სამუშაოდან დაღლილი დავბრუნდი, ლაპარაკის თავი არ მქონდა, მაგრამ ქალიშვილმა სიცოცხლის ხალისი დამიბრუნა

369

ამქვეყნიურ აურზაურში, ფულის, დიდების, კარიერული ზრდისკენ რბოლაში ნამდვილი ღირებულებები ხშირად გვავიწყდება. ოჯახის წევრებს და ახლობლებს ისე ვეჩვევით, თითქოს ყოველთვის ჩვენ გვერდით იყვნენ. არ ვაქებთ, ერთმანეთს ღიმილს არ ვჩუქნით, არ ვეხუტებით. ვფიქრობთ, რომ არსად არ წავლენ. Vivien გიზიარებთ ჩვენი ერთ–ერთი მკითხველის ამაღელვებელ ისტორიას, რომელიც შეგახსენებთ, რა არის ნამდვილად მნიშვნელოვანი.

ჭკვიანი გოგონა – „გუშინ სამსახურიდან სახლში ვბრუნდებოდი. ორი მძიმე ცვლა ვიმუშავე. სახლში სწრაფად მისვლა, ლუდის დალევა, თევზის ჭამა და ტელევიზორის წინ მოდუნება ძალიან მინდოდა. ამ დროს მეუღლის, ლიას წერილი მივიღე: „გთხოვ, ნინა ცეკვიდან გამოიყვანე, ვერ ვასწრებ. მადლობა“.საინტერესოა, თვითონ რას ვერ ასწრებს? სახლში ზის და დაქალს ტელეფონით ელაპარაკება? მინდოდა მიმეწერა, რომ ჩემს გზაზე არაა, მაგრამ მივხვდი, რომ ანგარიშზე ფული არ მქონდა. კარგი, ვფიქრობ, ახლა ნინას ცეკვაზე გავუვლი, ასე იყოს, ლია შაბათ–კვირას სათევზაოდ ხალისიანად გამიშვებს.

მოკლედ, მე და ნინა მივდივართ, ის თავის ამბებს მიყვება, რომ უცებ მკითხა: „მამა, რატომ ხარ ასეთი მოწყენილი? რატომ არ იღიმი საერთოდ? არც მე, არც დედას. წარბშეკრული დადიხარ, თითქოს ჩვენზე გაბრაზებული ხარ.“ გულწრფელად ავუხსენი, რომ რა ღიმილი შეიძლება მქონდეს ორი ცვლის შემდეგ, რომ ვიღლები და დასვენება მსურს და არა წვრილმანებზე ფიქრი.აქ, ნინამ გამაოცა. ამბობს: „რა წვრილმანი ესაა? ღიმილი სასწაულებს ახდენს. აი, დღეს ცეკვის გაკვეთილზე ლევანმა ერთი რთული ილეთი ვერ შეასრულა. ნაწყენი იყო, წყვილში ჩემთან დააყენეს, გავუღიმე და ვუთხარი, რომ ყოჩაღია. უნდა გენახა, როგორ კარგად იცეკვა“.ნინა 7 წლისაა. თითქოს ჯერ კიდევ ბავშვია, მაგრამ მისმა ღიმილმა ნამდვილად შვება მომგვარა. დამაფიქრა, რომ ბავშვმა პირქუში მიწოდა. მას თუ ასეთი ვეჩვენები, წარმოიდგინეთ, რას ფიქრობს ჩემი ლია. ნინამ თითქოს ჩემი ფიქრები გაიგონა: „დედაც იღლება. ჩვენთვის მუშაობს. ყოველდღე რეცხავს, კერძების ამზადებს, სახლს ალაგებს. ჩვენგან დასვენება არ აქვს“.

ვფიქრობ, რომ უგრძნობი კუნძი ვარ. ნამდვილად, ჩემი ლია ყოველდღე სახლში დარბის, საღამოს ძალა არ აქვს, შემდეგ მე მოვდივარ სამსახურიდან „მიდი ის მომიტანე“. ღმერთმა იცის, როდის ვუთხარი ბოლოს კეთილი სიტყვა. საყვარელი ადამიანის გაოცება გადავწყვიტე. ქალიშვილთან ერთად ტორტი, ყვავილები ვიყიდე და სახლში დავბრუნდი. ლიამ კარი გააღო, ვხედავ, როგორი დაღლილია, თვალების კუთხეები დაწეულია, ვფიქრობ, რა მდგომარეობამდე მივიყვანე ცოლი. საჩუქრები ვაჩუქე. ვეუბნები: „მადლობა, ძვირფასო, რამდენ რამეს აკეთებ ჩემთვის!“. ჩემმა ლიამ ბრილიანტივით გაანათა.

ღიმილი ყველას აცისკროვნებს – ცოლმა გაიღიმა, ნაზად შემომხედა და მთელი დაღლილობა წამებში გაქრა. ჩემი გოგოებისთვის დღესასწაულის მოწყობა გადავწყვიტე. პიცა შევუკვეთე, ერთგვარი საოჯახო დღე გვქონდა. ერთმანეთს ყველაფრისთვის მადლობა გადავუხადეთ, ჩავეხუტეთ, ყველაფერი მოვუყევით და ძალიან ბევრს ვიღიმოდით. ნინა მართალია: ღიმილი სასწაულებს ახდენს. ბევრი ენერგია, სიცოცხლის ხალისი გამიჩნდა. როგორი ჭკვიანი ნინა მეზრდება“.

რას გვასწავლის ეს ისტორია – ყოველდღიური რუტინა დროს გვართმევს, ერთმანეთისთვის სასიამოვნოს თქმის, გაღიმების სურვილს გვიკარგავს. ერთად გატარებულ დღეებს აღარ ვაფასებთ. არადა ძალიან მარტივია, რომ ძვირფას ადამიანს ძალისხმევისთვის და გვერდში დგომისთვის მადლობა გადაუხადოთ: ბრძენმა ბავშვმა მიგვანიშნა, როგორ გავაკეთოთ ეს. ღიმილი აჩუქეთ და დღე უკეთესი გახდება. მცირე ჟესტები და საქმე ნამდვილად სასწაულებს ახდენს.