3 ხრიკი, როგორ გააქროთ კატის სუნი ბინაში

284

10 წლის ვიყავი, როცა მშობლებმა კატა მაჩუქეს. გაიზარდა და ჩვენი ოჯახის წევრი გახდა. სულ 16 წელი იცოცხლა. ამ წლებში ვისწავლე შინაურ ცხოველზე სწორად ზრუნვა და ბინაში კატის სუნის გაქრობა. ჩემი ფიფქია ძალიან დამჯერი და სუფთა იყო. თავის ტუალეტში სიარული მაშინვე ისწავლა. თუმცა ზოგჯერ მოფარებულ ადგილებში თავის კვალს მაინც ტოვებდა. ამ შემთხვევაში ლაქების და სპეციფიკური სუნის მოსაშორებლად სამ წაუგებელ მეთოდს ვიყენებდი. ხრიკებს სიამოვნებით გიზიარებთ.

კატის სუნის გაქრობა ბინაში: 3 გამოცდილი მეთოდი

  • სპირტი. ხელნაკეთი საშუალებების გამოყენება უფრო მომგებიანი და ეფექტურია, ვიდრე სპეციალური სპრეები. კატის სუნის გაქრობაში ჩვეულებრივი სპირტი დაგეხმარებათ. ეთილის სპირტი აფთიაქში გაცილებით ძვირია, ამიტომ ბიუჯეტური არყით შეგიძლიათ ჩაანაცვლოთ. პულვერიზატორში ჩაასხით და დაზიანებულ ადგილებს და ზედაპირებს შეასხურეთ. ეფექტური მეთოდია, თუ ლაქა ახალია. ძლიერი სუნის გასაქრობად პროცედურის რამდენჯერმე გამეორება მოგიწევთ.
  • ლიმონმჟავა. ძველი ლაქების მოსაშორებლად ლიმონმჟავის კონცენტრირებული ხსნარი გამოიყენეთ. გახსოვდეთ: ვიყენებთ მჟავას, რომელმაც ხალიჩის ან ავეჯის ფერი შეიძლება დააზიანოს. ეს ნაკლებად სავარაუდოა, მაგრამ საფრთხე მაინც არსებობს. ფრთხილად იმოქმედეთ. 300 მლ თბილი წყალი (40 გრადუსი) და 3 ს/კ ლიმონმჟავა აურიეთ. ამ ხსნარით დაზიანებული ზედაპირები დაამუშავეთ. გაშრობა აცადეთ. თუ სუნი მაინც დარჩა, პროცედურა გაიმეორეთ. ლიმონის ნაცვლად ძმარმჟავა შეგიძლიათ გამოიყენოთ. იგივე პროპორციები დაიცავით: 100 მლ თბილ წყალს 1 ს/კ 9%–იანი ძმარი დაუმატეთ.
  • სოდა. თუ კატის სუნი ძალიან ძლიერია და პირველი ორი მეთოდი ნაკლებად ეფექტური გამოდგა, წაუგებელი ვარიანტები სცადეთ. იდეალურია ხალიჩის, ფეხსაცმლის საწმენდად. სოდა პირდაპირ ჩექმაში ჩაყარეთ. იმდენი სოდა გამოიყენეთ, რომ ზედაპირი მთლიანად დაიფაროს. მთელი ღამე გააჩერეთ. მეორე დღეს სოდის ნარჩენები დაფერთხეთ. თუ საჭიროა, პროცედურა გაიმეორეთ.

ასე მარტივად უსიამოვნო სუნი შეგიძლიათ მოიშოროთ. თუ კატის ტუალეტს რეგულარულად შეცვლით, ბინაში სპეციფიკურ არომატს დაივიწყებთ.