ფიკუსი ბენჯამინი განქორწინებული კაცივით მელოტდება. როგორ მოვუაროთ სახლში

1147

იცით თუ არა, რომ რამდენიმე საუკუნის წინ ფიკუსის სახლში ქონა მხოლოდ ბურჟუაზიის წარმომადგენლებს შეეძლოთ? დღეს მცენარე თითქმის ყველა ბინის ფანჯრის რაფაზე გვხვდება. საოცარია, როგორ წარმატებულად ავსებს ნებისმიერ ინტერიერს. აღმოსავლური მცენარე რესტორნის, გასართობი ცენტრის ფოიეში, კაფეების ტერასებსა და ფართო სილამაზის სალონებში ხშირად გვხვდება. ამბობენ, რომ თუ ფიკუსს უშვილო წყვილს აჩუქებთ, მალე ოჯახი სანუკვარ მატებაზე გაიგებს. Vivien დეტალურად გიამბობთ, როგორ იზრუნოთ ფიკუს ბენჯამინზე და რას ვერ იტანს კატეგორიულად.

5 შეცდომა, რომელსაც ფიკუსის მოვლისას უშვებენ

  1. არასაკმარისი განათება – ბევრი წერს, რომ ფიკუსი ბენჯამინი ოთახის ბნელ კუთხეში უნდა გაზარდოთ. თითქოს, მცენარე სინათლის დეფიციტის დროს თავს კარგად გრძნობს. ასე არაა. დროთა განმავლობაში ფიკუსი ფოთლებს დაკარგავს. მცენარეს ბუნებრივ სინათლესთან სიახლოვე ურჩევნია. ფანჯრიდან 1–1,5 მ დაშორება იდეალურია. ამ პირობებში ფოთლების აქტიურად გაზრდას შეძლებს.
  2. გამომშრალი ჰაერი – თითქმის ნებისმიერი სახის ფიკუსი გათბობის სეზონს რთულად იტანს. ზამთარში, როგორც წესი, ჰაერი ძალიან შრება. ეს მცენარეზე ცუდად აისახება: ფოთლები ყვითლდება და ცვივა, ახალი ფოთლები ზრდას წყვეტს. ამის თავიდან ასაცილებლად ფიკუსი პულვერიზატორიდან წყლით ხშირად დანამეთ. იდეალურია, თუ მის გვერდით ჰაერის დამატენიანებელს დადებთ.
  3. ხშირი მორწყვა – ფიკუსი ერთ–ერთი მცენარეა, რომელიც გვალვას უკეთ იტანს, ვიდრე ქრონიკულად ზედმეტ მორწყვას. ზომიერად სველი მიწა მოსწონს, ამიტომ ზედა ფენის გაშრობის მიხედვით მორწყეთ. ბევრი სითხე არ სჭირდება, წინააღმდეგ შემთხვევაში ფესვებთან წყალი დაგუბდება. საბოლოოდ, ძირი დალპება და სოკო განვითარდება.
  4. კვების დეფიციტი – ნოყიერ მიწაში გადარგვის შემთხვევაშიც რეგულარული გამოკვება სჭირდება. ზომიერება დაიცავით. ერთი საშუალება შეარჩიეთ და მხოლოდ იმით გამოკვებეთ, სხვა პრეპარატი არ გამოიყენოთ. ჭარბი სასუქის შემთხვევაში მცენარე რამდენიმე დღეში შეიძლება „დაიწვას“.
  5. არასწორი გადარგვა – როგორც აქტიურად მზარდ მცენარეს, რეგულარული გადარგვა სჭირდება. ეს მისთვის დიდი სტრესია. რისკის შესამცირებლად შემდეგი წესები უნდა დაიცვათ:
  • ქოთნის ძირში დრენაჟისთვის კერამზიტის ფენა დაუმატეთ.
  • ფიკუსი გადარგეთ ქოთანში, რომლის დიამეტრი წინა ქოთნის დიამეტრზე 2-4 სმ–ით მეტია.
  • გაზაფხულის დასაწყისში გადარგეთ: ასე მცენარე აქტიურად გაიზრდება და ფოთლებს განავითარებს.

გახევებული ტოტები მარტის ბოლოს გადაჭერით. გაზრდილი ტოტების შემცირება, დამოკლება აუცილებელი რიტუალია, როგორც გარეგნული სილამაზის შესანარჩუნებლად, ასევე მწვანე ცხოველის ჯანმრთელობისთვის. გაჭრილ ადგილზე დაქუცმაცებული აქტივირებული ნახშირი მოაყარეთ. ასე ფიკუსის ტოტები სასარგებლო ნივთიერებებს დააგროვებს.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს