გსურთ სახლში განსაკუთრებული ატმოსფერო შექმნათ და ამ მიზნით ძვირიანი ჰაერის გამაჯანსაღებელი ტექნიკა შეიძინოთ? არ იჩქაროთ. არსებობს ოთახის მცენარეები, რომელთაც შეუძლიათ სახლი სასიამოვნო არომატით გაავსონ. მავნე არომატიზატორის შესანიშნავი შემცვლელია. ოთახის მცენარეები თავისი სიმწვანით სახლს მყუდროს ხდის. ზოგიერთი ყვავილი სასიამოვნო არომატსაც აფრქვევს. პროფესიონალი აგრონომები გირჩევთ ქვემოთ მოცემული მცენარეებიდან ერთ–ერთი შეიძინოთ.
3 სასიამოვნო არომატის მქონე მცენარე
- ეუქარისი – ცნობილია, როგორც დეკემბრის ნარგიზი ან ამაზონის შროშანი. დეკემბერში ყვავილობს. თუ სწორად მოუვლით, 20 წელი იყვავილებს, თან სასიამოვნო არომატსაც არ მოგაკლებთ. მარტივი გასაზრდელია. დამწყებთათვის შესაფერისია. ფართო ოთახში კარგად დატენიანებულ ჰაერზე თავს კომფორტულად გრძნობს. სამხრეთ ან ჩრდილოეთ მხარეს ფანჯრის რაფაზე ადგილი მიუჩინეთ. ზაფხულში ჩრდილში გადაიტანეთ. 22 გრადუსი იდეალური ტემპერატურაა. ამ ტროპიკულ მცენარეს ტენიანობა უყვარს. ბატარეას და გათბობის სხვა სისტემას მოაშორეთ. წყლით ხშირად დანამეთ. მისი ქოთნის სადგამზე სველი კენჭები დადეთ.
- ჟასმინი – სასიამოვნო არომატის გამო პოპულარულია. დახურულ შენობაში ან ზამთრის ბაღში თავს კარგად გრძნობს. ამპელური ტიპის ყვავილის ქვედა ნაწილი თანდათან უფრო მაგრდება, ხოლო ზედა ნაწილზე თხელი ყლორტები ზრდას აგრძელებს. ზოგჯერ დამატებითი საყრდენი სჭირდება. გაფანტული სინათლე უყვარს. ინტენსიური ზრდის პერიოდში 18-24 გრადუსი ტემპერატურა სჭირდება. თბილ სეზონზე ზომიერად მორწყეთ, ზამთარში – ოდნავ, ისე, რომ მიწა დატენიანდეს. მაღალი ტენიანობა უყვარს. ყვავილობის დროს დანამეთ. ქოთნის სადგამზე სველი კერამზიტი დადეთ. თავს უკეთ იგრძნობს.
- ციტრუსი – სხვადასხვა ციტრუსს განსხვავებული არომატი აქვს. ნაადრევი გაზაფხული მისი ყვავილობისთვის შესაფერისი პერიოდია. ფოთლებიც არომატს გააფრქვევს, თუ ოდნავ დასრესთ. ამ ფოთლებით არომატული ჩაი შეგიძლიათ მოადუღოთ. ციტრუსის სახეობებს შორის თქვენთვის შესაფერისი არომატი შეგიძლიათ მოძებნოთ. მაგალითად, ლიმონის სუნი დაგამშვიდებთ, მანდარინი შფოთვას მოგაშორებთ და განწყობას აგიმაღლებთ, ფორთოხლის ან გრეიფრუტის სუნი ენერგიას მოგანიჭებთ. სხვა ციტრუსის მცენარეებიც არსებობს, ესენია კუმკვატი, ნარინჯი, ლიმეტა, კალამონდინი, ციტრონი. ამ მცენარეებს 12-26 გრადუსამდე ტემპერატურა მოსწონთ. ტემპერატურის მკვეთრი რყევები ცუდად მოქმედებს. ცივი ფანჯრის რაფა და ორპირი ქარი დამღუპველია. კარგად განათებული ადგილი შეურჩიეთ, სამხრეთ–დასავლეთი ან სამხრეთ–აღმოსავლეთი მხარე. სარწყავად ოთახის ტემპერატურის ანადუღარი წყალი გამოიყენეთ. მშრალ ოთახში ხშირად მორწყეთ, ცივ სეზონზე – იშვიათად და ცივი წყლით.
სურნელოვანი ოთახის მცენარეები ნატურალურ არომატიზატორად შეგიძლიათ გამოიყენოთ და ბინაში განსაკუთრებული ატმოსფერო და სიმყუდროვე შექმნათ.
ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს