შემოდგომაზე ბოსტანში მუშაობა არ წყდება. მოსავალი ასაღებია, ნაკვეთი დასალაგებელი, მიწა გამოსაკვები, ბუჩქები და ხეები მოსავლელი, ნიორი და ხახვი დასათესი. თუ ხალხურ მეთოდებს და საშუალებებს უპირატესობას ანიჭებთ, Vivien გიამბობთ, როგორ გამოიყენოთ სოდა ბოსტანში. საინტერესო ხრიკია. ახალი მეთოდის გამოცდას გირჩევთ.
ბოსტანში სოდის გამოყენების 5 სასარგებლო ხრიკი
- სოდის სასუქი ხურტკმელის, წითელი და შავი მოცხარის ბუჩქისთვის სასარგებლოა. შემოდგომაზე გამოკვებეთ, რომ მომავალ წელს დიდი და გემრიელი კენკრა მიიღოთ, ბუჩქი ახალი ტოტებით დაიფაროს. 350 გ სოდა და 500 მლ თბილი წყალი აურიეთ. 2 თევზის თავი დაუმატეთ და 7 საათით გააჩერეთ. ნარევით მცენარის გარშემო მიწა მორწყეთ.
- ნიორს და ხახვს ნაკლები მწვანე ისარი რომ ჰქონდეს, სოდის სპეციალური ხსნარი გამოიყენეთ. 50 გ სოდისა და 3 ლ წყლის ნარევში ნივრის კბილები და ხახვი 3 საათით გააჩერეთ, სანამ დარგავთ.
- სოდისა და პურის ქერქის ხსნარი გამოიყენეთ, რომ მარწყვის ულვაში კარგად გაიზარდოს და გაძლიერდეს. 400-500 გ ქერქს 5 ლ თბილი წყალი დაასხით. თავსახური დაახურეთ, სიმძიმე დაადეთ, რომ პური წყალში ჩაიძიროს და დუღილის პროცესი სწორად წარიმართოს. 3-5 დღის შემდეგ სოდის ხსნარი დაუმატეთ ისე, რომ 10 ლ მოცულობა მიიღოთ. გადაწურეთ და ბუჩქები მორწყეთ.
- სოდა მავნებლებს, მწერებს და მღრღნელებს ებრძვის. 5 ს/კ სოდა, 5 გ კალიუმის პერმანგანატი და 10 ლ თბილი წყალი აურიეთ. ნარევით მცენარეები დაამუშავეთ.
- სოდა სოკოსა და ლპობასაც ებრძვის. მომავალი კიტრისა და პომიდვრის ადგილი ამოთხარეთ, მასში სოდის ხსნარი ჩაასხით. 5 ლ წყალზე 270 გ სოდა საკმარისია.
სოდა უნივერსალური საშუალებაა, რომელიც სახლში აუცილებლად უნდა გქონდეთ. სწორად გამოიყენეთ და სოკოს, მავნებლებს და ცუდ მოსავალს დაივიწყებთ.
ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს