ნიორს წლებია მაღაზიაში არ ვყიდულობ. ფანჯრის რაფაზე მხიარულად ვზრდი

280

ნიორი უნივერსალური პროდუქტია, რომლის გამოყენებას ყველგან მივეჩვიეთ. ის გამოიყენება კულინარიაში, ვირუსის და სხვა დაავადებების პრევენციისთვის, კოსმეტოლოგიასა და მებაღეობაში. ყიდვა აუცილებელი არაა, რადგან ნიორი ფანჯრის რაფაზე შეგიძლიათ გაზარდოთ. რა თქმა უნდა, ზოგს მისი სუნი ან გემო არ მოსწონს, ამიტომ მასთან კონტაქტს გაურბის, ზოგი კი ნიორს საუზმეზე, სადილზე და ვახშამზე მიირთმევს. ეს ძალიან ინდივიდუალურია. თუმცა არ არსებობს ადამიანი, რომელიც სხვადასხვა სფეროში მისი გამოყენების მრავალმხრივობას არ აფასებს. თუ ნივრის მოყვარული ხართ, ეს სტატია აუცილებლად დაგაინტერესებთ. Vivien გიზიარებთ იდეალურ მეთოდს, როგორ გაზარდოთ ნიორი სახლის პირობებში.

ნიორი ფანჯრის რაფაზე – გიამბობთ, როგორ გაზარდოთ ნიორი ბინის ფანჯრის რაფაზე. ნივრის გაზრდით დიდ თანხას დაზოგავთ და ნაყიდზე უფრო ეკოლოგიურს მიიღებთ. თან ნივრის მარაგი ყოველთვის გექნებათ. მებაღეობის ინოვაციური მეთოდისთვის დაგჭირდებათ რამდენიმე თავი ნიორი, წყალი და ღრმა თასი. რაოდენობა ინდივიდუალურია და დამოკიდებულია იმაზე, რამდენი მოსავლის მიღება გსურთ. გახსოვდეთ, რომ 1 კბილი დარგული ნიორი 1 თავ ახალ მოსავალს უდრის.

შემდეგი ეტაპი ნივრის მომზადებაა. პირველ რიგში, კბილები დააცალკევეთ. ფურცლები მოაშორეთ. მხოლოდ თხელი დამცავი ფენა უნდა დარჩეს, რომელიც მცენარეს ლპობისგან დაიცავს. ბასრი დანით გადაჭერით კბილის თავი იქ, სადაც უკვე ნახევარი სანტიმეტრია. ნივრის კბილები მომზადებულ წყლიან ჭურჭელში მოათავსეთ. კბილები მჭიდროდ ჩააწყვეთ, რომ დაცემისგან დაიცვათ. წყალი ნაჭრის კიდემდე უნდა აღწევდეს, მაგრამ არ ფარავდეს.

სასურველია, რომ ნივრიანი ჭურჭელი ბნელ ადგილას მოათავსოთ. როცა დაინახავთ, რომ კბილებიდან ახალი ღეროები გამოვიდა, ფანჯრის რაფაზე გადაიტანეთ. ახალ ყლორტებს მზის სინათლე და სითბო სჭირდებათ. ნივრის კბილის ქვედა ნაწილში დაინახავთ პატარა ფესვებს, რომელიც თანდათან გაიზრდება და გაძლიერდება. წყლის დამატება არ დაგავიწყდეთ. როცა ფესვები დიდი და ძლიერი გახდება, ისე, რომ ჭურჭელში ვეღარ დაეტევა, გადარგეთ.

ნივრის გადარგვა – ხუთლიტრიანი ბოთლი აიღეთ და სადღაც შუაზე გადაჭერით. ქვემოთ პატარა ნახვრეტი გაუკეთეთ, რომ წყალი არ დაგუბდეს. რაც უფრო მეტი ნერგი გაქვთ, მით მეტი ასეთი ქოთანი გჭირდებათ. გადაჭრილი ბოთლი მიწით გაავსეთ. თითოეულ ქოთანში 3-4 ჩაღრმავება გააკეთეთ, თითო თითო ნერგისთვის. სიღრმე 10 სმ–მდე უნდა იყოს. თითოეული ნივრის კბილი წყლიდან ფრთხილად ამოიღეთ, ზედმეტი სითხე მოაშორეთ, ფესვი ოდნავ გადაჭერით. ასე მიწაში უკეთ გაძლიერდება. კბილები მზა ორმოებში ჩააწყვეთ, ღეროთი ზემოთ. მიწა ფრთხილად მოაყარეთ. წყლით მორწყეთ და მოსავალს დაელოდეთ. მზა ნერგები ბაღში ღია გრუნტშიც შეგიძლიათ გადარგოთ. ეკონომიური ნივრის ბაღი მზადაა. საყვარელი მცენარის გაზრდის უმარტივესი მეთოდია, რომელსაც ისიც გაუმკლავდება, ვისაც არაფერი დაურგავს.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს