გასწავლით, როგორ იზრუნოთ და გამოკვებოთ ბეგონია სწორად

524

ახალ ბინაში კომფორტის შექმნა ძალიან მინდოდა. მეგობრებმა იციან, როგორ მიყვარს ბევრი მცენარე ინტერიერში და რამდენიმე ყვავილი მაჩუქეს. ერთ–ერთი დიდებული ბეგონია აღმოჩნდა. ადრე მსგავს მცენარეებს გავურბოდი, რადგან მისი მოვლა დიდ ძალისხმევას მოითხოვს. ახლა სერიოზული ამოცანის წინაშე დავდექი, ამ მშვენიერი მცენარის გაზრდის მეთოდები უნდა შემესწავლა.

ბეგონია სხვადასხვა ელფერის შეიძლება იყოს. სახლში ერთი ყვავილის ქონა საკმარისია, რომ შემდეგ მისი სხვადასხვა სახეობის გავრცელება საინტერესო ჰობად იქცეს. ყვავილმა თავი კომფორტულად რომ იგრძნოს, განსაკუთრებულად უნდა მიუდგეთ. Vivien გიამბობთ, როგორ იზრუნოთ ბეგონიაზე სწორად.

ბეგონიაზე ზრუნვა: რთული თუ მარტივი საქმე? – მცენარემ თავი კარგად რომ იგრძნოს, სამი ძირითადი წესი დაიცავით.

  • ფრთხილად მორწყეთ.
  • ზრდის შესაბამისად მოუარეთ.
  • სტაბილური გარემო შეუქმენით.

პირველი პუნქტი განვიხილოთ. „ოქროს შუალედი“ დაიცავით. ზედმეტი მორწყვით დალპება, ხოლო წყლის დეფიციტისას სწრაფად გახმება. როცა მიწა 2/3 სიღრმემდე გახმება, მოსარწყავად საუკეთესო დროა. ყვავილი ხშირად, მაგრამ ცოტა წყლით მორწყეთ. ზამთარში მორწყვა 2–ჯერ შეამცირეთ. სადგამზე დაგროვებული წყალი მაშინვე გადაასხით. ბეგონია ხანგრძლივ დასველებას ვერ აიტანს. დანამვის გარეშე მორწყეთ. გამდნარი თოვლის ან წვიმის წყალი გამოიყენეთ. მთავარია, მაქსიმალურად რბილი იყოს.

მეორე პუნქტი, მცენარის მოვლა ზრდის შესაბამისად. ბეგონიას პერიოდულად გადაჭრა და სწორი ფორმირება სჭირდება. ერთ–ერთ სპეციალიზებულ წყაროში განმარტებულია, რომ ბუჩქის ზომიერი ზრდა და დიდებული ფორმა აქტიური ვეგეტაციის პერიოდში ყლორტების სწორად გადაჭრაზე დამოკიდებულია. გამხმარი ან დაზიანებული ფოთლები მოაშორეთ. თუ ფოთლები ცვივა, ახალი ყლორტები აღარ ფორმირდება, ეს განახლების მოთხოვნაზე მიგანიშნებთ. ძლიერი ახალგაზრდა ყლორტები დააცალკევეთ ან კალმები ხელახლა გააფესვიანეთ.

მესამე პუნქტი, სტაბილური გარემოთი უზრუნველყოფა. ამისთვის რეგულარულად გამოკვებეთ. აქტიური ვეგეტაციის პერიოდში, ანუ გაზაფხულსა და ზაფხულში შეგიძლიათ გამოკვებოთ. სასუქი ყოველ 14 დღეში ერთხელ შეგიძლიათ დაუმატოთ. თან თხევადი სასუქი უნდა გამოიყენოთ. სასუქი თავად შეგიძლიათ გააკეთოთ. დაგჭირდებათ ხელმისაწვდომი კომპონენტები.

  • საფუარი – ძვირიან მინერალურ სასუქს ეფექტით არ ჩამოუვარდება. საფუარი შეიცავს ჰორმონებს, ციტოკინეზს და აუქსინს, რომელიც ბეგონიას აქტიურ ზრდას და სრულფასოვან განვითარებას ხელს უწყობს. მათი წყალობით ორგანული ნივთიერებების მინერალიზაცია და ფოსფორისა და აზოტის გამოყოფა ჩქარდება. 1 გ მშრალი საფუარი და 1 ჩ/კ შაქარი აურიეთ, 1 ლ თბილ წყალში გახსენით. 3 საათით გააჩერეთ. ნარევი 1:5 თანაფარდობით წყალში გააზავეთ. საფუარის ხსნარით წელიწადში 5–ჯერ შეგიძლიათ გამოკვებოთ.
  • ჩაის ფოთლები და ციტრუსის ქერქი – გამოყენებული ჩაის ფოთლები გააშრეთ. მცენარის გადარგვისას მიწას 1:3 თანაფარდობით აურიეთ. გადარგვის შემდეგ მცენარეს აქტიური მორწყვა სჭირდება. ციტრუსის ქერქი წინასწარ გაახმეთ, შემდეგ მდუღარე წყალი დაასხით. ლიტრიანი ქილა მშრალი ქერქით 80%–მდე გაავსეთ, შემდეგ მდუღარე წყალი დაასხით. ნარევი გააცივეთ და 5 საათით გააჩერეთ. ამის შემდეგ 1:5 თანაფარდობით წყალში გააზავეთ. ბეგონია თვეში ერთხელ ამ ნარევით მორწყეთ.

სწორი მოვლის პირობებში ბეგონია დიდხანს გაგახარებთ. გაწეული ძალისხმევა დადებითი შედეგით ანაზღაურდება.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს