ჩაიდნის ნაქაფი: ერთ–ერთი საუკეთესო სასუქი ნერგებისა და ყვავილებისთვის

528

სახლში ჩაიდანი ყველას აქვს. ხანგრძლივი გამოყენების პროცესში მასში ნაქაფი ჩნდება. ეს ბუნებრივია! ლიმონმჟავა უმარტივესი და ეფექტური მეთოდია, რომ ნაქაფი სახლის პირობებში მოიშოროთ. მსგავსი გაწმენდის შემდეგ ნარევის გადასხმა არ იჩქაროთ. ჩაიდნის ნაქაფი საკეთილდღეოდ შეგიძლიათ გამოიყენოთ. მაგალითად, ოთახის ყვავილებისა და ნერგების სასუქად. Vivien დეტალურად გიამბობთ, რა სარგებელი აქვს ნაქაფს და რა რაოდენობით გამოიყენოთ.

როდის არის ნერგების გამოკვება აუცილებელი – მცენარე რომ ძლიერი გაიზარდოს და ფესვების სისტემა კარგად განვითარდეს, ნიადაგის ბუნებრივი კვება საკმარისი არაა. ნერგების გამოკვება აუცილებელია, როცა მცენარეზე 3-4 ნამდვილი ფოთოლი გამოჩნდება. სხვა შემთხვევაში – ჩითილებად დაყოფიდან 1,5-2 კვირის შემდეგ. ფესვური კვება ორ კვირაში ერთხელ ჩაატარეთ. თუ უფრო ხშირად გამოკვებას აპირებთ, სასუქის კონცენტრაცია ორჯერ შეამცირეთ. ეს ეხება როგორც ქარვის მჟავას, ასევე მჟავე წყალში გაზავებულ ნაქაფს.

როგორ მოვრწყათ ნერგები სახლში – ნერგები კარგად დაყენებული ან ანადუღარი წყლით მორწყეთ. გამდნარი თოვლის წყალი იდეალურია. მორწყვის სიხშირე – კვირაში ერთხელ. წყალმა მიწა  უნდა გაჟღინთოს, შემდეგ სადრენაჟე ხვრელებიდან გამოვიდეს. მეთოდი ნიადაგის დამარილებას ხელს უშლის, რომელსაც კალციუმის და მაგნიუმის მარილები ხელს უწყობს. მარილები ხისტი წყლით მორწყვისას ნიადაგში ილექება. ეს ნივთიერებები მცენარეების სასარგებლოდ შეგიძლიათ გამოიყენოთ. ამ შემთხვევაში ჩაიდნის ნაქაფი დაგჭირდებათ. ლიმონმჟავის ზემოქმედებით კალციუმის და მაგნიუმის მარილები ციტრატად გარდაიქმნება. მცენარე ამ სახით მიკროელემენტებს უკეთ შეიწოვს.

როგორ მოვაშოროთ ნაქაფი ჩაიდანს – როგორც წესი, ნაქაფი ჩაიდნის კედლებსა და გვერდებზე ჩნდება. ის თეთრი ან მოწითალო–ყავისფერი (გამოდის, წყალში ბევრი რკინაა) შეიძლება იყოს. ნაქაფი ხარისხიანად რომ მოაშოროთ, 1 ლ წყალზე 1 ჩ/კ ლიმონმჟავა გახსენით. მიღებული ნარევი 2 წუთით აადუღეთ და სხვა ჭურჭელში გადაასხით. ახლა ჩაიდანი გამდინარე წყალში კარგად გარეცხეთ.

როგორ გამოვიყენოთ ხსნარი ჩაიდნის გაწმენდის შემდეგ – ასეთი წმენდის შედეგად მიღებული ხსნარი ძალიან კონცენტრირებულია. მორწყვის წინ გააზავეთ: 1 ლ წყალზე 100 მლ ხსნარი. ასე მცენარე ყველა აუცილებელ მიკროელემენტს მიიღებს და ფოსფორს უკეთ აითვისებს. რამდენიმე მსხვილი რკინის აჯასპის დამატებით სასუქი ოდნავ შეგიძლიათ გააუმჯობესოთ.თუ წყალი ყავისფერია, ხოლო ნაქაფი ყვითელი, რკინის აჯასპის დამატება საჭირო არაა. ასეთ წყალში უკვე საკმარისი რკინაა.

გამოცდილი მეაგარაკეების თქმით, წყალი ნაქაფით ქარვის მჟავას თვისებებით არ ჩამორჩება. მას სადეზინფექციო თვისებები აქვს და პათოგენური მიკროფლორის განვითარებას ხელს უშლის, კულტურის სრულფასოვან განვითარებას ხელს უწყობს.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს