2 მიზეზი, რატომ არ იყვავილებს მაგნოლია მომდევნო 10 წლის განმავლობაში

248

მაგნოლია ნებისმიერ ბაღს ალამაზებს. შორეულ აღმოსავლეთში, ცენტრალურ აზიაში, ასევე ჩრდილოეთ და ცენტრალურ ამერიკაში იზრდება. ამ ლამაზ მცენარეს ჩვენს ქვეყანაშიც ზრდიან, თუმცა ყველას წარმატებით არ გამოსდის.

Vivien გაგიმხელთ, რა იწვევს მაგნოლიის ყვავილობის შეწყვეტას. ეს მებაღისთვის დიდი დარტყმაა, რადგან მაგნოლია ულამაზესად ყვავის და საოცარი სუნი ასდის. გიამბობთ, რატომ ჩნდება პრობლემა და როგორ გაუმკლავდეთ.

მაგნოლიის ყვავილობა

მაგნოლია ყვავილების კვირტების ფორმირებას ადრე შემოდგომაზე იწყებს. ამის შესახებ ყველა გამოცდილმა მებაღემ იცის. ამ კვირტებიდან კი გაზაფხულზე ლამაზი ყვავილები იშლება. ხშირად კვირტები ზამთარში იყინება და მაგნოლია ყვავილობას წყვეტს.

მცენარის ზოგიერთი სახეობა ყინვას და ცივ ქარს საერთოდ ვერ იტანს, ამიტომ მკაცრ რეგიონებში მათ გაზრდას არ გირჩევთ. ყინვაგამძლე მაგნოლიასაც ქარისგან დაცული ადგილი უნდა შეურჩიოთ.

რაც შეეხება სასუქებს, მაგნოლიას აზოტის სასუქი არ დაუმატოთ, რადგან დაბალი ტემპერატურისადმი მის მგრძნობელობას ზრდის. აგვისტოში ფოსფორით და კალიუმით შეგიძლიათ გამოკვებოთ. მათი დახმარებით ზამთრისთვის უკეთ მოემზადება.

თუ მაგნოლია თესლიდან გაიზარდა, ყვავილობა დიდხანს შეიძლება ვერ დაინახოთ. თესლიდან გაზრდილ მაგნოლიას რამდენიმე წელი სჭირდება, რომ აყვავილდეს. ზოგჯერ უკვე გაზრდილი მაგნოლია მაინც არ ყვავილობს. ხანდახან 10 წელი უნდა ელოდოთ, რომ მაგნოლიის ლამაზი ყვავილები დაინახოთ.

გირჩევთ, მყნობით გამრავლებული ნერგები შეიძინოთ. ასე ძალიან მალე მაგნოლიის ყვავილების სილამაზით დატკბობას შეძლებთ.

მაგნოლიასთვის შეარჩიეთ თბილი, მზიანი და ქარისგან დაცული ადგილი. უხვი ყვავილობისთვის სასუქით გამოკვებეთ, დროულად და საჭირო რაოდენობით მორწყეთ. მშრალ შემოდგომას მორწყვა განსაკუთრებით სჭირდება, ამ დროს ხომ კვირტების ფორმირებას იწყებს.

მაგნოლია გადაჭრას ცუდად იტანს. მაისი გასხვლისთვის საუკეთესო პერიოდია. მოაშორეთ ძველი და დაზიანებული ყლორტები, ტოტების წვერები, რომლებმაც ყვავილობა დაასრულეს. სწორი გასხვლით ბუჩქებს გაახალგაზრდავებთ, ახალ სიცოცხლეს შთაბერავთ. გირჩევთ, ახალგაზრდა მაგნოლია საერთოდ არ გადაჭრათ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს