გახლეჩილი ვარ საყვარელ მეუღლესა და ჩემს შვილს შორის, რომელიც პირველი ქორწინებიდან მყავს

1283

18 წლის ვიყავი, ვაჟი რომ გამიჩნდა. ქმარს რამდენიმე სკანდალის შემდეგ 1 წელში დავშორდი. 3 წლამდე შვილს მარტო ვზრდიდი. შემდეგ ნამდვილი სიყვარული ვიპოვე. ჩემს მომავალ ქმარს პირველი ქორწინებიდან ქალიშვილი უკვე ჰყავდა. ბავშვებთან ერთად ვსეირნობდით, ვსაუბრობდით, ვესიყვარულებოდით. ყველაფერი კარგად იყო. მოგვიანებით დედაქალაქში ერთად გადავედით. კარგი სამსახური დავიწყე, ბინას ვქირაობთ. შვილი დედასთან გარეუბანში დავტოვე, მაგრამ ყოველ შაბათ–კვირას ვნახულობ. 4 წლის შემდეგ დავქორწინდით. უკვე 6 წელია ერთად ვცხოვრობთ.

პერიოდულად საღამოობით ვტირი, რომ ცუდი დედა ვარ. ადრე შვილთან თითქმის ყოველდღე მისვლას ვცდილობდი, მაგრამ ასე დილის 6 საათზე გასვლა და საღამოს 10–11 საათზე დაბრუნება მიწევდა. ბავშვს ვერ ვხედავ, მაგრამ თან საშინლად ვიღლები. იმდენი შესაძლებლობა არ მაქვს, რომ დედა და შვილი ჩემთან ახლოს გადმოვიყვანო.

დედაქალაქში კარიერა ავაწყვე, ნორმალური ხელფასი მაქვს, ყოველ ზაფხულს დედას და ჩემს შვილს ზღვაზე ვასვენებ. ყოველ საღამოს შვილს ვურეკავ, ვაკონტროლებ, რომ გაკვეთილები მოამზადოს, სკოლა არ გააცდინოს. ოღონდ ჯერ ერთად ცხოვრებას ვერ ვახერხებთ.

მამაჩემი 4 წლის წინ გარდაიცვალა. დედა სულ მარტო დარჩა და მთელ სიყვარულს შვილიშვილს უძღვნის. გასაგებია, რომ ბებიამ შვილიშვილი გაანებივრა, თავად ვერაფერს აკეთებს. დედაჩემი მის ნაცვლად ალაგებს, აცმევს. ეს ძალიან მაღიზიანებს. დედასთან ამ თემაზე დალაპარაკებას ვცდილობდი, მაგრამ ბრაზობს. მეუღლე ჩემს შვილს ყოველთვის მკაცრად ეპყრობა. ამ თემაზე რამდენჯერმე ვესაუბრე, მაგრამ ამბობს, რომ მამა ჰყავს და კაცის აღზრდა არ სჭირდება. თვლის, რომ ახლა მკაცრად უნდა აღვზარდოთ და გოგოსავით არ გავანებივროთ. კომპრომისის პოვნას ვცდილობ, თუმცა პრობლემებს ვხედავ: შვილი გოგოსავით იქცევა. პატარა საყვედურზეც ცრემლებად იღვრება.

შაბათ–კვირას ერთად ვატარებთ. ქმარს ქალიშვილი მოჰყავს, მე – ვაჟი. ბოლო 6 თვეა ვაჟს ჩემი ქმარი შესძულდა. ყოველ ჯერზე მეუბნება, რომ იმ იდიოტთან არ წავა და ღრიალებს. უკვე 9 წლისაა. ყოველი დასვენების დღე ტანჯვაა. ყველა მეთოდით მის დარწმუნებას ვცდილობ. ამბობს: „დედა, მოდი დავრჩეთ, არ მინდა იქ წასვლა“. თუმცა ქმრის ქალიშვილთან მეგობრობს, თანატოლები არიან. რა გავაკეთო? დავიტანჯე. ვიცი, რატომ არ უნდა წამოსვლა. ერთხელ თავად მითხრა, რომ სახლში ბებია ემსახურება, ხოლო მამინაცვალი აიძულებს საწოლის გასწორებას, ჭურჭლის გარეცხვას, დედისთვის ჩანთის მიტანას, მანქანის გაწმენდაში დახმარებას, ველოსიპედის ერთად შეკეთებას. შვილს ამ ყველაფრის გაკეთება არ სურს.

ადრე თავად მეკითხებოდა, თუ შეიძლება რომ მამინაცვალს მამა დაუძახოს. სკოლაში ოჯახზე დაწერა, რომ მისი მამა ჩემი ქმარია. ყველაფერი კარგად იყო, ახლა ასე არაა. ჩემი ქმარი სახლს აშენებს, სადაც ყველა ერთად ცხოვრებას ვგეგმავთ, მაგრამ ვშიშობ, ეს შეუძლებელია. ქმარი მეუბნება, რომ აღზრდის ისე, როგორც საკუთარ ვაჟს აღზრდიდა, რომ ბიჭებს გოგოსავით მოფერება არ სჭირდება. ამბობს, რომ თუ ამას ახლა ვერ მიხვდება და არ შეიცვლება, მომავალში გაუჭირდება.

როგორ მოვიქცე? ბევრი მაგალითი მაქვს, როცა ქალმა პირადი ცხოვრება ვერ ააწყო შვილების გამო, რომლებიც მამინაცვალს ვერ შეეგუენ, შემდეგ ყველაფერი მიატოვა და მხოლოდ შვილებისთვის ცხოვრობს. როგორ ფიქრობთ, მადლობა გადაუხადეს შვილებმა? ძირითადად, ყველა ეგოისტია, მათ არ ანაღვლებთ დედა, ოღონდ ფული მიეცი. შვილის ნდობის დაკარგვა არ მინდა, ძალიან მიყვარს და მენატრება. ქმრის დაკარგვაც არ მსურს, რადგან ერთმანეთი ნამდვილად გვიყვარს. მის გარეშე ვერ ვიცხოვრებ. მოკლედ, დავიბენი.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს