დეიდა 20 წელია აგრონომად მუშაობს და მასწავლა, რომელი ხსნარით გავაღივო ძველი თესლი

513

ნებისმიერი გამოცდილი მებოსტნე გეტყვით, რამდენად მნიშვნელოვანია თესლის დამუშავება დათესვამდე. მნიშვნელობა არ აქვს, ნერგს ზრდით თუ პირდაპირ ბაღში თესავთ. თესლის დამუშავების სხვადასხვა მეთოდი არსებობს. Vivien დეტალურად გიამბობთ, როგორ გააკეთოთ ეს.

თესლის დამუშავება დათესვამდე

თესლის დამუშავება რამდენიმე მიზეზით საჭიროა. პირველ რიგში, ასე მცენარეს დაავადებებისა და მავნებლებისგან დაიცავთ. პრობლემა იმაშია, რომ ის თესლზე ან მის შიგნით შეიძლება იყოს. დასამუშავებლად გამოიყენება ფუნგიციდები, ინსექტიციდები ან სხვა საშუალებები, რომლითაც მცენარეს მწერებისგან, სოკოსა და სხვა ინფექციებისგან დაიცავთ.

მეორეც, დამუშავებით თესლის გაღივებას დააჩქარებთ. შედეგად, მცენარე უფრო სწრაფად ამწვანდება. გარდა ამისა, მოსავლიანობა და მისი ხარისხი გაიზრდება. ასეთი პროცედურისთვის გამოიყენება სპეციალური ზრდის რეგულატორი, რომელიც მცენარეს საჭირო მკვებავი ნივთიერებებით ავსებს.

თესლის დამუშავებით სხვადასხვა სტრესის მიმართ მათ გამძლეობას გაზრდით. მაგალითად, გვალვის, სიცხის, სიცივის და სხვა ტრიგერის მიმართ. გარდა ამისა, ბანალურად დროს და ფულს დაზოგავთ. დიდი ალბათობით, თუ თესლს დათესვამდე არ დაამუშავებთ, შემდეგ მეტი ძალისხმევის, პესტიციდის და სხვა მოვლის საშუალების დახარჯვა მოგიწევთ.

როგორ დავამუშაოთ თესლი

ბევრი ნაყიდი და მზა საშუალება არსებობს თესლის დასამუშავებლად. მათ შეძენას მებაღეობის ნებისმიერ მაღაზიაში შეძლებთ. გამოცდილ ხალხურ ხრიკებს გიზიარებთ. ასეთი საშუალება იაფია, მაგრამ ეფექტურად მოქმედებს.

ამ სასწაული საშუალების მოსამზადებლად დაგჭირდებათ 2 ძირითადი კომპონენტი და წყალი. ესაა სალიცილის მჟავა (მხოლოდ 2%–იანი ხსნარი) და 10 %–იანი ამიაკი. 100 მლ ოთახის ტემპერატურის წყალი, 20 წვეთი სალიცილის მჟავა და 8 წვეთი ამიაკი აურიეთ. თუ რამდენიმე წვეთით შეცდომას დაუშვებთ, ტრაგედია არ მოხდება.

ამიაკი სწრაფად ორთქლდება, ამიტომ მომარაგებას აზრი არ აქვს. გაკეთებისთანავე გამოიყენეთ. ხსნარში ქაღალდის პირსახოცი ჩაალბეთ, კონტეინერში ჩადეთ და ზემოდან თესლი დააწყვეთ. ზემოდან კიდევ ერთი ნარევში გაჟღენთილი სალფეთქი დააფარეთ.

კონტეინერი თესლით პირველი ყლორტის ამოსვლამდე სითბოში გააჩერეთ. როცა თესლი გაღივდება, შეგიძლიათ გადარგოთ.

ეს ერთადერთი საშუალება არაა, რომლითაც თესლი შეგიძლიათ დაამუშაოთ. შემდეგი მეთოდებით სახლში ამის გაკეთება მარტივი და ადვილია. მაგალითად, წყალბადის ზეჟანგი კარგად მუშაობს. 1 ს/კ წყალბადის ზეჟანგი და 1 ლ წყალი აურიეთ. თესლი ამ ნარევში რამდენიმე საათით ჩაალბეთ. ამ მეთოდით თესლის ზედაპირზე ბაქტერიებს და სოკოს გაანადგურებთ.

ხსნარს სოდის საფუძველზეც ამზადებენ: 1 ს/კ სოდა 1 ლ წყალში გააზავეთ. თესლი მიღებულ ნარევში რამდენიმე საათით გააჩერეთ. სოდა სოკოს და პათოგენურ მიკროორგანიზმებს გაანადგურებს. 2 წვეთი იოდი 1 ლ წყალს დაუმატეთ. ამ ძველი სქემით თესლი ჩაალბეთ. ამ მეთოდით თესლზე სოკოს და ბაქტერიებს გაანადგურებთ.

სხვა რჩევები

კალიუმის პერმანგანანტის ხსნარი თესლს შესანიშნავად ამუშავებს. მის მოსამზადებლად რამდენიმე კრისტალი კალიუმის პერმანგანანტი 1 ლ წყალში გახსენით. თესლი ამ ხსნარში 2 საათით გააჩერეთ. მზადაა!

ნივრის ხსნარი უმარტივესი საშუალებაა. რამდენიმე კბილი ნიორი დააქუცმაცეთ და წყალი დაასხით. ხსნარში თესლი ჩადეთ. 2–3 საათში თესლი ნერგისთვის შეგიძლიათ გაზარდოთ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს