„გინდა საკუთარი ბინა, გამოიმუშავე“. როგორ გაიყო მემკვიდრეობა დედა–შვილს შორის

353

სალომე ბინას უყურებდა. როგორი უზარმაზარი იყო. მყიდველები ნაკვეთზე საქმიანად დაიარებოდნენ, საკუთარ თავს უამრავ კითხვას უსვამდნენ.

– სახლში შევიდეთ, ცოტა დრო გვაქვს. 20 წუთში სხვა მყიდველები მოვლენ.

იმავე საღამოს სალომე და მერაბი ქალაქის მეორე ბოლოში ადგილობრივ კაფეში ისხდნენ. აქ ცოტა ხალხი იყო, მაგრამ შესანიშნავ ჩაის ამზადებდნენ.

– რას ფიქრობ? – ჰკითხა ქმარმა.

– არ ვიცი, ყველა ბინა. სულელური უბანი, სახლი ძველი. ბინები სტანდარტული.

– დედა სახლის ღირებულების მესამედს გვაძლევს. ამ თანხით დიდ ვერაფერს გაწვდები.

– მერაბი, შეგიძლია დედაშენს ფულის დამატება სთხოვო ბინისთვის? თუნდაც ნახევარი?

– პასუხი იცი. სახლი ბაბუამ დედაზე გააფორმა. იცი დედაჩემის პრინციპი: „ყველაფერს თავად მიაღწიე“. კარგია, რომ ბაბუამ პირობა ჩამოართვა, რომ სახლის გაყიდვის შემთხვევაში მესამედს მოგვცემდა.

სალო გაჩუმდა. არ ესმოდა, როგორ შეიძლებოდა ღვიძლ ვაჟს ასე მოექცე.

– სალო! – გამოცოცხლდა ქმარი. – დედამ მომწერა,  სახლის მყიდველები გამოჩნდნენ. ბინა უნდა ავარჩიოთ.

1 თვის შემდეგ

სალომე, მერაბი და მისი დედა დიდ კაბინეტში ისხდნენ. როგორც იქნა, უძრავი ქონების აგენტი შემოვიდა.

– დიახ, მეპატრონესთან ყველაფერი შეთანხმებულია. მზადაა, ბინა მოგყიდოთ. საბუთები შევავსოთ. ვისზე ვაფორმებთ ბეს ხელშეკრულებას?

– ჩემზე – ხელი ასწია მერაბმა.

– მაგრამ ვიხდი მე, – უპასუხა დედამ.

როცა ხელშეკრულება გაფორმა, ცოლ–ქმარი სუფთა ჰაერზე გამოვიდა. სანამ დედა პირველ შენატანს იხდიდა, სალომემ უკვე წარმოიდგინა, როგორ გახდებოდა რამდენიმე კვადრატული მეტრის მფლობელი ამ დიდ და ძვირადღირებულ ქალაქში. მისი ოჯახის არც ერთ წევრს ასეთი სიმაღლისთვის არ მიუღწევია. მან შეძლო. თან დიდად არც უმუშავია.

– დიახ, დედა, ახლავე ამოვა.

მერაბი ცოლს მხარზე შეეხო:

– ბოლო ხელმოწერაა საჭირო და მორჩა. მალე დავბრუნდები.

3 კვირის შემდეგ

საშა ნაქირავებ ბინაში იჯდა და სერიალს უყურებდა. ნივთები უკვე შეაგროვა, თუმცა ყიდვის გარიგება ჯერ არ ყოფილა. თან არ ახსოვდა, როდის უნდა ყოფილიყო. ქმრის ზარმა მე–3 სეზონის ყველაზე კულმინაციურ მომენტში მიუსწრო.

– სალომე, საღამოს წავიდეთ ბინის გასაღების ასაღებად.

– გასაღები? რომელი? შეთანხმება ჯერ ხომ არ ყოფილა.

– იყო, უკვე დიდი ხნის წინ!

– ჩვენ რატომ არ წავედით?

– რისთვის? დედამ ბინა თავის სახელზე გააფორმა.

– რა? რა მითხარი?

– ასეა, დედამ თავის სახელზე გააფორმა. დღეს ბინის ასაღებად წავალთ.

– როგორ შეეძლო ბინის თავის სახელზე გაფორმება, თუ ბეს ხელშეკრულებას შენ მოაწერე ხელი.

– დიდად ვერ მივხვდი, სიმართლე რომ გითხრა. რა მერე?

– რა მერე? რა მერე? საერთოდ გესმის? – ყვიროდა სალომე.

შემდეგ გაჩერდა, სამჯერ ღრმად ამოისუნთქა და მშვიდად გააგრძელა:

– არაფერია, რა თქმა უნდა, წავალთ. იქ იქნება დედაშენი?

– კი.

– მომაკითხავ?

– რა თქმა უნდა, ძვირფასო. მიყვარხარ!

იმავე საღამოს ცოლ–ქმარმა ბინა მიიღო, უძრავი ქონების აგენტისგან გასაღები ჩაიბარეს. სანამ მერაბი მაღაზიებში დადიოდა, სალომემ ბინის საკითხის გარკვევა გადაწყვიტა:

– რატომ არ თქვით, რომ ბინას თქვენ სახელზე აფორმებდით?

– უნდა მეთქვა?

– ჩვენ ავირჩიეთ, ბეს ხელშეკრულებაც გავაფორმეთ. სახლის გაყიდვაში დაგეხმარეთ. მის საჩვენებლად ხალხი დამყავდა. მყიდველებს ვარწმუნებდი. მაგრამ ბინა თქვენს სახელზეა.

– ფული ხომ ჩემია.

– ეს უსამართლობაა.

– რატომ? მერაბის ბაბუის დანაპირები შევასრულე.

– მაგრამ მისთვის არ გიყიდიათ. არამედ თქვენთვის.

დედამთილს გაეღიმა:

– სალომე, ბინას რომ თქვენს საერთო საკუთრებაში არ ვიძლევი, არ ნიშნავს, რომ შვილი არ მიყვარს. მშვიდად იცხოვრეთ, სანამ საკუთარი ბინისთვის არ დააგროვებთ.

– მაგრამ.

– კმარა უკვე ეს „მაგრამ“. სანამ ჭკუაზე არ მოხვალ, სხვის ხარჯზე იცხოვრებ. ყველაფერს თავად მიაღწიე, სხვისი ფულის ფლანგვაზე ნუ ფიქრობ.

სალომე და მერაბი 3 წლის შემდეგ ერთმანეთს დაშორდნენ. დედამთილი კიდევ ერთხელ დარწმუნდა, რომ ბინის თავის სახელზე გაფორმება სწორი გადაწყვეტილება იყო. იმის მიუხედავად, რომ მისი შვილი დიდხანს უარს ამბობდა ბეს ხელშეკრულებაში ფრაზის დაწერაზე: „ბინა შეიძლება გადაფორმდეს მესამე პირზე მყიდველის სურვილით“.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს