მამაოს რჩევები, რომელ დღესასწაულზე როგორი თავსაფარი დაიხუროთ

264

მორწმუნე ადამიანი ეკლესიაში მოკრძალებულად იცვამს. ქალები თავსაფარს იხურავენ. თავსაფრის დახურვა მხოლოდ ზრდასრულ ქალებს ევალებათ, მაგრამ ჩვენთან ბავშვებშიც მისი ტარება მიღებულია. მოდის მიმდევრებს ეკლესიაში შესვლამდე თავსაფრის დახურვა უწევთ. Vivien გიზიარებთ თავსაფრის ტარების წესებს და გიამბობთ, რომელ დღესასწაულზე როგორი თავსაფარი დაიხუროთ.

თავსაფრის დახურვის წესები – ცდებით, თუ ფიქრობთ, რომ თავზე ნებისმიერი ქსოვილის დახურვა საკმარისია. გჭირდებათ სრულფასოვანი თავსაფარი, რომელიც თავს მთლიანად დაფარავს. მის ფერსაც მნიშვნელობა აქვს. რელიგიური დღესასწაულის შესაფერისი უნდა იყოს.

თავსაფრის ფერი და რელიგიური დღესასწაული

  1. მარხვის პერიოდში უნდა დაიხუროთ შავი თავსაფარი, როგორც მწუხარების და სინანულის სიმბოლო. სხვა მუქი ფერის თავსაფარიც მისაღებია. ფერადი და კაშკაშა ფერის თავსაფარი შავ ანაფორიანი მამაოების და შავ ტანსაცმელში გამოწყობილი მრევლის ფონზე უადგილოა.
  2. ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატების დღესასწაულებზე ცისფერი თავსაფარი დაიხურეთ. ამ დღესასწაულებზე სასულიერო პირებიც ცისფერ ანაფორას იცვამენ.
  3. სამების დღესასწაულზე შესაფერისია მწვანე თავსაფარი, როგორც მარადიული სიცოცხლის სიმბოლო. სასულიერო პირებსაც მწვანე ანაფორა აცვიათ. ეკლესიები და სახლები ცაცხვის და კოთხუჯის ყვავილებითა და ფოთლებით ირთვება.
  4. აღდგომა ბრწყინვალე დღესასწაულია. ამ დღეს მამაოები თეთრ ანაფორებს იცვამენ, თქვენ თეთრი, ღია ფერის თავსაფარი შეგიძლიათ დაიხუროთ. ამაღლებამდე წითელი ან ჟოლოსფერი თავსაფარიც შეგიძლიათ დაიხუროთ.
  5. სხვა დღეებში ყვითელი თავსაფარი შეგიძლიათ დაიხუროთ. მამაოებსაც მსახურებისას ყვითელი ანაფორა აცვიათ.

წესია, რომ თავსაფრით თავი მთლიანად დაფაროთ და მისი ბოლოები ნიკაპთან ან მკერდთან შეკრათ. აქ მკაცრი წესები არაა და მეტი ფანტაზია შეგიძლიათ ჩართოთ.

იდეები თავსაფრის შესაკრავად

  1. თავსაფარი დაიხურეთ, ორი ბოლო უკან შეკარით. ბოლოები თოკივით დაგრიხეთ და შუბლთან გვირგვინივით გაიკეთეთ, ბოლოს უკან გაკვანძეთ.
  2. თავსაფარი დაიხურეთ, უკან შეკარით. ბოლოები შუბლს ზემოთ გადაატარეთ და უკან გადაიტანეთ, გაკვანძეთ. თუ თავსაფარი პატარაა და ბოლოები პატარა რჩება, კვანძი თხემზე გააკეთეთ. ასე ორი ლამაზი კუდი დარჩება.
  3. თავსაფარი დაიხურეთ, უკან შეკარით. დიდი ბოლო შიგნით ჩაახვიეთ, ორი პატარა ბოლოთი ლამაზი ბაფთა გააკეთეთ.
  4. თავსაფარი დაიხურეთ, შუბლზე ოდნავ გადმოწიეთ. უკან შეკარით. ქსოვილი შუბლთან ლამაზ ნაკეცებად შეაგროვეთ.
  5. დიდი თავსაფარი დაიხურეთ, ბოლოები წინ უნდა იყოს. ერთი ბოლო გაშვებული დატოვეთ, მეორე ბოლო ყელზე წრიულად შემოიხვიეთ და თავისუფალი ბოლო მასში დამალეთ.

რისი დაფარვა არ ღირს თავზე ეკლესიაში? – უცნაური წარწერის, მისტიური სიმბოლოს და მოდური პრინტის მქონე თავსაფრის დახურვა ეკლესიაში რეკომენდებული არაა. ჭრელი, ფერადი ყვავილებიანი ან პატარა ნახატებიანი თავსაფრების დახურვასაც მოერიდეთ. აბრეშუმის ტვილი, სხვადასხვა შარფი და ბენდენა ეკლესიაში გასაკეთებლად შეუფერებელია. მოდური შლიაპა და ქუდიც არ გამოგადგებათ. გირჩევთ, გარდერობში ერთი თეთრი და ერთი შავი თავსაფარი მაინც გქონდეთ. ხოლო შეკვრის მეთოდს დიდი მნიშვნელობა არ აქვს.