რატომ ცხოვრობს ორი ადამიანი, რომელთაც ერთნაირი შემოსავალი აქვთ, ასე განსხვავებულად? ერთს დიდი ბინა და მანქანა აქვს, ოჯახთან ერთად ყოველ წელს ისვენებს. მეორე ხელფასიდან ხელფასამდე ცხოვრობს და მუდმივად ფულის უქონლობაზე წუწუნებს. თუ ფულის მოზიდვა გსურთ, სწორად უნდა მოეპყრათ. გიამბობთ, რა გააკეთოთ ფულის და კეთილდღეობის მოსაზიდად.
ფული სახლში: როგორ მოვიზიდოთ – ბევრი ადამიანი ბავშვობიდან ცხოვრობს დოგმით: იცხოვროს მოკრძალებულად, როგორც ყველა, და თავი არ გაანებივროს. წესი დღემდე მუშაობს, თუნდაც ადამიანს კარგი შემოსავალი ჰქონდეს. ეს დიდი შეცდომაა, რომელიც სახლში ფულის მოზიდვას ხელს უშლის. ყველაფერს თავისი ენერგია აქვს. ფინანსებსაც. არ იფიქროთ, რომ რაიმე ჯადოსნურ რიტუალებს ვგულისხმობთ. საქმე გაცილებით მარტივია. გაოცდებით, მაგრამ მარტივი ნაბიჯების რეგულარული შესრულებით ფინანსურ კეთილდღეობას გააუმჯობესებთ.
რა უნდა გააკეთოთ სახლში ფულის მოსაზიდად – პირველ რიგში, უარი თქვით დამოკიდებულებაზე, რომ ფული სამარცხვინოა. ფულით სიამოვნების მიღება და მისი სიხარულით დახარჯვა უნდა ისწავლოთ. ამ წესის დაცვა მარტივია, მაგრამ ყოველთვის არ გამოდის. თუ ჩვევაში გადაზრდით, ცხოვრება უკეთესობისკენ შეიცვლება.
- „ჯერ საკუთარ თავს გადაუხადეთ“ – ასე ამბობს ხალხი, რომელთა ქონება მილიონები ღირს. თუ ფულისგან სიამოვნებს ვერ იღებთ, არ გაიზრდება. აი ენერგიის კანონის მაგალითი. აუცილებლად მალდივებში მოგზაურობა საჭირო არაა, მაგრამ ხელფასით შეგიძლიათ ახალი კაბა, ლამაზი ჩანთა შეიძინოთ ან რესტორანში წახვიდეთ.
- თუ დიდი ხარჯები გაშინებთ, მცირედით დაიწყეთ. დაე, ეს ჩვევად გქონდეთ. არ დაგავიწყდეთ: ახალი ტაფა არ უნდა შეიძინოთ, არამედ საკუთარი თავი გაანებივროთ. შემდეგ უფრო ადვილია. ეზოთერიკოსები ამტკიცებენ: ფულის მოსაზიდად მეტი უნდა დახარჯოთ. ფულთან დამშვიდობების არ შეგეშინდეთ. სხვა შემთხვევაში მეტს ვერ გამოიმუშავებთ. სტიმული არ გექნებათ.
- და მაინც, მარტივი განშორების მიუხედავად, ფულს პირველივე მომენტში ნუ დახარჯავთ. ხელფასის შემდეგ ფული სახლში ერთი ღამე გააჩერეთ. დაფიქრდით, რისი შეძენა გჭირდებათ და სია შეადგინეთ. ასე მეორე დღეს სპონტანურ შესყიდვებს თავს აარიდებთ. სიაში თქვენთვის სასიამოვნო რამის ჩაწერა არ დაგავიწყდეთ.
- ფული მადლიერებით მიიღეთ. თუნდაც მცირე ხელფასი აიღოთ ან პრემია ვერ მიიღოთ, არ იდარდოთ. დაფიქრდით, რომ ფინანსები მაინც მიიღეთ. ამ მცირესთვისაც მადლობელი იყავით, რადგან მადლიერების ენერგია ფინანსურ ნაკადს იზიდავს.
- სახლში წესრიგი დაიცავით. რამდენი შემოსავალიც არ უნდა გქონდეთ, სახლში ფული არ გაჩერდება, თუ უწესრიგობა და ქაოსია. ნაგავი, მტვერი, ჭუჭყი, მიმოფანტული ნივთები, ძველი ავეჯი, გატეხილი ჭურჭელი. ფინანსებს წესრიგი და ანგარიში უყვარს. ასეთ შენობაში თავს არაკომფორტულად იგრძნობს.
- და ბოლოს, ქველმოქმედებით დაკავდით. სხვადასხვა ფონდებში ფულის გადარიცხვა აუცილებელი არაა. ქველმოქმედება წვრილმანებში ვლინდება: სუპერმარკეტში პენსიონერს პროდუქტები შეუძინეთ, ბებიას ბაზარში ხილი ან ბოსტნეული უყიდეთ. გარშემო ბევრი ვარიანტია.
კიდევ ერთი რამ, რაც ფულის მოზიდვაში დაგეხმარებათ. ახალი მიზნები. თავიდან შეიძლება წვრილმანი იყოს, რომელიც დიდ ოცნებებში გადაიზრდება. ფინანსებთან სწორი დამოკიდებულება ჩამოაყალიბეთ და ყველაფერი გამოგივათ!