ექსპერტები გირჩევთ, არ დარგოთ ნემსიწვერა. ამას სერიოზული მიზეზები აქვს

488

ნემსიწვერას ქუჩაში, აივანზე და პირდაპირ შენობაშიც ხშირად ზრდიან. დიდხანს და ლამაზად ყვავილობს, ამით მისი პოპულარობა აიხსნება. მარტივი მოსავლელია, უპრეტენზიოა, რის გამოც დამწყებ მეყვავილეებს ძალიან მოსწონთ. მასში რიგი პრობლემები იმალება.

Vivien გიამბობთ, რატომ უნდა დაფიქრდეთ კარგად, სანამ ნემსიწვერას დარგავთ, რომელსაც პელარგონიასაც უწოდებენ. რაც უფრო ახლოს დარგავთ საცხოვრებელ სახლთან, მით უფრო სახიფათოა. რას უნდა ელოდოთ ნემსიწვერასგან?

ნემსიწვერა ქუჩაში

პირველ რიგში, ნემსიწვერა ძლიერ ალერგენად ითვლება. თუ კონკრეტული ადამიანის ორგანიზმი მტვერზე ცუდად რეაგირებს, ნემსიწვერასთან მეზობლობა მისთვის სასარგებლო არაა. ალერგიული რეაქცია შეიძლება იყოს ხველა, სურდო, ცრემლდენა, კვინკეს შეშუპებაც. ეს უკანასკნელი სიცოცხლეს სერიოზულ საფრთხეს უქმნის.

ნემსიწვერას მძაფრი სუნიც ყველას არ მოსწონს. მისი ფოთლების თითებით დასრესვა საკმარისია, რომ სუნი უკეთ შეიგრძნოთ. სიტყვაზე, ფოთლების სუნი უფრო აუტანელია, ვიდრე თავად ყვავილების სუნი.

თუ სახლში ცნობისმოყვარე ცხოველი ცხოვრობს, ნემსიწვერა მისთვის მუდმივი საფრთხის წყარო გახდება. კატისთვის ნემსიწვერა შხამიანია (განსაკუთრებით ფოთლები!). ამ რთულ მცენარესთან მცირე კონტაქტი საკმარისია, რომ ფუმფულა ცხოველს საჭმლის მონელების პრობლემა დაეწყოს (ეს მსუბუქ შემთხვევაში).

ნემსიწვერა ძაღლისთვისაც სახიფათოა, მაგრამ უფრო დიდი ზიანი მოაქვს პატარა ცხოველებისთვის, როგორიცაა ზაზუნა ან კურდღელი. ასეთი ცხოველის მეპატრონემ ნემსიწვერა ხელმისაწვდომ ადგილას არ უნდა შეინახოს.

ნემსიწვერა ფუტკრებს იზიდავს. ოღონდ ლამაზი ყვავილებიდან, რომლებიც ადამიანებს მოსწონთ, მწერი ნექტარს და მტვერს ვერ იღებს. ასეთი უსარგებლო შრომა ფუტკრებისთვის სახიფათოა და მათი პოპულაციის შემცირება შეიძლება გამოიწვიოს.

მათ, ვისაც ცრურწმენების სჯერა, ნემსიწვერას ცეცხლივით გაურბის. ითვლება, რომ ნემსიწვერა სახლიდან მამაკაცს აგდებს. ამ ყვავილს მარადიული მარტოობის სიმბოლოს ტყუილად არ უწოდებენ.

ქალის ბედნიერება და ნემსიწვერა ერთ ჭერქვეშ შეუთავსებელია. ამბობენ, რომ ძლიერ ყვავილს ყურადღების და სიყვარულის გაყოფა არ უყვარს. ამ მიზეზით მამაკაცს აძევებს ან სახლში არ უშვებს. აი, ასეა საქმე.

ნემსიწვერას სარგებელი

და მაინც, ნემსიწვერას დადებითი მხარეც აქვს. ამ მცენარის მძაფრი სუნი აფრთხობს ბუზს, კოღოს, ჩრჩილს და სხვა მომაბეზრებელ მწერს. ჰაერს წმენდს და უფრო სუფთას ხდის.

ნემსიწვერას სუნს შეუძლია ნერვული სისტემის დამშვიდება და განწყობის გაუმჯობესება იმ ადამიანებში, რომელთათვის მძაფრი სუნი მისაღებია. მცენარის წვენი სხვადასხვა დაავადების საპროფილაქტიკოდ და სამკურნალოდ ხშირად გამოიყენება.

სწორედ ამიტომ, არაფერია ცუდი, თუ ცოტა ნემსიწვერას სახლის გარეთ გაზრდით. ამ შემთხვევაშიც გირჩევთ, რომ ნემსიწვერა სხვა ყვავილთან ერთად გაზარდოთ. ექსპერტები მიესალმებიან ნემსიწვერას ლავანდთან, გვირილასთან, ხახვისთავასთან და შროშანთან კომბინაციებს.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს