მიცვალებულთა ხსენების დღეები 2023 წელს. წესები, რომლის შესახებ ყველა ქრისტიანმა უნდა იცოდეს

2948

ალბათ, ერთადერთი რამ, რაც გარდაცვლილთათვის შეგვიძლია გავაკეთოთ, მათი გახსენება და ლოცვაა. მიცვალებულთა მოხსენიება მართლმადიდებლებისთვის მნიშვნელოვანი ტრადიციაა და ამ მიზნით საეკლესიო კალენდარში კონკრეტული დღეებიც არსებობს. ყოველწლიურად მიცვალებულთა ხსენების დღეები იცვლება, რაც მთავარ ქრისტიანულ დღესასწაულს, აღდგომას უკავშირდება. ამ დღეებში მიღებულია გარდაცვლილთა სულებისთვის ლოცვა, სიკეთის კეთება და გაჭირვებულების დახმარება. Vivien გიამბობთ, როდის არის მიცვალებულთა ხსენების დღეები 2023 წელს, რა უნდა გააკეთოთ და რა არის აკრძალული.

ხშირად მიცვალებულთა ხსენების დღეებს მშობელთა შაბათსაც უწოდებენ, მაგრამ ამ დღეებში შეგიძლიათ გაიხსენოთ არა მხოლოდ გარდაცვლილი ოჯახის წევრები, არამედ ნათესავები და მეგობრები. ეს სახელი გაჩნდა იმიტომ, რომ მშობლების ცხოვრება, როგორც წესი, ბავშვების სიცოცხლემდე ადრე ასრულდება. ყველა ბავშვის მოვალეობაა წინაპრების სულებისთვის ილოცოს. ამის შემდეგ სხვებისთვისაც შეგიძლიათ ილოცოთ.

აღდგომიდან პირველ კვირას უნდა გავიხსენოთ ყველა ნათესავი, მეგობარი და ნაცნობი. მიღებულია სასაფლაოზე გასვლა, რომ მარადიულ ცხოვრებაში გადასულებისთვის ილოცოთ. ამ დღეს სასაფლაო იკურთხება. მართლმადიდებლურ კალენდარში 6 ხსოვნის დღეა მითითებული. გარდა ამისა, მიცვალებულები შეგიძლიათ გაიხსენოთ მათი დაბადების და გარდაცვალების, ასევე ანგელოზის დღეებში.

როდის და როგორ გავიხსენოთ მიცვალებულები – პირველ რიგში, ამ დღეს ეკლესიაში წასვლა მიღებულია, რომ საკურთხი მიიტანოთ და პანაშვიდი გადაიხადოთ. პანაშვიდი ხშირად პარასკევს საღამოს იწყება, თუმცა მთავარი მოხსენება შაბათს დილით, ლიტურგიაზე სრულდება.

მიცვალებულთა მოსახსენიებელი დღეები 2023 წელს

  • ხორციელის შაბათი – 18 თებერვალი
  • დიდმარხვის II შაბათი – 11 მარტი
  • დიდმარხვის III შაბათი – 18 მარტი
  • დიდმარხვის IV შაბათი – 25 მარტი
  • თომას კვირის სამშაბათი – 25 აპრილი
  • სულის შაბათი – 3 ივნისი

მიცვალებულთა ხსენების დღეებში გარდაცვლილთა სულებისთვის უნდა ილოცოთ. თუ ტაძარში ვერ მიდიხართ, სახლში ილოცეთ. თუ შესაძლებელია, სასაფლაო მოინახულეთ. სასაფლაო სარეველებისგან გაწმინდეთ, ახალი სანთელი დაანთეთ და ყვავილები მიიტანეთ. ხალხში მიღებულია სასაფლაოზე რაიმე ტკბილეულის მიტანა. მაგალითად, ნამცხვრის, კანფეტის ან იმის, რაც მიცვალებულს უყვარდა. ეკლესია ამას არ იწონებს. სასაფლაოზე ალკოჰოლის შეტანა და საფლავზე დალევა აკრძალულია. თუმცა აღდგომის დღეებში საფლავზე პასქის და კვერცხის დატოვება ნებადართულია.

მიცვალებულთა მოსახსენებლად ეკლესიაში შეგიძლიათ შეაგზავნოთ საკურთხი. ესაა ზეთი, ღვინო, წანდილი და ნებისმიერი სხვა პროდუქტი, რომელიც დიდხანს არ გაფუჭდება. ხორცის პროდუქტების მიტანა არ ღირს. აღსანიშნავია, რომ სასაფლაოზე საჭმლის მიტანა და ჭამა, წარმართული ტრადიციაა. ადრე თვლიდნენ, რომ მიცვალებულთან ერთად ტრაპეზობა ცოცხალს აძლიერებდა და მიცვალებულის სულს ამშვიდებდა. ხსენების დღეები მიცვალებულთათვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან მათ უფლის მიმართ დამოუკიდებლად ლოცვა აღარ შეუძლიათ. ცოცხლებს წინაპრები დიდხანს უნდა ახსოვდეთ, რომ მარადიულ ცხოვრებაში მათი სულები სამოთხეში მოხვდნენ.

რა არის აკრძალული მიცვალებულთა ხსენების დღეებში – არსებობს აკრძალვები და წესები, რომლებიც მორწმუნეებმა უნდა დაიცვან. აკრძალულია კამათი, გინება, ჩხუბი, გარდაცვლილის აუგად მოხსენება, დახმარებაზე უარის თქმა, ბოსტანში მუშაობა, იმ საქმის კეთება, რომელიც მიცვალებულს შეურაცხყოფს.

ამ დღეებში მიცვალებულებს სახელით მოიხსენიებენ და მადლობას უხდიან ყველა იმ სიკეთისთვის, რაც სიცოცხლეში გააკეთეს. ზოგიერთი სასულიერო პირი ირწმუნება, რომ ამ დღეებში გარდაცვლილი ნათესავები ჩვენ გვერდით არიან და ყველაფერი ესმით.