სანტექნიკოსის პასუხი, შეიძლება თუ არა წვნიანის უნიტაზში ჩასხმა

692

ჩვეულებრივ, ვიცი, რამდენი საჭმელი მოვამზადო, რომ შემდეგ გადასხმა არ მომიწიოს. ხდება ისეც, რომ ინგრედიენტების რაოდენობას ზუსტად ვერ საზღრავ ან ვახშმად მეგობარმა დაგპატიჟა. სწორედ ამიტომ, საჭმელი ხელუხლებელი რჩება, ხოლო მისი ჭამა არავის სურს. ამ შემთხვევაში წვნიანს უნიტაზში ვასხამ, აქვე ხვდება გარნირი და წასახემსებელი. ყოველთვის ვფიქრობდი, რომ საკანალიზაციო მილი ყველაფერს აიტანს. რატომღაც მილების მუდმივ გაჭედვას მასში პროდუქტების ჩაყრასთან ვერ ვაკავშირებდი. სანტექნიკოსს სულ უფრო ხშირად ვიძახებდი. ბოლოს მკითხა: „ყრით საჭმელს?“ დაუფიქრებლად სიმართლე ვუთხარი. მაშინ მითხრა, რა არ უნდა ჩავყარო უნიტაზში.

შეიძლება თუ არა წვნიანის უნიტაზში ჩასხმა: სანტექნიკოსის პასუხი – ერთი შეხედვით, სითხეა, რომელსაც საკანალიზაციო მილი უპრობლემოდ წაიღებს. სინამდვილეში, საჭმლის ნარჩენები ჩამდინარე წყალში ლპობას იწყებს და კანალიზაციის მუშაობას არღვევს. განსაკუთრებით მაშინ, თუ წვნიანში იყო ხორცის, კომბოსტოს ან სხვა ინგრედიენტის დიდი ნაჭრები. დიდი რისკი არსებობს, რომ წყალი ნარჩენებთან ერთად ზემოთ ამოვიდეს. უმჯობესია, სითხე ფრთხილად გადაასხათ, ხოლო დარჩენილი ინგრედიენტები ნაგვის ურნაში გადააგდოთ.

რომელი პროდუქტების ჩაყრა არ შეიძლება უნიტაზში

  • ყავის ნალექი. ეს პროდუქტი მილებს აზიანებს. მილები სწრაფად იბლოკება და ცვდება. ყავის ნალექი თუჯის მილებისთვის განსაკუთრებით სახიფათოა. საერთოდ, ყავის ნალექი არ გადაყაროთ. მისი გამოყენების ბევრი მეთოდი არსებობს.
  • გამხსნელი. ამ საშუალებით დააზიანებთ არა მხოლოდ მილებს, არამედ მინანქარს, რომლითაც სანტექნიკა დაფარულია.
  • ზეთი. ზეთი უნიტაზში არასდროს ჩაასხათ. ცხიმი მილის კედლებზე რჩება, გროვდება და გაჭედვის მიზეზი ხდება.
  • მდუღარე წყალი. დაელოდეთ, სანამ წყალი გაგრილდება და მხოლოდ ამის შემდეგ ჩაასხით. მინანქარი შეიძლება დაზიანდეს, თუ ჯერ მდუღარე წყალს ჩაასხამთ, შემდეგ ცივ წყალს.

ნებისმიერი დაწესებულების ტუალეტის კაბინებში ტყუილად არ გვხვდება წერილი, არაფერი ჩააგდოთ უნიტაზში. მილები ძალიან სწრაფად იჭედება და შედეგებთან გამკლავება ყოველთვის მარტივი არაა. უმჯობესია, რომ უნიტაზის გვერდით პატარა ნაგვის ურნა დადოთ და იქ ყველაფრის გადაყრა ჩვევად გქონდეთ.