ძველი ია: როგორ აღვადგინოთ ოთახის მცენარე, რომ ისევ აყვავილდეს

811

ია ერთ–ერთი ულამაზესი ყვავილია, რომელიც ნებისმიერ რაფას ან აივანს ამშვენებს. მაგალითად, პირადად, სამზარეულოში ერთი ფანჯრის რაფა იებით სავსე მაქვს: მელნისფერი, ღია ლურჯი, ვარდისფერი, თეთრი. ოთახის ია დროთა განმავლობაში „ბერდება“, მისი ღერო ზემოთ იწვერება, ფოთლები პატარავდება, ყვავილები მცირდება. შეამჩნიეთ? Vivien გიამბობთ, როგორ გაახალგაზრდავოთ ძველი ია და კვლავ აყვავებული და კაშკაშა გახადოთ.

ძველი ია: როგორ მივცეთ მცენარეს მეორე შანსი – ამ ოთახის მცენარეს იას ვუწოდებთ, სინამდვილეში მისი მეცნიერული სახელია სენპოლია. ია ქუჩაში, კლუმბში, ღია ცის ქვეშ იზრდება. ოთახის იაზე სწორად რომ იზრუნოთ, სენპოლიის თავისებურებებს უნდა გაეცნოთ. ლამაზი ახალგაზრდა ყვავილი ფოთლებით უხვად იფარება და მუდმივად ახალ–ახალ ყვავილებს შლის. დროთა განმავლობაში ქვედა ფოთლები ყვითლდება და ცვივა, ღერო შიშვლდება, ვერტიკალურად იზრდება. ყვავილი მცირდება და ნაკლებად მიმზიდველად გამოიყურება. გიზიარებთ ორ მეთოდს ძველი იის გასაახალგაზრდავებლად და ყვავილობითვის.

  • მეთოდი 1 – თუ ღეროს ქვედა ფოთლები მოშორდა და მიწიდან მაქსიმუმ 3-4 სმ–ზე გაშიშვლდა, იის გაახალგაზრდავება მარტივია. საკმარისია, გადარგოთ და ღერო მიწაში ღრმად ჩარგოთ. მცენარე ქოთნიდან ამოიღეთ. ფრთხილად იმოქმედეთ. ფესვებზე მიწის ნაწილი დატოვეთ. ყველა ქვედა ფოთოლი მოაშორეთ, რომელიც ჭკნება და ყვითლდება. მიწის ნაწილი ზოგიერთ ფესვთან ერთად დიდი მაკრატლით ფრთხილად გადაჭერით. არ გადააჭარბოთ, დიდი ნაწილი დატოვეთ. ახალ ქოთანში ახალ მიწაში გადარგეთ. დრენაჟის ფენა არ დაგავიწყდეთ. სენპოლია მორწყეთ, ხოლო 2–3 კვირის შემდეგ გამოკვებეთ. ცოტა ხანში ღერო ახალი ყლორტებით დაიფარება, ყვავილი გამწვანდება და უხვად აყვავილდება.
  • მეთოდი 2 – ამ მეთოდით ბებერ იას გონზე მოიყვანთ. გამოიყენეთ მაშინ, როცა იის ღერო ძალიან გაშიშვლდა, გაუხეშდა და ყავისფერი გახდა. წყალში გაფესვიანება მოგიწევთ. ყველაფერი დაკარგული არაა. მცენარე ქოთნიდან ამოიღეთ, ქვედა ფოთლები მოაშორეთ, რომ ღეროს მწვანილი ნაწილი გააშიშვლოთ. ბასრი დანით მთელი ქვედა ნაწილი ფესვებიანად გადაჭერით. თუ ღერო თითქმის მთლიანად ყავისფერია, ქერქისგან გაწმინდეთ და შიდა მწვანე ახალი ნაწილი გამოაშკარავეთ. 20-30 წუთით გააჩერეთ, რომ მცენარემ „დაისვენოს“ და ოდნავ გაშრეს. წყალში ჩადეთ და ახალი ფესვების გამოჩენას დააკვირდით. როცა ახალი ფესვები 2–3 სმ–მდე გაიზრდება, ქოთანში ჩარგეთ. მაქსიმალურად ნაზი პირობები სჭირდება, ორპირი და ცივი ჰაერი არ მოსწონს. მორწყვა არ დაგავიწყდეთ. გამოკვებეთ, როცა ქოთანში ახალი ფოთლები გამოჩნდება. მოითმინეთ და თქვენი ია თვალისმომჭრელად აყვავილდება.
ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს