ახლახანს მე და ჩემი ქმარი ახალ საცხოვრებელზე ვლაპარაკობდით. ამჟამად ნაქირავებში ვცხოვრობთ. თავიდან პირველი შესატანისთვის ფულის დაგროვება გვსურდა, მაგრამ ჩვენი ხელფასით და მაღაზიაში ფასებით ამის გაკეთება ძნელია. მაღაზიაში 30 ლარს ტოვებ და ფიქრობ, რა ვიყიდე საერთოდ. ამ 30 ლარით თუ შეიძენ მხოლოდ რძეს, რაღაცას ჩაიზე მისაყოლებლად, შაქარს და ფილეს დარიჩინით“. ფეხმძიმედ ვარ და მჭირდება ხილი, კაკალი, კარგი ვიტამინები. ორსულობის დროს ძალიან მინდა ჭამა, ამიტომ საკვებზე ბევრს ვხარჯავთ.
ბავშვთან ერთად ერთ ოთახში ცხოვრება საშინელებაა. ბავშვს კარგი ჰიგიენა სჭირდება, მეზობლებზეც ვწუხვარ, ჩვილი ბევრს ტირის. გადავწყვიტეთ, ერთოთახიანი ბინის ყიდვა. რა თქმა უნდა, რამდენიმე ვარიანტი უკვე ვიპოვეთ და უძრავი ქონების აგენტი მზადაა, წინასწარი შენატანის გარეშე ხელშეკრულება გაგვიფორმოს, მაგრამ ძვირია.
ქმარმა მითხრა: რად გვინდა იპოთეკის აღება, როცა სიდედრი სამოთახიან ბინაში მარტო ცხოვრობს? სთხოვე გადაცვალოს და ერთოთახიანი გვექნება. ამაზე მეც ვიფიქრე, მაგრამ დედა დახმარებას თავად არ გვთავაზობს.
ოჯახში ორნი ვართ, მე და ჩემი ძმა. ძმა სხვა ქალაქში ოჯახთან ერთად ცხოვრობს, კარგი ბინა აქვს, საცხოვრებელი არ სჭირდება. მე უმცროსი ვარ. ფინანსური პრობლემები გვაქვს, ახლა ორსულობაც დაემატა. დედაჩემმა ჩემი სიტუაცია იცის, მაგრამ დახმარებაზე არაფერს მეუბნება. ქმარი ზეწოლას ახდენს, ამიტომ დედასთან ბინაზე საუბარი გადავწყვიტე.
შაბათ–კვირას მის სანახავად წავედი. დედა პატარა ყვავილების მაღაზიაში ფლორისტად მუშაობს. პენსიამდე კიდევ 6 წელია. თითქმის მისვლისთანავე ჩემი წუხილი გავუზიარე.
– დედა, მინდა გთხოვო… –დავიწყე მე.
– მოკლედ, შეგიძლია დაგვეხმარო? სამოთახიან ბინაში ცხოვრობ, ჩვენ ნაქირავებ ერთ ოთახში და ბავშვს ველოდებით. იქნებ შენი ბინა გავყიდოთ და ორი ვიყიდოთ?
– ლია, სულ გათავხედდით? შენი დიტო ვერ მაძლევს 15 ათას ლარს, რომელიც 2 წლის წინ ბინის პირველი შენატანისთვის ისესხა. სად არის თქვენი ბინა? სად დახარჯეთ ფული? ყველაფერი მახსოვს! ბინის ნაცვლად ზღვაზე დასვენება და ძვირადღირებული ნივთების შეძენა გადაწყვიტეთ. ფულთან ურთიერთობა არ იცით. საერთოდ, რატომ გადაწყვიტეთ ჩემი გამოსახლება? დიტოს მშობლები ოროთახიან ბინაში ცხოვრობენ. მათ გაყიდონ და გიყიდონ. მე რატომ უნდა მოვაგვარო თქვენი პრობლემები?
ქალბატონი ირინა ხასიათზე აშკარად არ იყო. გაბრაზებული სუნთქავდა, სწრაფად და გაღიზიანებული ლაპარაკობდა, თვალები გადმოკარკლული ჰქონდა.
– კარგი. უბრალოდ ვიკითხე. ახლა ისეთ მდგომარეობაში ვართ, თავად იცი. ფული არ გვაქვს, ბავშვზე ფული გვჭირდება. მოკლედ, ფული არ გვყოფნის ბინის საყიდლად, – ვუთხარი და ავტირდი.
– რატომ ტირი? ბავშბის გასაჩენად დიდები ხართ, ხოლო ცხოვრების მოწყობა და ფულის მართვა სხვა საქმეა. შეწყვიტე ღრიალი. ჩემთან იცხოვრეთ, ოთახს გამოგიყოფთ. იპოთეკისთვის ფულის დაგროვება დაიწყეთ. მოგვიანებით აიღეთ.
დედას ჩავეხუტე და სახლში გახარებული დავბრუნდი. ოღონდ ქმარს არ გაუხარდა.
– რა, შეგვიძლია ახალი ბინით გავიხაროთ?
– არა, მაგრამ შეგვიძლია გვიხაროდეს, რომ დედა თავისთან შეგვიფარებს. ფულს იპოთეკისთვის დავაგროვებთ, დამატებით ბავშვის დაბადებისას ფულს მივიღებთ. მოკლედ, ყველაფერი კარგადაა.
– ლია, სრულ ჭკუაზე ხარ. შენს მიგერა დედასთან არ ვიცხოვრებთ. მასთან მხოლოდ რამდენიმე საათით ვძლებ, შემდეგ ვფეთქდები. გსურს, გავგიჟდე? – ქმარი გაცოფდა. დედაჩემთან ცუდი ურთიერთობა აქვს.
– რა უნდა მექნა? გაქვს უკეთესი ვარიანტი?
– რა თქმა უნდა! მასზე ზეწოლა უნდა მოგეხდინა. შეეძლო ბინა გაეყიდა. რაში სჭირდება სამოთახიანი? ქმარიც არ ჰყავს. ერთოთახიანშიც შესანიშნავად იცხოვრებდა. ოროთახიანის ყიდვაც შეეძლო, ჩვენთვის კი პატარა ერთოთახიანის. დედა კი არა, – ქმარი სახლიდან წავიდა.
ვზივარ და ჩუმად ვტირი. ნივთებს დედასთან გადასასვლელად ვაგროვებ. დიახ, მკაცრი, მაგრამ სამართლიანი დედა მყავს, შეიძლება უხეშიც იყოს, მაგრამ დედაჩემია. ვწუხვარ, რომ ქმარმა მასთან საერთო ენა ვერ გამონახა. არ ვიცი, როგორ ვიცხოვრებთ მასთან, მაგრამ ბავშვისთვის უკეთეს ვარიანტს ვერ ვხედავ. ქმრის მშობლებთან სოფელში გადასვლა სისულელეა, რადგან ქმარს სამსახური აქ აქვს. ვშიშობ, დედასთან გადასვლის შემდეგ ქმართან ურთიერთობა გამიფუჭდება.