მარცვლეული აუცილებლად კარგად უნდა გარეცხოთ, სანამ გარნირის მომზადებას დაიწყებთ. ბევრი დიასახლისი საგულდაგულოდ მხოლოდ ბრინჯს რეცხავს, რომ ზედმეტი სახამებელი მოაშოროს და ფხვიერი ფაფა მიიღოს. კარგად გარეცხვა სჭირდება სხვა მარცვლეულსაც. მაგალითად, ასეთია წიწიბურა, ფეტვი, ბულგური, შვრია, კუსკუსი. ასე საჭმლის მომზადებაზე ცოტა მეტ დროს დახარჯავთ, მაგრამ დარწმუნებული იქნებით, რომ სუფთა პროდუქტს მიირთმევთ. უცნობია, რა გზა გაიარა მარცვლეულმა, სანამ თქვენს სამზარეულოში აღმოჩნდა.
Vivien გირჩევთ, რომ მარცვლეულის ნარეცხი წყალი არ გადაასხათ, არამედ სასარგებლოდ გამოიყენოთ. ასეთ წყალში რჩება ბევრი სასარგებლო ნივთიერება: სილიციუმი, ფოსფორი, მაგნიუმი, რკინა. ამ ნივთიერებებით თქვენს მცენარეებს ნამდვილად გაახარებთ.
მარცვლეულის ნარეცხი წყალი და ოთახის მცენარე – ნარეცხი წყლით მცენარის გამოკვებას გარკვეული წესები აქვს, რომლებიც უნდა დაიცვათ.
- ახალ მიწაში გადარგული მცენარე ასეთი წყლით მხოლოდ 2 თვის შემდეგ მორწყეთ. თავიდან მიწა ყველა ნივთიერებას საკმარისი რაოდენობით შეიცავს და დამატებითი კვება არ სჭირდება.
- მცენარე ჯერ სუფთა წყლით მორწყეთ, შემდეგ მარცვლეულის ნარეცხი წყლით. ასე ყვავილებს კონცენტრირებული სასუქისგან დაიცავთ.
- თუ მცენარე სუსტია ან დაავადებული, სასუქის კონცენტრაცია შეამცირეთ.
- ყვავილები ყველა სეზონზე არ გამოკვებოთ. მცენარეს გამოკვება მხოლოდ გაზაფხული–ზაფხულის პერიოდში სჭირდება.
ისეთი ნატურალური საკვების წყალობით, როგორიცაა მარცვლეულის ნარეცხი წყალი, მცენარეები საჭირო მიკროელემენტებს მიიღებენ. თან ამაში ფულის გადახდა არ მოგიწევთ.