოდენობის მიწით გაავსეთ.
- ეს წინასწარ გააკეთეთ, რადგან მიწა კასრში უნდა დაიწიოს. კიტრს საკმარისი სასარგებლო ელემენტები რომ ჰქონდეს, მიწის ჩაყრამდე კასრში ჩააფინეთ ფოთლები, ღეროები, ყლორტები და სხვა მცენარეული ნარჩენი.
- რაც შეეხება მიწას, მის შემადგენლობას პასუხისმგებლობით უნდა მიუდგეთ. ამაზე კარგი მოსავლის მიღებაა დამოკიდებული. კვლების მიწას ნეშომპალა და ქვიშა აურიეთ.
- კასრში მიწა ჩაყარეთ და მის დაწევას დაელოდეთ. კიტრის დარგვამდე ერთი დღით ადრე მიწა კარგად დაატენიანეთ. კიტრის თესლი 1 სმ სიღრმეში ჩარგეთ. ბუჩქებმა თავი კარგად რომ იგრძნოს და გასაზრდელად საკმარისი ადგილი ჰქონდეს, ერთ კასრში მაქსიმუმ 4 მცენარე მოათავსეთ.
- კასრი მზიან მხარეს დადეთ და პარკი დააფარეთ. ერთგვარი სათბური გამოვა. როცა თესლი გაღვივდება, პარკი მოაშორეთ. დროთა განმავლობაში მიწაში ჯოხები ჩაარჭეთ. კიტრი ჯოხებზე შემოხვევას შეძლებს.
ახლა იცით, როგორ გაზარდოთ კიტრი კასრში. ეს რჩევები გამოიყენეთ და კარგი მოსავლით ისიამოვნეთ.