ბავშვის რთული ქცევა დროებითი არაა, არამედ პრობლემა, რომელიც მასვე აზიანებს

193

რთული ქცევა არის ქცევა, რომელიც ხელს უშლის ბავშვის სწავლას და ურთიერთობას სხვებთან და თან მიმდებარე სივრცეს და ნივთებს ზიანს აყენებს ან თავად ბავშვისთვის, თანატოლისთვის, უფროსებისთვის, სხვა ცოცხალი არსებისთვის რისკს ქმნის. ითვლება, რომ ბავშვის განვითარებაში რთული ქცევის გამოვლენა გარდაუვალი ეტაპია, გარდამავალი ასაკი და პერიოდი, როცა არაფერი უნდა მოიმოქმედოთ, უბრალოდ დროებითი სირთულის გადასვლას უნდა დაელოდოთ. მაგრამ რთული ქცევა განვითარების მაჩვენებელი არაა, არამედ პრობლემა, რომელიც პირველ რიგში ბავშვს აზიანებს.

„იდეალური“ მშობლების შვილს ცხოვრებასთან ადაპტირება უჭირს. ასეთი მშობელი შეცდომებს თავს არიდებს და ბავშვს მათგან იცავს. სამყაროს კვლევის, ახლის გამოცდის საშუალებას არ აძლევს, ზედმეტად აკონტროლებს. საკმარისად კარგი მშობლები იდეალურები არ არიან და შეცდომებს უშვებენ. მაგრამ ასეთი მშობლების შვილები სწავლობენ რეალურ სამყაროში ცხოვრებას, რომელიც იდეალური არაა.

ესაა მშობელი, რომელიც შვილის ცხოვრებაში მონაწილეობს – ბავშვისთვის მშობლების გვერდით ყოფნა მნიშვნელოვანია. იგულისხმება არა მხოლოდ ფიზიკური არსებობა, არამედ ემოციური კავშირი, როცა მშობელი ყურადღებით უსმენს, მონაწილეობას ავლენს, შვილის ცხოვრებაში მიმდინარე მოვლენებით, მისი გრძნობებით და განცდებით ინტერესდება. როცა ბავშვი იზრდება, ეს მნიშვნელოვან როლს ასრულებს მშობლებისგან მისი დაშორების პროცესში.

ესაა მშობელი, რომელიც ბავშვის ემოციებს უმკლავდება – მშობელმა ბავშვის აგრესიის და უხეშობის მიღება უნდა ისწავლოს და პასუხად არ აფეთქდეს. ბავშვი თავს უსაფრთხოდ გრძნობს უფროსთან, რომელიც მასზე მშვიდად რეაგირებს. პროგნოზირება სანდო ურთიერთობის ჩამოყალიბებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს. ბავშვებს საკუთარ პრობლემებზე ან შიშებზე საუბარი უადვილდებათ, როცა იციან, რომ მშობელი არ იყვირებს, არ დასჯის ან უგულებელყოფს.

ესაა მშობელი, რომელიც შეცდომებს უშვებს – მშობელი შეიძლება წაბორძიკდეს, მკვეთრად უპასუხოს, მნიშვნელოვანი მოვლენა დაავიწყდეს. ბავშვთან ურთიერთობაში კონფლიქტი ხშირად ხდება და ეს ნორმალურია. თუ მშობელი შეცდომას აღიარებს და კამათის შემდეგ ურთიერთობები აღდგება, მაშინ ბავშვი, სტრესის მიუხედავად, დადებით გამოცდილებას მიიღებს: ყველაფერი თავის ადგილს დაუბრუნდა, სამყარო ჩემ მიმართ კეთილი შეიძლება იყოს. მნიშვნელოვანია არა ის, რომ მშობელმა შეცდომა დაუშვა, არამედ ის, როგორ მოაგვარა სიტუაცია.

ესაა მშობელი, რომელიც საკუთარ თავზე ზრუნავს – დასვენების ნაკლებობამ შეიძლება გამოიწვიოს ემოციური დაშორება, გამოფიტვა და მშობლობისგან სიამოვნების დაკარგვა. ბავშვის ცხოვრებაში თქვენს როლს რომ გაუმკლავდეთ, პირად მდგომარეობას ყურადღება უნდა მიაქციოთ. მოვალეობები დაყავით, პრობლემები და ახლობლებთან გრძნობები განიხილეთ, დრო დაუთმეთ საქმეს, რომელიც მოდუნებასა და ძალების აღდგენაში გეხმარებათ.