რჩევები, რით გამოკვებოთ შავი მოცხარი გაზაფხულზე, რომ ზაფხულში მოსავალი გაორმაგდეს

502

ხშირად გამოცდილი მებოსტნეებიც ჩივიან, რომ მოცხარი არ იზრდება, კენკრა ცოტაა, ხოლო ფოთლებზე მავნებლების კვალია. ეჭვი არავის ეპარება, რომ მსგავსი უსიამოვნების მიზეზი კვების დეფიციტი ან არასწორი კვებაა. როცა შავი მოცხარის ზრდასრული ბუჩქი საჭირო ელემენტებს ვერ იღებს, დაავადებებს ვერ ებრძვის, ნორმალურად ვერ ვითარდება, ჯანსაღ კვირტებს და წანაზარდებს ვერ იძლევა. მან მიწიდან სასარგებლო ნივთიერებები უკვე პირველ წელს აიღო. Vivien გიამბობთ, როგორ გამოკვებოთ შავი მოცხარი გაზაფხულზე და როგორ გააკეთოთ სწორად.

შავი მოცხარის გამოკვება მარტში – გაზაფხულზე შავ მოცხარზე სათანადოდ იზრუნეთ, რომ ზაფხულში კარგი მოსავალი აიღოთ. გიამბობთ, რა გჭირდებათ ამისთვის.

  1. პირველ რიგში, მცენარის ქვეშ მიწა მულჩით დაფარეთ. გამოიყენეთ შემდეგი მასალა: კომპოსტი, ტორფი და ქვიშა. 10-12 სმ ფენა დაყარეთ.
  2. ჩვეულებრივ, შავი მოცხარი 5-დან 17-20 მაისამდე ყვავილობს. ამ პერიოდში ბუჩქს შუაში აყვავებული ანწლის ტოტი ჩაარჭეთ. ასე მავნე ჩრჩილს დააფრთხობთ.
  3. ამინდის პროგნოზი აკონტროლეთ. თუ აცივება მოსალოდნელია, მოცხარის თითოეული ბუჩქი საღამოს უხვად მორწყეთ. შემდეგ დააფარეთ ლუტრასილი, ფირი ან სატომრე ქსოვილი.
  4. ნაყოფი უკეთ რომ გაინასკვოს, დროდადრო კალიუმის პერმანგანატის (0,01%) ან ბორის მჟავას (0,03%) ხსნარით დანამეთ. მნიშვნელოვანია, ეს აქტიური ყვავილობის პერიოდში გააკეთოთ.
  5. უხვი ყვავილობის შემდეგ მცენარე ბაბუაწვერის ნაყენით დაამუშავეთ. ამის გაკეთება მაქსიმალურად მარტივია: 600 გ მწვანე მასა ფესვებიანად დააქუცმაცეთ, წყალი დაასხით და 12 საათით დააყენეთ. ასეთი მარტივი დანამვით ბუჩქებს ყველა სახის ტკიპის, ბუგრისა და მოცხარის ხერხიასგან დაიცავთ.

პოპულარული შეცდომები შავი მოცხარის გამოკვებისას

  1. მოცხარის გამოსაკვებად გაუზავებელი ნაკელი ან სკინტლი არ გამოიყენოთ. ნატურალური ნივთიერების მაღალი კონცენტრაცია მცენარის ცოცხალ უჯრედებს და ფესვების სისტემას აზიანებს. როცა ასეთი კონცენტრატი მოცხარის ღეროზე ან ფოთლებზე ხვდება, სერიოზული დამწვრობა ჩნდება.
  2. მაღაზიაში ნაყიდი მზა დანამატი მოუმზადებელ მიწას არ დაუმატოთ. თუ წინასწარ მიწას უხვად არ მორწყავთ, სასარგებლო ნივთიერებები ბუჩქის გვერდით უსარგებლოდ იდება და მცენარეს სარგებელს ვერ მოუტანს.
  3. მზა ხსნარი პირდაპირ ბუჩქის ქვეშ არ დაასხათ. ასე ფესვებს დააზიანებთ. ბუჩქის გარშემო ერთმანეთთან ახლო–ახლოს რამდენიმე ორმო 8-12 სმ სიღრმეზე ამოთხარეთ და ჩაასხით.
  4. მოცხარი ცხელ შუადღეს არ მორწყათ. მცენარეზე ნეგატიურად მოქმედებს. მზის პირდაპირი სხივები მთელ ტენს წვავს. ეს დილით ადრე ან მზის ჩასვლის შემდეგ გააკეთეთ.

სხვადასხვა თემატურ საიტზე გვირჩევენ, რომ მოცხარი სამზარეულოს ნარჩენებით გაანოყიეროთ. ასეთი „კვება“ დაივიწყეთ, რადგან მასში მკვებავი ნივთიერებები ცოტაა და მცენარისთვის მიუწვდომელ ფორმაშია. ნარჩენები საოცარ ეფექტს ვერ მოგცემთ. ამის ნაცვლად დამპალი პროდუქტი მავნებლების და ყველა სახის დაავადების გავრცელების ადგილი გახდება.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს