ქმრის მშობლებს გაახსენდათ, რომ მე მათი რძალი ვარ, როცა დახმარება დასჭირდათ

963

ოჯახური ურთიერთობები მარტივი არასდროსაა. ზოგჯერ რძალ–დედამთილს საერთო ენის გამონახვა უჭირთ. გარკვეული ფაქტორები მათ ურთიერთობაზე გავლენას ახდენს. Vivien გიზიარებთ ქალის ისტორიას, რომელსაც არ სურს იზრუნოს ქმრის მშობლებზე, რომლებიც მთელი ეს წლები გულცივად ეპყრობოდნენ.

„ოჯახი შევქმენი განქორწინებულ მამაკაცთან, რომელმაც ყოფილ ცოლთან ერთად 15 წელი იცხოვრა. იმის მიუხედავად, რომ ჩვენს შეხვედრამდე რამდენიმე წლით ადრე უკვე გაშორებულიყო, მისმა მშობლებმა მტრად მიმიღეს. დედამთილი გესლიანად მელაპარაკება, მამამთილიც მხარს უბამს. ქმარს ყოფილ ცოლთან დაბრუნებას არწმუნებდნენ, როცა შვილი გაგვიჩნდა. მე და ჩვენს შვილს ყურადღებას არ გვაქცევენ.

დედამთილმა პირდაპირ მითხრა, რომ ნორმალური ქალი ვარ, მაგრამ პირველი რძალი უყვარს და შვილის განქორწინებას ვერ ეგუება. სტანდარტული მარაზმია. მასთან ურთიერთობა დღესასწაულების მილოცვით შემოიფარგლება, თუმცა თავად დაბადების დღეს არ მილოცავენ. რამდენჯერმე ზურგს უკან ჩემი შეურაცხყოფის მცდელობა იყო. მანიშნებდნენ, რომ ანგარებით გავთხოვდი. თუმცა ქმარი არც ისე მდიდარია, მეც უმზითვოდ არ მოვსულვარ.

მოგვიანებით სიტუაცია მეტნაკლებად ჩაწყნარდა, ხანდახან მილოცავდნენ და პატარა საჩუქრებსაც მაძლევდნენ. ერთი დეტალი, დედამთილ–მამამთილი პირველ რძალს უზრუნველყოფდნენ როგორც განქორწინებამდე, ასევე მის შემდეგ. ძვირადღირებული მანქანა აჩუქეს, კარგი დასვენება გადაუხადეს, ფულს აძლევენ. ამის შესახებ დედამთილმა თავად მითხრა.

სანამ საღ გონებაზე იყვნენ, ჩვენს ქალაქში ჩამოსვლისას, დასარჩენად მასთან გარბოდნენ. ბინა, სადაც ის ქალი ცხოვრობს, დედამთილ–მამამთილმა იყიდეს. ქმარი განქორწინებისას იმ ბინიდან წამოვიდა და არ გაუყვიათ. ვინაიდან, მე დიდად არ მოვწონდი, წელიწადში 3–4–ჯერ ვხვდებოდით. ზუსტად ერთი საათით ჩერდებოდნენ, თუმცა ვპატიჟებდი და იმედი მქონდა, რომ შვილიშვილთან გაჩერდებოდნენ, თუმცა სურვილი არ ჰქონდათ.

10 წელი გავიდა. ქმრის მშობლები არ ახალგაზრდავდებიან. ახლა დედამთილს ექიმების მუდმივი ყურადღება სჭირდება. ვის სთხოვს ქმარი დახმარებას? რა თქმა უნდა, მე. თან დედამთილი დარეკვას არ თაკილობს და ტკბილი ხმით მთხოვს ხან ექიმის პოვნას, ხან წამლის მიტანას ან საავადმყოფოში გაყოლას. როცა ყველაფერი დაიწყო, ვითმენდი, რადგან ქმარი ჩემს მშობლებს კარგად ექცევა და რაღაც ვალდებულებას ვგრძნობდი. ახლა უკვე მაღიზიანებს. ხან დილის 7 საათზე ტაქსით სხვა ქალაქში უნდა წავიდე, ხან ექიმების დარეკვაში დრო დავკარგო. ასეთი ლოგიკა მაქვს. ვინაიდან პირველ რძალს მანქანა აჩუქეს, ამ მანქანით საავადმყოფოში ატაროს, ვალი გადაუხადოს. რატომ არაფერს სთხოვენ, მე კი მაქსიმალურად მტვირთავენ.

ალბათ, ასე ფიქრობენ: ის საყვარელია, თუნდაც ყოფილი რძალი, უნდა შეიწყალონ, ხოლო მე, როგორც სახარჯი მასალა, თავისი საჭიროებისთვის გამოიყენონ. მინდა ჩემი კისრიდან მოვიშორო. დაე, საყვარელმა რძალმა მათზე იზრუნოს. ჩემთვის მანქანა არავის უჩუქებია და ფული არავის მოუცია.

ჩვენს მდგომარეობას ეროვნება ამძიმებს. ჩემთან ქმრის მშობლებზე ზრუნვა წესია. ასე გავიზარდე. დედაჩემი მამაჩემის მშობლებზე ზრუნავდა, მაგრამ ჩვენთან განქორწინებაც მიღებული არაა. ჩვეულებრივ, რძალი ზრუნავს მამამთილ–დედამთილზე, რომელთანაც ნახევარი ცხოვრება გაატარა. გამოდის, რომ რძალი მუშაობს იმისთვის, რაც ქმრის მშობლებმა მასში ჩადეს. მიღებულია, რომ ქმრის მშობლები რძალს ოქროს ჩუქნიან, პატარძალი ქმრის ბინაში შედის და დედამთილის გარდაცვალების შემდეგ მისი დიასახლისი ხდება. მათთან არ მიცხოვრია, ჩვენი ოჯახის დანგრევასაც ცდილობდნენ. როგორც მინიმუმ, თვლიდნენ, რომ ოჯახი არ გვქონდა, არამედ ფიქცია. ოქრო არ უჩუქებიათ. ქმარს სთხოვდნენ, რომ ჩემთან ქორწინებაში ბინა არ ეყიდა, რომ შემდეგ არ ხელში არ ჩამეგდო და სიბერეში არ გამეგდო. მათ მიმართ ვალდებულებას ვერ ვგრძნობ.

საინტერესოა, რომ დედამთილს ქალიშვილი ჰყავს. ეს ხელს არ უშლით, რომ დახმარებისთვის მე მომმართონ. არგუმენტად მოჰყავთ, რომ მათ ქალიშვილს ორი შვილი (13 და 11 წლის) ჰყავს და ვერ ასწრებს,თუმცა ჩემგან განსხვავებით არ მუშაობს. მეორეც, მე, როგორც ექიმს, უფრო მეტი შემიძლია. ქმარი თვლის, რომ უნდა მიხაროდეს, რომ დახმარებისთვის მომმართეს. მისი აზრით, რძლად მაღიარეს და უნდა მიხაროდეს და ფეხებში ჩავუვარდე. მათ თავიანთი როლი არ შეუსრულებიათ, მე რატომ უნდა მოვიქცე ტრადიციების მიხედვით? მათი აღიარება ჩემთვის არაფერს ნიშნავს. ახლა გაახსენდათ, რომ მათი რძალი ვარ, როცა 10 წელი ჩემს მიმართ ცივი დამოკიდებულება ჰქონდათ?“