4 რამ, რასაც ძაღლი ბევრად ადრე გრძნობს, სანამ ადამიანი შეამჩნევს

1197

ძაღლი ადამიანის მეგობარია. ამ ცხოველს საოცარი შესაძლებლობები აქვს. ეს უნარი სხვადასხვა ჯიშის ძაღლს განსხვავებულად გამოხატული აქვს, რაც მის ბუნებაზეც დამოკიდებულია. ისტორიამ იცის წინასწარმეტყველი ძაღლების შესახებ, რომლებმაც წინასწარ იგრძნეს სტიქიური უბედურებები, მტრების თავდასხმები და პატრონები გადაარჩინეს. გავარკვიოთ, რას ამბობენ და ამტკიცებენ მეცნიერები. Vivien გიამბობთ, რას გრძნობს ძაღლი სინამდვილეში.

რატომ შეიძლება იყოს ძაღლი უფრო მგრძნობიარე – ძაღლის ალღო უნიკალურია. ბევრ ცხოველს აქვს წინასწარმეტყველების უნარი, მაგრამ ძაღლი ადამიანზე „დაბეჭდილია“, ამიტომ პატრონის გადარჩენა ნამდვილად შეუძლია. ადამიანის ფიზიკურ და ვერბალურ სიგნალებს მეტ ყურადღებას აქცევს. ასე კარგის და ცუდის, ბოროტის და კეთილის გარჩევას ახერხებს. ვერბალური და ფიზიკური სიგნალების გარდა, ძაღლი გრძნობს ადამიანს ემოციებს და შინაგან არსს. მეცნიერულად დადასტურებულია, რომ ძაღლს შეუძლია დაიჭიროს სიგნალი გარემოდან (ბუნება, ადამიანის გარემო), რომელიც ადამიანისთვის მიუწვდომელია.

რას გრძნობს ძაღლი: მეცნიერულად დამტკიცებული უნარები – გიზიარებთ მთავარ მომენტებს, რომელზეც ძაღლის ალღო განსაკუთრებით მოქმედებს. ეს მეცნიერებმა, მკვლევარებმა და ვეტერინარებმა დაამტკიცეს.

ამინდის ცვლილება – ნებისმიერი ცხოველი მოახლოებულ კატაკლიზმებს გრძნობს. ეს არა მხოლოდ სტიქიურ უბედურებას, არამედ ამინდის ბანალურ ცვლილებას ეხება. ადრე მეცნიერები თვლიდნენ, რომ ბუნებრივი „ბარომეტრი“ კატაა. ძაღლი უარესი არაა, პირიქით, ატმოსფერული წნევის ცვლილება შეუძლია იგრძნოს. მთელ სხეულზე ბეწვიანი საფარის წყალობით ჰაერის ტენიანობის ცვლილებასაც გრძნობს და ჰაერში ოზონის რაოდენობას იჭერს. ეს სწორედ ის ცვლილებებია, რომელიც ამინდის მიხედვით იცვლება. ასეთ დღეებში ძაღლის ალღო მძაფრდება, უცხო ხმებზე, ადამიანებზე და სხვა ცხოველებზე მშფოთვარედ რეაგირებს, ზედმეტად ძილიანი ან აგრესიული შეიძლება გახდეს.

დაავადებები, მათ შორის ონკოლოგიური – ძაღლს დაავადების „ყნოსვა“ შეუძლია. მათ შორის სერიოზული, ქრონიკული და ონკოლოგიური დაავადებებიც არის. მეცნიერებმა დაამტკიცეს, რომ ძაღლი ადამიანის სისხლში გარკვეული ნივთიერების არსებობას გრძნობს. ძაღლის ალღო ძლიერია, ეს ნივთიერება ოფლის მცირე სუნზეც შეიძლება გამოვლინდეს. ძაღლი ამას გრძნობს. მეცნიერებმა ჩაატარეს ექსპერიმენტი, რომელშიც ძაღლს ძუძუს კიბოს აღმოჩენა ასწავლეს. ძაღლები ამ ამოცანას 88%–ით გაუმკლავდნენ. დღეს მკვლევარები მუშაობენ ძაღლების გაწვრთნაზე, რომ მათ საკვერცხეების, ფილტვების და სხვა შინაგანი ორგანოების სიმსივნების აღმოჩენა შეძლონ.

ნეგატიური ხალხი და თქვენი მტერი – ეს პირადი გამოცდილებით შემიძლია დაგიდასტუროთ. ერთ დროს ჩვენს სახლში სტუმრად მოდიოდა სხვადასხვა ხალხი, კოლეგები, პარტნიორები, ქმრის თანამშრომლები. ჩვენი ლაბრადორი ბევრ ადამიანს ახლოს არ უშვებდა. არა მხოლოდ მასთან, არამედ ჩვენთან. აგრესიული ძაღლი არაა, მაგრამ ჩვენსა და სტუმრებს შორის გაუვალი კედელი ხდებოდა. უფრო აგრესიული ჯიშის ძაღლებში ეს ყეფით და ზოგჯერ თავდასხმით ვლინდება.ადამიანები, რომელთაგან ძაღლი გვიცავდა, ნამდვილად ცუდი საქმიანი პარტნიორები და ზოგადად ადამიანები აღმოჩდნენ.

მეტოქის შიში – ძაღლი მეტოქედ არა მხოლოდ თავის ნათესავებს, ძაღლებს, არამედ ადამიანებსაც შეიძლება აღიქვამდეს. მისი სამყარო ხომ ყველას ცხოველებად გვთვლის. ძაღლი მეტოქის (ან მსხვერპლის) შიშს ადვილად გრძნობს. თუ ეს ძაღლს ეხება, ამას ფიზიკური ქცევით და სუნით ხვდება. მაშინაც კი, თუ ადამიანი გარეგნულად ემოციებს არ ამჟღავნებს და არ მოძრაობს, რას გრძნობს ძაღლი? ის გრძნობს სისხლში ადრენალინის გამოყოფას, ასევე ემოციურ რყევებს. საინტერესოა, რომ თუ სხვისი ძაღლის გეშინიათ, მაგრამ გვერდით თქვენი ცხოველია, ის ყეფას იწყებს, რადგან თქვენს შიშს გრძნობს და დაცვას ცდილობს.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს