გამხმარი ჯოხიც აყვავდება. ემულსია აბუსალათინის ზეთით მცენარეებისთვის

655

ნებისმიერ ოთახის მცენარეს დროდადრო გამოკვება სჭირდება. ამ მიზნით მზა ნარევი შეგიძლიათ შეიძინოთ ან აბუსალათინის ზეთი გამოიყენოთ. მეთოდი გამოვცადე და ყვავილი გაცოცხლდა. დაავადებული და დამჭკნარი მცენარეც გამწვანდა. Vivien გიამბობთ, როგორ გამოკვებოთ ოთახის მცენარე აბუსალათინის ზეთით და რატომ არის ეფექტური.

როგორ გამოვკვებოთ ოთახის მცენარე აბუსალათინის ზეთით – აბუსალათინის ზეთის სარგებელი უდავოა. მას გასტროენტეროლოგიური დაავადებების სამკურნალოდ, კუჭის და ნაწლავების ლორწოვანი გარსის აღსადგენად წარმატებით იყენებენ. აბუსალათინის ზეთი კანზეც დადებითად მოქმედებს: სიმშრალეს აქრობს და წარბების და წამწამების ზრდას ხელს უწყობს. სწორედ ამიტომ, აბუსალათინის ზეთი ოთახის მცენარეებისთვის სასარგებლოა. აბუსალათინის ზეთში შედის:

  • რიცინის მჟავა (დაახლოებით 80%) – აქვს ანტიბაქტერიული თვისებები, პარაზიტებს კლავს, ფესვებს და მიწას ლპობისგან ათავისუფლებს, ყვავილს აღადგენს.
  • სხვა ცხიმოვანი მჟავები (ლინოლეური, სტეარინის, რიცინოლეინის, ოლეინის მჟავები) – ამ ნივთიერებებსაც მიწაში სოკოს, ობის, პათოგენური მიკროფლორის მოკვლა შეუძლიათ.

ოთახის მცენარე ხშირად იწვერება იმიტომ, რომ რაიმე ბაქტერიით დაინფიცირებულია. მაგალითად, მიწაში და ფესვებზე ლპობასა და ობს ვერ ვხედავთ, რადგან ზედაპირზე არ ჩანს. სწორედ ამიტომ, არ ვიცოდი, რატომ იწვერებოდა ყვავილი და ცვიოდა ფოთლები, სანამ მეზობელმა აბუსალათინის ზეთის გამოყენება არ მირჩია. სასარგებლო ნივთიერებები მიწას გაწმენდს და მცენარის იმუნურ სისტემას „გადატვირთავს“. ფესვები სითხეს და ყველა სასარგებლო ნივთიერებას უკეთ იწოვს, ყვავილი იზრდება, ახალი ყლორტები ჩნდება. მცენარე ცოცხლდება და მწვანდება.

აბუსალათინის ზეთის გამოყენება – აბუსალათინის ზეთით მკურნალობის და გამოკვების ორი ვარიანტი არსებობს. თითოეულზე დეტალურად გიამბობთ. ორივე რეკომენდებულია.

  • ფესვოვანი კვება – აბუსალათინის ზეთი მცენარის მოსარწყავად გამოიყენება. კარგი მეთოდია, თუ შეამჩნიეთ, რომ მცენარე ლპობას იწყებს, ხოლო მიწა ობით იფარება. 1 ს/კ აბუსალათინის ზეთი და 0,5 ლ სუფთა წყალი აურიეთ. ნარევი მორწყვამდე კარგად შეანჯღრიეთ, რომ აბუსალათინის ზეთი წყალს შეერიოს და ემულსია მიიღოთ. სანამ ხსნარით მორწყავთ, მცენარე სუფთა წყლით (ყოველგვარი დანამატის გარეშე) მსუბუქად მორწყეთ. ახლა ცოტა აბუსალათინის ნარევით მორწყეთ. ერთ პატარა ქოთანზე 50 მლ ნარევი საკმარისია. 7-10 დღის განმავლობაში ყოველ მეორე დღეს ან ორ დღეში ერთხელ (მცენარის სახეობის მიხედვით) გამოიყენეთ. ამის შემდეგ რამდენიმე თვე შეისვენეთ.
  • ფოთლოვანი კვება – ეს მეთოდი მცენარის ფოთლების და ყვავილების დანამვას გულისხმობს. ნაკლებად კონცენტრირებული ხსნარი დაგჭირდებათ, რომ ფოთლები და ყვავილები არ დაწვათ. 1 ლ სუფთა ოთახში გაჩერებულ წყალზე 1 ჩ/კ აბუსალათინის ზეთი გამოიყენეთ. მცენარეს დამჭკნარი და დაზიანებული ფოთლები მოაშორეთ და ყვავილები უხვად დანამეთ. ეს კვირტების პერიოდში გააკეთეთ, ზუსტად იგივე სიხშირით, როგორც ფესვების მორწყვის დროს. ზეთი ფოთლებზე ფირს არ ქმნის, კარგად იწოვება, მაგრამ ხსნარში ზეთის კონცენტრაცია მაღალი არ უნდა იყოს.

ორივე მეთოდის ერთდროულად გამოყენებას არ გირჩევთ. მხოლოდ ერთი გამოიყენეთ. როცა კვირტები და ახალი ყლორტები გამოჩნდება, ოთახის მცენარე დანამეთ. ზაფხულის შემდეგ, შემოდგომის დასაწყისში პრევენციისთვის ზეთით მორწყეთ. ჩვეულებრივი გამჭვირვალე აბუსალათინის ზეთი აფთიაქში შეგიძლიათ შეიძინოთ, მაგრამ ცივი დაწურვის ზეთი უკეთესია.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს