არ გადააგდოთ! გამოიყენეთ ძველი ყუთები კვლების შემოსაღობად

4412

როცა ბოსტნეულის, კენკრის და მწვანილის გაზრდაზე დიდ ენერგიას ხარჯავთ, ღობის გასაკეთებლად ძალა აღარ რჩება. ეს სასწრაფოდ გამოასწორეთ, რადგან ხელნაკეთი ღობე გამარგვლაზე დროს დაგიზოგავთ. ასევე მოსავალს დაიცავთ ჩიტებისა და მწიფე ნაყოფის დაზიანების სხვა მოყვარულებისგან.

ფანტაზიას გასაქანი მიეცით და საზრიანობა გამოიჩინეთ. ასე უკვე 1 საათში ნაკვეთზე იაფი ხელნაკეთი ღობე გამოჩნდება. მოსავლის დასაცავად იდეალური გადაწყვეტილებაა!

როგორ შემოვღობოთ კვლები

პლასტმასის ყუთებით

ჩიტებისგან მარწყვის კვლების (და არა მხოლოდ) დაცვა შეუძლია ნებისმიერ მეაგარაკეს, რომელიც თავის მოსავალზე ზრუნავს. მთავარი ამოცანაა კარგი შემოღობვის გაკეთება. სიტყვაზე, მისი გაკეთება დამოუკიდებლად შეგიძლიათ. ბოსტნეულის შესანახი ძველი პლასტმასის ყუთები გამოგადგებათ. მომზადების მეთოდი მარტივია. აიღეთ კუთხესახეხი მანქანა და ყუთები დაჭერით. საფეხურებიანი ბურღით თითოეულ კედელზე ნახვრეტი გააღრმავეთ.

ძველი ტოტები ან ჯოხები აიღეთ და მათგან პატარა პალოები გააკეთეთ. ხის ნამზადი ჩაღრმავებულ ნახვრეტებში ჩაჭედეთ. პლასტმასი ულტრაიისფერი სპრეით დაამუშავეთ. მზადაა. ასეთი მარტივი მოწყობილობა კვლებისთვის შესანიშნავი ღობე გახდება, ასევე დეკორატიულ როლს შეასრულებს, შინაურ ცხოველებს მწიფე ნაყოფის ჭამაში ხელს შეუშლის.

ხელმისაწვდომი საშუალებით

მავნებლებისგან კვლები არა მხოლოდ ბოსტნეულის ყუთით შეგიძლიათ დაიცვათ. სხვა მასალისგანაც კარგი ღობის გაკეთებას შეძლებთ.

  • კენჭებით და რიყის ქვებით. კვლების დასაცავად მასალა საკუთარ ნაკვეთზე შეგიძლიათ იპოვოთ. ქვების სიგანეზე თხრილი ამოთხარეთ. ოდნავ ჩააღრმავეთ და მიწით ან მულჩით დაფარეთ.
  • ძელებით. ახლახანს ხეები გადაჭერით? ჩათვალეთ, მომავალი ღობისთვის საფუძველი მზადაა. უბრალოდ ძელები ფრთხილად უნდა განალაგოთ.

ღობე სხვადასხვა კულტურის დასაცავად დიდი ძალისხმევის გარეშე სახლის პირობებში შეგიძლიათ გააკეთოთ. ის თქვენ მიერ დარგულ ბოსტნეულს და კენკრას დაიცავს. გახსოვდეთ, პლასტმასის ყუთის გადაყრა საჭირო არაა. უმჯობესია, კვლების შემოსაღობად გამოიყენოთ. იაფია, მაგრამ მუშაობს!

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს