ჩემი ორქიდეა მთელი წელი ყვავილობს. გიამბობთ, რა გააკეთოთ

519

ჩემი ორქიდეა იმედს მიცრუებს. სასუქს არ ვაკლებ, ვრწყავ, გრაფიკით ვნამავ, მაგრამ მხოლოდ მწვანე ფოთლებს ზრდის, ხოლო ყვავილის ყუნწი სწრაფად ცვივა. აი, მეზობლის სახლში, რომელიც ჩემს სახლთან პერპენდიკალურად დგას (ეს მნიშვნელოვანია) ორქიდეები მთელი წელი ყვავის. მივხვდი, რომ ორქიდეას სწორი ადგილი უნდა შევურჩიო. ფანჯრის მდებარეობა მნიშვნელოვანია. მცენარის სასიცოცხლო ეტაპებიც უნდა გაითვალისწინოთ. Vivien გასწავლით, სად გაიტანოთ ორქიდეა სეზონის მიხედვით.

ორქიდეა ბინაში: სად წავიღოთ – მცენარის მოთხოვნები სეზონის მიხედვით იცვლება და ამის შესახებ უნდა იცოდეთ, რომ მასზე სწორად იზრუნოთ.

  • ზამთარი – ამ პერიოდში ფანჯრის რაფაზე არ დატოვოთ, რადგან ერთი მხრივ ბატარეის სითბო დატანჯავს, მეორე მხრივ ცივი მინის შეხება. ყვავილი სამხრეთ მხარეს გაიტანეთ. გირჩევთ, რომ ოთახში მიუჩინოთ ადგილი და ფიტონათურები დაანათოთ. დღეში 8 საათი სინათლე საკმარისია. ტროპიკულ მცენარეს ზამთრის გადატანა ჭირს. მშრალი ჰაერის პირობებში ორ კვირაში ერთხელ თბილი შხაპი მოუწყვეთ, რომ ფესვები დატენიანდეს.
  • გაზაფხული – ამ პერიოდში აქტიური ზრდა იწყება და შეგიძლიათ სასუქით გაანოყიეროთ. ორი კვირაში მინიმუმ ერთხელ მორწყეთ, თვეში ერთხელ სასუქით გამოკვებეთ. როგორც სახლში მომზადებული, ასევე მაღაზიაში ნაყიდი სასუქი გამოგადგებათ. მაგალითად, ნივრის სასუქი. ნაყიდი სასუქი წყალში გააზავეთ და მორწყვისას დაუმატეთ. პერიოდულად ფოთლები და ფესვები დაყენებული წყლით დანამეთ. გაზაფხულზე ყვავილი სამხრეთ-დასავლეთით, სამხრეთ-აღმოსავლეთით, აღმოსავლეთით ან დასავლეთით გაიტანეთ.
  • ზაფხული და შემოდგომა – ორქიდეა ბუნებრივ პირობებში ხეზე 2 მ სიმაღლეზე იზრდება და მათი გვირგვინების ქვეშ გაფანტულ სინათლეს იღებს. სამხრეთ მხარეს მცენარე შეიძლება დაიწვას. ამის თავიდან ასაცილებლად ჟალუზით ან ქაღალდის ფურცლით დაჩრდილეთ. ზაფხულში ჩრდილოეთ მხარეს თავს კარგად იგრძნობს, მაგრამ აღმოსავლეთ მხარე უფრო ოპტიმალურია. მშრალი ჰაერის პირობებში კვირაში ერთხელ დაატენიანეთ. სანამ მორწყავთ, წყალი ჟანგბადით გაამდიდრეთ, ამისთვის წყალი ერთიდან მეორე ჭურჭელში გადაასხით.

რა არის აკრძალული

  1. ყვავილობის პერიოდში მცენარეს ადგილი არ შეუცვალოთ, რომ სტრესისა და ყვავილების დაცვენისგან დაიცვათ.
  2. წყალი, რომელიც სადგამზე დაგროვდა, ხელმეორედ ქოთანში არ ჩაასხათ. ასე ფესვები შეიძლება დალპეს.
  3. მორწყვისას წყალი ფოთლების ზრდის წერტილს არ უნდა მოხვდეს.
  4. ფოთლები როგორც გარე, ასევე შიდა მხრიდან უნდა მორწყათ.

გისურვებთ, რომ ზემოთ მოცემული რჩევების გამოყენებით სახლში აყვავებული ორქიდეების ბაღი გააშენოთ. ლამაზი ორქიდეა, რომელსაც სხვადასხვა ფორმა და ყვავილი შეიძლება ჰქონდეს, ყოველთვის ტრენდული და მოთხოვნადია.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს