ამ სტატიის მთავარ იდეას ახლავე გეტყვით – ბოტასების სარეცხ მანქანაში გარეცხვა შეიძლება. სარეცხი მანქანიდან სუფთა და პრაქტიკულად ახალი ბოტასის გამოღების შანსია უფრო მეტია, ვიდრე იქედან დაფშვნილი ფეხსაცმლის გამოღების. რა თქმა უნდა, ზოგიერთი ნიუანსი უნდა გაითვალისწინოთ.
გაფრთხილებთ, რომ ხელით რეცხვა ბევრად უფრო უსაფრთხოა: მას არ ახლავს რისკი, რომ წყალი ძირს ააძრობს, ან გაშრობის რეჟიმი მის ცვეთის ხარისხს გააუარესებს. თუ ფეხსაცმლის ქიმწმენდის დროს არ გაქვთ, ან ფეხსაცმელი სასწრაფო რეცხვას საჭიროებს, შეგიძლიათ სარეცხი მანქანა გამოიყენოთ.
გთავაზობთ ყველაზე ხშირად დაშვებული შეცდომებს, რომელთაც ბოტასების სარეცხ მანქანაში რეცხვის დროს უშვებენ.
1.ბოტასის სახეობას ყურადღებას არ აქცევთ
არსებობს ბოტასები, რომელთა სარეცხ მანქანაში გარეცხვა არ შეიძლება.
- ტყავის – ის შეიძლება დეფორმირდეს
- ზამშის – უბრალოდ გაფუჭდება.
- დეკორატიული ელემენტით – აქსესუარები აძვრება – ეს ნახევარი პრობლემაა. ის მანქანასაც გააფუჭებს, მექანიკურ ელემენტს დააზიანებს ან მილს გაჭედავს.
- განათებით – ის მუშაობას შეწყვეტს.
- მიმაგრებული სინათლის ამრეკლავი – ასევე აძვრება
- პრობლემური ძირით – მაგ., თუ უკვე ოდნავ ამძვრალია, რეცხვის შემდეგ მთლიანად აძვრება.
- ღია ფერის ქსოვილის კეტები – ფერია შეიძლება ჟანგისფრად შეიღებოს.
ზოგადად, დასაწყისისთვის უმჯობესია თუ ეტიკეტს დახედავთ – იქ, ჩვეულებრივ მითითებულია შეიძლება თუ არა ბოტასის სარეცხ მანქანაში გარეცხვა.
2.ფეხსაცმელს თავდაპირველი ფორმით რეცხავთ
ასე არ შეიძლება. გარეცხვის წინ ბოტასი უნდა მოამზადოთ, უფრო სწორად დაანაწევრეთ.
თასმები მოხსენით. წინააღმდეგ შემთხვევაში შეიძლება არ გაირეცხოს. შეგიძლიათ ხელით გარეცხოთ ან მანქანაში ბოტასთან ერთად გარეცხოთ. ამისთვის სპეციალურ ტომარაში მოათავსეთ.
ამოიღეთ ღაბაში (თუ მისი ამოღება შეიძლება). რომ არ გაფუჭდეს უმჯობესია, ხელით გარეცხოთ.
3.გავიწყდებათ, რომ შეიძლება სარეცხი მანქანა დააზიანოთ
თუ ამ პუნქტს ყურადღებას არ მიაქცევთ, შეიძლება სუფთა ბოტასები და გაფუჭებული მანქანა შეგრჩეთ. როგორ ვიზრუნოთ უკანასკნელზე
- ერთდროულად ორ წყვილ ბოტასზე მეტი არ გარეცხოთ.
- ძლიერი რეჟიმი არ ჩართოთ.
- ბოტასები სპეციალური ტომრებით გარეცხეთ.
- გარეცხვამდე მტვერი, ქვიშა და წვრილი კენჭები ამოიღეთ, რომელთაც მანქანის დაზიანება შეუძლიათ.
4.არასწორ რეჟიმს ირჩევთ
უნდა გარეცხოთ 30-40 გრადუსის ტემპერატურაზე. უფრო ცივი წყალი მტვერს ვერ მოაშორებს, ხოლო ცხელი ფეხსაცმლის დეფორმაციას გამოიწვევს.
მხოლოდ დელიკატური რეჟიმი აირჩიეთ. ზოგიერთ სარეცხ მანქანას აქვს რეჟიმი „ფეხსაცმლის რეცხვა“.
გაწურვა – მინიმალური. რაც არ უნდა გაწუროთ, არ გამოგივათ, ხოლო ასე მანქანას მარტივად დააზიანებთ.
გაშრობა გამორთეთ. ამან ასევე ფეხსაცმლის დეფორმაცია შეიძლება გამოიწვიოს.
5.სარეცხ ფხვნილს იყენებთ
სარეცხი ფხვნილის მოშორება ძნელია, ამიტომ გვერდზე გადადეთ. უმჯობესია თუ თხევად საშუალებას გამოიყენებთ. თუ თეთრი ფერის ბოტასებია, შეგიძლიათ ცოტა მათეთრებელი დაუმატოთ.
6.არასწორად აშრობთ
როგორ გავაშროთ სწორად:
ოთახის ტემპერატურზე, ბატარეებიდან შორს.
ბოტასები ქაღალდებით ამოავსეთ, რომ დეფორმაცია თავიდან აიცილოთ. შეგიძლიათ გამოიყენოთ ქაღალდის პირსახოცი, სალფეთქი, ბამბის ქსოვილი, პირსახოცი, მაგრამ არა გაზეთი, რადგან საღებავი შეიძლება ფეხსაცმელზე გადავიდეს.
საშრობი შეგიძლიათ გამოიყენოთ მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა ბოტასები თითქმის მშრალია.
შესაძლოა, თქვენ დამატებითი რჩვები გაქვთ ან ამ პროცედურასთან დაკავშირებით საინტერესო გამოცდილება. გაგვიზიარეთ კომენტარებში!