მცენარეს, როგორც ადამიანის ორგანიზმს, ნახშირწყლები სჭირდება, რომ სრულყოფილად ფუნქციონირება შეძლოს. გამოცდილი მებაღეები ირწმუნებიან, რომ შაქრიანი კვება ყვავილებისთვის აუცილებელია. გლუკოზა ზრდას და ყვავილობის გახანგრძლივებას ხელს უწყობს. საკვები სახლის პირობებში მოამზადეთ. ამ მიზნით ჩვეულებრივი შაქარი გამოიყენეთ. საოცარი შედეგი არ დააყოვნებს.
ეფექტურია თუ არა შაქრიანი კვება ყვავილებისთვის – თუ შეამჩნიეთ, რომ ოთახის ყვავილი აქტიურად აღარ იზრდება, ღერო თხელია, ხოლო ფოთოლი ყვითელი, სიტუაციის გამოსწორება სცადეთ. პრობლემის მოსაშორებლად მცენარის სასიცოცხლო ძალები უნდა აღადგინოთ. ამაში ხელნაკეთი სასუქი დაგეხმარებათ. ბიოლოგებმა დაადასტურეს შაქრის სარგებელი, რომელიც ზამთარში სინათლის დეფიციტის პირობებში ყვავილობას ხელს უწყობს. აღსანიშნავია, რომ შაქარი მცენარეს აძლიერებს. შაქრიანი სასუქი შემოდგომასა და ზამთარში ეფექტურია. მიწის ხარისხს აუმჯობესებს, სხვადასხვა დაავადების და მავნებლის მიმართ მცენარის იმუნიტეტს ზრდის. მაღაზიაში ძვირადღირებული სასუქის შეძენა არ მოგიწევთ.
როგორ მოვამზადოთ სასუქი
ინგრედიენტები:
- 1 ჩ/კ შაქარი
- 1 ჩ/კ მშრალი საფუარი
- 1 ლ სუფთა წყალი
მომზადების წესი:
- შაქარი და საფუარი თბილ წყალში გახსენით.
- ნახევარი საათით სითბოში გააჩერეთ.
- მზა ხსნარით მცენარე მორწყეთ. 1 კგ სველ მიწაზე 50-100 მლ სასუქი საკმარისია.
რეკომენდაციები – შაქრის ნაცვლად 10 %–იანი გლუკოზა შეგიძლიათ გამოიყენოთ. 1 ლ წყალზე 1 მლ ნივთიერება საკმარისია. თუ დოზას გადააჭარბებთ, ყვავილის მდგომარეობა გაუარესდება. თუ ხსნარის ინგრედიენტების თანაფარდობას დაიცავთ, მცენარის იმუნიტეტის და ფესვების სისტემის გაძლიერებას შეძლებთ. პროცედურა რეგულარულად გაიმეორეთ, რომ დასუსტებულ ყვავილს დეკორატიული გარეგნობა დაუბრუნოთ. მეორე გამოყენებაზე ბრწყინვალე შედეგს დაინახავთ, რომელსაც ხშირად ძვირადღირებული სასუქიც ვერ იძლევა. ტკბილი წყლით ყველა მცენარე მორწყეთ, რადგან კაქტუსებისა და ფიკუსებისთვისაც სასარგებლოა.