მიზეზი, რატომ გამოიყურება გათხოვილი ქალი უფრო უარესად, ვიდრე გასათხოვარი თანატოლი

418

რენა სამზარეულოში მაგიდასთან იჯდა, ხელები მუხლებზე დაშვებული ჰქონდა. ნიჟარა გასარეცხი ჭურჭლით იყო სავსე. ოთახების და სადარბაზოს მოწმენდაც კარგია – გაიფიქრა თავისთვის. ყოველდღე ოთახების წმენდა უწევს. ქალიშვილი და ქმარი ერთ საღამოში ყველაფრის გაჭუჭყიანებას ახერხებს. „სამზარეულოს იატაკიც მოსაწმენდია“. სუფთა იყო, მაგრამ რენას ამის განსაკუთრებულად გაკეთება უყვარდა. შვაბრას სველ ჩვარს ჩამოაცვამდა და ასე წმენდა, რომ ნამცეცებიც აეღო.

ახლახანს დაბრუნდა სახლში. სკოლის მეგობარს შეხვდა. ანამ მოულოდნელად დაურეკა და შეხვედრა შესთავაზა. მეგობარი მშობლიურ ქალაქში ახლახანს დაბრუნდა. მოეწყო, სამსახური იპოვა და საუკეთესო მეგობრის ნახვა გადაწყვიტა, რომელიც 10 წელი არ ენახა. როცა ანა საზღვარგარეთ ბედის საძიებლად წავიდა, რენა უკვე გათხოვებას აპირებდა. სურდა, ანა მისი მეჯვარე ყოფილიყო, მაგრამ მეგობარი ახალი ცხოვრებისკენ მიიჩქაროდა, ამიტომ ქორწილზეც ერთი წუთით მისვლაც ვერ შეძლო. მოგვიანებით, ერთმანეთს ტელეფონით უკავშირდებოდნენ. თავიდან დიდხანს ჭორაობდნენ, თანდათან საუბრის დრომ იკლო.

რა არის გასაკვირი? რენას ოჯახი ჰყავს, საქმე. ანაც გათხოვდა. თან ორივე მუშაობდა. მხოლოდ რამდენიმე კითხვის დასმას ახერხებდნენ: „როგორ ხარ?“, „როგორაა ქმარი?“, „ბავშვები?“. ამ კითხვებსაც დეტალურად ვერ პასუხობდნენ, გულწრფელად, პასუხის მოსმენასაც ვერ ახერხებდნენ. 6 თვის წინ ანა დაიკარგა. კავშირზე არ გამოდიოდა. ახლა მოულოდნელად დაბრუნდა. საუბრით გული იჯერეს, მაგრამ მეგობართან შეხვედრის შემდეგ რენა სიხარულს და კმაყოფილებას ვერ გრძნობდა. ანას ნახვა გაუხარდა, მაგრამ მხოლოდ.

ახალგაზრდა ქალი ნელა ადგა, შემოსასვლელში სარკეს მიუახლოვდა. შემოსასვლელი ერთადერთი ადგილი იყო ბინაში, სადაც სრული სიმაღლის სარკე ჰქონდათ. ამ სარკეში ყურება რენას უყვარდა. ყოველთვის ასე იქცეოდა, როცა სამსახურში, მაღაზიაში ან მესამე კლასელი ქალიშვილის მშობელთა კრებაზე მიდიოდა.

– დიახ, მაღაზია, სამსახური, მშობელთა კრება. სულ ესაა, სადაც დავდივარ, – სინანულით აღნიშნა  ქალმა. – და კინო? თეატრი? ან გასეირნება და ახალი კაბის ყიდვა? არა. ახალი კაბაც არაა. სახე სარკეს მიუახლოვა, ყურადღებით დააკვირდა. დღეს სულ სხვა თვალით შეხედა, არა ისე, როგორსაც უყურებდა, როცა საქმეზე წასასვლელად ემზადებოდა. დღეს  თავის თავს გვერდიდან უყურებდა. ის, რაც დაინახა, არ მოეწონა. თავი მარჯვნივ, მარცხნივ მიატრიალა, სახე სარკესთან მიიტანა, შემდეგ მოშორდა. ასე რამდენჯერმე.

– ნაოჭები გამიჩნდა. კანი ჩამოწელილია. ვის ვგავარ? არადა მხოლოდ 34 წლის ვარ. თმა კონად შეკრული აქვს, არა იმიტომ, რომ ლამაზია, არამედ იმიტომ, რომ მოსახერხებელია. ხალათი აცვია, რადგან პრაქტიკულია და გაჭუჭყიანება არ აშინებს. ახალი კოსტიუმი ენანება. ოჰ, რა საშინელი ხალათია. ადრე არასდროს შეუნიშნავს. რატომ? და თავად უპასუხა.

ანამ აიძულა, რომ საკუთარი თავი სხვა თვალით დაენახა. მეგობარი მოდური ვარცხნილობით და კაშკაშა მაკიაჟით ანათებდა. – როგორი მანიკური აქვს! – რენამ ოცნებებში თვალები დახუჭა და შემდეგ საკუთარ ხელებს დახედა. – და მე? ასე ხომ ვერ გარეცხავ, ვერ გახეხავ, ვერ მოამზადებ. სამაგიეროდ, ჩემები მოვლილები და კმაყოფილები არიან, – ცდილობდა გამხნევებას, მაგრამ არაფერი გამოვიდა. მეგობრის იმიჯს ვერ იშორებდა.

– უბრალოდ წარმოიდგინე! 2 თვეა, რაც ქმარს დაშორდა და ასე ანათებს. უფრო ლამაზია, ვიდრე დაოჯახებული იყო, შესადარებელიც ჰქონდა. ანამ „წარსულიდან“ ფოტოც აჩვენა. ერთ დროს ორივე სკოლის პირველი ლამაზმანები იყვნენ. რენა მოგონებებში ჩაიძირა. გამოსაშვებ საღამოზე ბიჭებმა მასთან ცეკვის უფლებისთვის იჩხუბეს კიდეც. სად გაქრა ყველაფერი? რატომ? ამოისუნთქა, სარკეში ჩაიხედა და სამზარეულოში დასალაგებლად და ვახშმის მოსამზადებლად გავიდა. მალე ქმარი დაბრუნდება, ბავშვის გამოყვანაც უნდა მოასწროს. საჭმელს ამზადებდა, როცა შემოსასვლელ კართან ხმაური გაიგონა.

– ვინ უნდა იყოს? დიტო დაბრუნდა ადრე? მიაყურადა. – დიახ, ქმარია. – უცნაურია. ჩვეულებრივ, მაშინვე ხელის დასაბანად სააბაზანოში შედის, ახლა არ ჩქარობს. გავიდე, გავხედო? – გაიფიქრა რენამ.

შემოსასვლელში გავიდა, მაგრამ იქ დიტო არ იყო. საძინებელში იპოვა. კარადაში იქექებოდა. არა უბრალო იქექებოდა. ყველაფერს ყრიდა და ჩანთებში ალაგებდა.

– მივლინებაში მიდიხარ? – ჰკითხრა რენამ და თავად გაუკვირდა, როგორ არეულად ყრიდა ქმარი ნივთებს. ეს უფრო არასასწრაფო ევაკუაციას ჰგავდა.

– არა, დიახ. მივლინებაში არა. მივდივარ. უფრო ზუსტად, შენგან. სხვა ვნახე და შემიყვარდა.

– დიტო, – რენა საწოლის კიდეს უძლურად ჩამოეყრდნო, – ეს როგორ? აი, ასე უცებ?

–არა უცებ. დიდხანს ვფიქრობდი. აღარ მიყვარხარ. უბრალოდ მეცოდებოდი. ვიცი, როგორ გაგიჭირდება. მაგრამ შეხედე, რას დაემსგავსე! ვცდილობდი, შენთან ერთად ცხოვრებას, მოვალეობის გრძნობის გამო, დანაშაულის გამო, თანაგრძნობის გამო. აღარ შემიძლია. მინდა ბედნიერი ვიყო. ამის უფლება მაქვს! როდის ვიყავით ბოლოს კინოში? რესტორანში? შვებულებაში? სულ საქმე გაქვს. რომც გეხმარებოდე მაინც. გეხმარებოდი! ყოველთვის გეხმარებოდი! ქალიშვილის მოვლაშიც: პამპერსს ვუცვლიდი, ვაბანავებდი, ვაჭმევდი, ახლა გაკვეთილების მომზადებაში ვეხმარები. საყიდლებზე დამყავდი, რომ არ გაგჭირვებოდა, რომ გაგხსენებოდა, რომ ქალი ხარ! მაგრამ არა! პოულობდი ახალ ქვაბს, ახალ მტვერს ხალიჩაზე, ყველაფერს, რომ დრო ჩვართან და ქვაბებთან გაგეტარებინა და არა ჩემთან, ქალიშვილთან ან სალონში ან კოსმეტოლოგთან! ახლა ერთით ნაკლები მენაგვე გეყოლება! გიხაროდეს!

– ჩემთან სიბრალულის გამო იყავი? თანაგრძნობის გამო? არა, არ გინდა, – მშვიდად უპასუხა რენამ, მხოლოდ ტუჩები გაუთეთრდა, თუმცა დიტოს არც შეუნიშნავს.

ბოლო ჩანთა შეკრა, ცოლს ერთი გადახედა და მაშინვე გავარდა. როცა კარი გაჯახუნდა, რენა იატაკზე ჩაიკეცა და ატირდა. რამდენ ხანს გრძელდებოდა ეს? არ იცის. გამოფხიზლდა, როცა ყელზე პატარა ხელები შემოეხვია და ნაცნობი ხმით ჰკითხა:

– დედა, დედიკო, რა გჭირს? ავად ხარ? დაეცი?

რენამ სიტყვის თქმაც ვერ მოასწრო, გაუკვირდა კიდეც, საიდან გაჩნდა აქ ქალიშვილი, რადგან სკოლაში მის წამოსაყვანად არ მისულა, რომ გაბრაზებული, მაგრამ მბრძანებლური ხმა გაიგონა:

– რატომ არ იღებ ტელეფონს? მასწავლებელი გირეკავდა. გინდოდა, ბავშვს ღამე სკოლაში გაეთენებინა. კარგია, რომ ჩემი ტელეფონი ჰქონდა!

– დედა?! – გაკვირვებულმა ასწია თავი რენამ საძინებელში შემოსულ ქალზე, რომელიც ძვირადღირებულ პარფიუმში გახვეულიყო.

– სხვა ვინ? – უპასუხა ირინამ, – აქ რას აკეთებ? უკვე შეშფოთებულმა ჰკითხა დედამ.

– დიტო წავიდა.

– სად წავიდა?

– საერთოდ წავიდა. მითხრა, რომ აღარ ვუყვარვარ, რომ ბედნიერება სურს.

– სურს? სწორია! აქვს უფლება. შენ რატომ იღვლები ცრემლებად? არ გინდა ბედნიერება?

– დედა, რას ამბობს. ყველაფერს ვაკეთებდი, რომ დიტოს და ნინას თავი კარგად ეგრძნოთ. ნახე, სახლი ბრწყინავს. სადილი და ვახშამი გემრიელია.

– ეს შენ გადაწყვიტე, რომ ეს ყველაფერი დიტოს და ნინას სჭირდება. სჯობდა გეკითხა, რა სურდათ. გემრიელი წვნიანი თუ ჰამბურგერი, მაგრამ პარკში სეირნობის შემდეგ? ეჰ, რენა.

დედა ხალიჩაზე ქალიშვილის გვერდით ჩამოჯდა.

– ერთხელ მე და მამაშენი კინაღამ დავშორდით.

– ეს როგორ?

– აი, ასე. მამაშენი ნაოსნობდა. 1–2 თვით მიდიოდა. მისი დაბრუნება ჩემთვის დღესასწაული იყო. წვნიანს ვამზადებდი, კარტოფილს ვაცხობდი, ხორცს ვწვავდი. სანაპიროზე მის შესახვედრად გავრბოდი. თავიდან უხაროდა, რამდენიმე წლის შემდეგ შეწყვიტა. წესის გამო მეხუტებოდა და სახლში მიიჩქაროდა, თითქმის ჩემი დამალვა სურდა. ვფიქრობდი, რომ მოვენატრე, მაგრამ არა. სახლში მოწყენილი იყო, არ ლაპარაკობდა. სულ უფრო ცივდებოდა. 3 წლის შემდეგ სახლში მოვიდა, ჩემს მწნილებს შეხედა და მითხრა: „ირა, სჯობს ამათ ნაცვლად სალონში წახვიდე, თმა შეიჭრა, ახალი კაბა ჩაიცვა, მანიკური გაიკეთო, თვალები შეიღებო და ასე დამხვდე. სხვებს ლამაზი ცოლები ჰყავთ, ჩემს კი მუდამ ფეთხუმად აცვია, ფერმკრთალი და დატანჯულია“. მინდოდა, თავში რაღაც ჩამერტყა. თითქოს, ნახე რა გემრიელობა მოგიმზადე და როგორი სისუფთავეა სახლში, მაგრამ ენაზე ვიკბინე. არ სჭირდება ეს. მოვლილი ცოლი სჭირდება. მას შემდეგ ხედავ დედაშენი მაღაზიაში ისე არ გავა, მაკიაჟი და ვარცხნილობა არ გაიკეთოს.

– მამას როგორ შეეძლო?

– და რა? კარგია, რომ მითხრა. მე ხომ მისთვის ვცდილობდი, მაგრამ ვერ ვხვდებოდი, რა სურდა. მას შემდეგ მშვიდად და ჰარმონიულად ვცხოვრობთ. ხალიჩას ერთად ვრეცხავთ, წვნიანს ვამზადებთ, ტორტსაც ვაცხობთ. აი, ასე. მორჩი ტირილს. ჯერ ხელ–პირი დავიბანოთ, შემდეგ მოვიფიქროთ, როგორ დავაბრუნოთ დიტო. მიდი, ნინა, მოიტანე დედის კაბა, რომელიც ყველაზე მეტად მოგწონს, – ბრძანა ირინამ.

– დაბრუნდება? – იკითხა ეჭვით რენამ.

– შენზეა დამოკიდებული. თუ არ დაბრუნდება, სხვას იპოვი. მთავარია, რომ ოჯახური ბედნიერების ზუსტი საიდუმლო იცი, მწარე პირადი გამოცდილებით! ნახე, თავი როგორ მიუშვი! არაფერია. ერთ კვირაში გამოანათებ. ბედნიერება მხოლოდ ქვაბებით და წვნიანებით არ იქმნება.

რატომ გამოიყურებიან გათხოვილი ქალები გასათხოვარ თანატოლებზე უარესად?

ვიღაც იტყვის: ბევრი საოჯახო საქმე და მოვალეობები. დიახ, მოვალეობები მატულობს, მაგრამ არა მხოლოდ ცოლს, არამედ ქმარსაც. ასეა? მაშინ რატომ იღებს ხელს ქალი?

– ქმარი არის და არავის გულის მოგება საჭირო არაა,– ეს პირველი არგუმენტია. ქალი დუნდება და საკუთარ თავზე აღარ ზრუნავს. – მთავარია, სახლი სუფთა იყოს, ოჯახის წევრები დანაყრებულნი, გაკვეთილი ნასწავლი, – ეს მეორე არგუმენტია. ქალი საქმით იტვირთება, თუმცა არც არავინ აძალებს. უბრალოდ, ერთ დროს, დედა და ბებია ამბობდნენ, რომ მისი რომანტიული ცხოვრება დასრულდა და რთული ყოველდღიურობა დაიწყო. – ახლა მთელ ცხოვრება ეკუთვნის ქმარს და შვილებს, – ეს მესამე არგუმენტია. ესეც ქალს არ მოუფიქრებია. ვიღაც მზრუნველმა დეიდამ, ბებიამ და დედამ თავს მოახვიეს. და ქალს რცხვენია, რაღაც თავისთვის გააკეთოს. შეღებვა, მანიკური, ლამაზი კაბა და ჩექმა ოჯახის ბიუჯეტის მოპარვად აღიქმება.

მახსოვს, როცა შვილი გამიჩნდა, დედა მოითხოვდა, ფრჩხილები დამეჭრა. თითქოს, ბავშვს ვკაწრავ და ახლოს არ უნდა გავეკარო. ეგოისტი ვარ, რომელიც მხოლოდ საკუთარ თავზე ფიქრობს. საძაგელი დედა. ეს ყველაფერი არაა, რაც მოვისმინე. ფრჩხილები არ მოვიჭერი. პირველ რიგში, ეს ლამაზია. მეორეც, ისეთი გრძელი არაა. მესამეც, ასე კომფორტულად ვარ, მის გარეშე ვერაფერს ვაკეთებ, პამპერსაც ვერ ვკრავ. ვისაც შეუკრავს, გამიგებს. მეოთხეც, ბავშვის გაჩენა არ ნიშნავს, რომ საკუთარი თავი უნდა დავივიწყო, საკუთარი გარეგნობა, ინტერესები და სურვილები.

კიდევ რა? არიან ცუდი ქმრები, რომლებიც ცოლებს არ ეხმარებიან. ითხოვენ. მაგრამ ეს ქალის არჩევანია: შეცვალოს ქმარი ან არსებულს მოელაპარაკოს.

აი, როცა ქალი განქორწინებას გადაწყვეტს. შემდეგ ბევრი სურვილი ისევ შეიძლება დაბრუნდეს. არავინ დაგმობს, კუთხეში არ მიამწდევს, უსარგებლო მოთხოვნებს, სულელურ სტერეოტიპებს თავს არ მოახვევს და ქალი იფურჩქნება. არა იმიტომ, რომ ახალ ქმარს ეძებს. ხშირად არ ეძებს. ვინაიდან, როცა ოჯახის გალიას თავს აღწევს, ზღაპრული შეგრძნება ეუფლება.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს