მოცხარის გამრავლების მეთოდი სქელი ცოცხალი ღობის მისაღებად

1087

მოცხარი ყველას უყვარს. მასში უფრო მეტი C ვიტამინი შედის, ვიდრე ლიმონში. მოცხარის მურაბა საოცრად გემრიელია! კენკრის ბუჩქი უპრეტენზიოა. დიდი მოსავლის მისაღებად მარტივად შეგიძლიათ გაამრავლოთ. როგორც წესი, ამას შემოდგომაზე აკეთებენ და გაზაფხულზე ახალი ბუჩქი ადვილად ძლებს. Vivien გიამბობთ, როგორ გაამრავლოთ მოცხარი კალმებით.

როგორ გავამრავლოთ მოცხარი გადაწვენით – შავი მოცხარი ყველაზე უპრეტენზიო და სწრაფად მზარდია. შაქარში ასარევად, მურაბის და კომპოტის მოსამზადებლად, გემრიელი ხილის პეროგის და დესერტის გამოსაცხობად ყველას უყვარს. მოცხარის გადაწვენით გამრავლება ყველაზე მარტივია. ამ მეთოდით უფრო პრეტენზიული წითელი და თეთრი მოცხარიც 100% გაიხარებს.

  1. აგვისტოს ბოლოს (თუ უკვე ცივა) ან სექტემბერში მიწაში მოცხარის ტოტები უნდა ჩარგოთ.
  2. ბუჩქიდან მოჭრა ან დატეხვა საჭირო არაა. უბრალოდ ქვედა ტოტები მიწამდე დახარეთ და ჩარგეთ.
  3. ასე გადანაწვენი უკვე შემოდგომაზე გაფესვიანებას დაიწყებს. ზამთარში პროცესი შეჩერდება, მაგრამ გაზაფხულზე ორმაგი ძალით გააქტიურდება.
  4. გადანაწვენი „დედა“ ბუჩქის გვერდით მთელი ზაფხული გააჩერეთ.
  5. მომავალ შემოდგომაზე, აცივების შემდეგ შეგიძლიათ დააცალკევოთ და ახალ ადგილას გადარგოთ.

საიდუმლო, თუ ბევრი ნერგი გჭირდებათ – ამ შემთხვევაში ბევრი მებაღე მოცხარის კალმებს აკეთებს. ტოტებს ჭრის, აღვივებს და ღია გრუნტში რგავს. ამის გაკეთება ზაფხულში სჯობს. მწვანე ტოტები გამოიყენეთ და მაშინვე მიწაში ჩარგეთ. თუ გაზაფხულზე ან შემოდგომაზე გადაჭრით, გაფესვიანება აცადეთ.

თუ მოცხარისგან ლამაზი და გემრიელი ცოცხალი ღობის გაკეთება გსურთ, სხვაგვარად მოიქეცით. ზაფხულის დასაწყისში რამდენიმე ქვედა ტოტი მიწაზე დააწვინეთ და წვერები გადაჭერით. ზაფხულში ტოტები რამდენიმე გვერდითა ყლორტებს გაზრდის, ხოლო შემოდგომაზე მოცხარის გასამრავლებლად თითოეული ტოტიდან 3-4 გადანაწვენს მიიღებთ.

ნიუანსები და რჩევები მოცხარის გასამრავლებლად, რომ კარგი მოსავალი მიიღოთ – კიდევ რამდენიმე სასარგებლო რჩევას გიზიარებთ.

  • შავი მოცხარი, რომლის გადანაწვენიც გაფესვიანდა, უკვე გაზაფხულზე შეგიძლიათ გადარგოთ.
  • ახალი ტოტების ზომას და სიძლიერეს დააკვირდით. თუ ძალიან თხელი და პატარაა, შემოდგომას დაელოდეთ.
  • წითელი და თეთრი მოცხარი მხოლოდ შემოდგომაზე დარგეთ. ამ ჯიშებს ნაზი და თხელი ტოტები აქვთ, გადარჩენა უფრო უჭირთ.
  • შემოდგომაზე გადანაწვენზე გაზრდილი ფესვები ყინვისგან დაიცავით. ამისთვის ნახერხი, ჩალა, დაცვენილი ფოთლები, კომპოსტი დააფარეთ.

თუ ბუჩქებს ნაკვეთზე ლამაზად დარგავთ, ცოცხალ ღობეს მიიღებთ. მოსავალიც გაგახარებთ. კენკრა შეგიძლიათ გაყინოთ, კონსერვები მოამზადოთ და სხვადასხვა კერძში გამოიყენოთ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს