უკვე თებერვალში გაზაფხულის დადგომას მოუთმენლად ველით. საახალწლო და საშობაო დღესასწაულები უკან დარჩა, თხილამურებით სრიალი მოგვბეზრდა, ხოლო თოვლი და ყინვა მოგვწყინდა. გაზაფხული არა მხოლოდ მზიან დღეებს და სითბოს გვაძლევს, არამედ საშუალებას რომ ბევრი ვისეირნოთ, მივირთვათ საადრეო კიტრი და ახალი მწვანილი, ბუნების გაღვიძებას დავაკვირდეთ.
კიტრი პრეტენზიული კულტურა არაა, მაგრამ ზრუნვას და სწორ მიდგომას მოითხოვს. გამოცდილმა ფერმერებმა იციან, რომ ეს კულტურა აპრილის ბოლოს ან მაისის დასაწყისში უნდა დაირგოს. ამ შემთხვევაში, კიტრის მოსავალს შუა ზაფხულში აიღებთ. რას იზამთ, თუ გეტყვით, რომ კიტრის მოსავალი უკვე მაისში შეგიძლიათ აიღოთ?
რა სასუქი სჭირდება საადრეო კიტრს გასაზრდელად
- საადრეო კიტრს აუცილებლად სჭირდება სასუქი, რომელიც კალიუმს, აზოტს და ფოსფორს შეიცავს. ამისთვის ხის ნაცარი, შარდოვანა და ძვლის ფქვილი აურიეთ. ბოსტნეულს ასეთი კომბინაცია აუცილებლად მოეწონება.
- ბალახების ნაყენი მოამზადეთ. გამოგადგებათ სარეველა, რომელიც ნაკვეთზე ყველას აქვს. მხოლოდ ჭინჭარი ბევრ სასარგებლო მიკროელემენტს შეიცავს. მოსამზადებლად მინანქრის ან პლასტმასის ჭურჭელი გამოიყენეთ. ლითონის ჭურჭელი დაიჟანგება. ბალახების ნაყენი კიტრის ვეგეტატიური და ფესვების სისტემის განვითარებას, ყვავილობას და ნაყოფის ფორმირებას ხელს შეუწყობს.
- კიტრს სწორი ზრდისთვის გამოკვება სჭირდება. გამოგადგებათ სუპერფოსფატის (40 გ), ქერიფქლის (10 ლ) და კალიუმის სულფატის (10 გ) ხსნარი. ერთ ბუჩქზე დაახლოებით 200 გ სასუქი საკმარისია. სურვილისამებრ, ბორიც შეგიძლიათ დაუმატოთ.
როგორ დავრგოთ საადრეო კიტრი: მნიშვნელოვანია იცოდეთ
- პირველ რიგში, უხარისხო თესლი მოაშორეთ. ამის გაკეთება მარტივია: თესლი მარილიან წყალში ჩაყარეთ. უხარისხო თესლი ამოტივტივდება.
- საჭირო ტემპერატურას დაელოდეთ. კიტრი ღია გრუნტში +16 გრადუსზე შეგიძლიათ დარგოთ.
- ადგილი სწორად შეარჩიეთ. კიტრს უქარო და მზიანი ადგილი უყვარს.
- ადვილად გადარჩება იქ, სადაც ადრე სტაფილო, კომბოსტო, პომიდორი, ხახვი და კარტოფილი იზრდებოდა.
- ერთმანეთთან ძალიან ახლოს არ დარგოთ. ასე ყლორტები სითხის და მკვებავი ნივთიერებების გამო მეზობლებთან ბრძოლას დაიწყებენ.
სასიამოვნოა წლის პირველი ვიტამინებით მდიდარი სალათის მომზადება კიტრისგან, რომელიც საკუთარ ბოსტანში გაზარდეთ. მას დაუმატეთ ახალი მწვანილი, ხახვი და სხვა ბოსტნეული. მხოლოდ არომატი რად ღირს.