3 აუცილებელი სასუქი. ბულგარული წიწაკა წვნიანი და ხორციანი გაიზრდება

1069

ხორციანი მსხვილი ბულგარული წიწაკა თითქმის ყველა მეაგარაკის ოცნებაა. ყოველთვის მაოცებდა დიდი წვნიანი ბოსტნეული, რომელიც ბაზარში იყიდება. დიდხანს ვფიქრობდი, როგორ გამეზარდა ასეთი მოსავალი. ერთხელ მეგობარმა, რომელიც მებაღეობის და მებოსტნეობის დარგის სპეციალისტია, რამდენიმე საინტერესო იდეის გამოცდა მირჩია. აღმოჩნდა, რომ ხორციანი ბულგარული წიწაკის მიღება მარტივია. მხოლოდ კვების რამდენიმე დეტალი უნდა იცოდეთ.

ხორციანი ბულგარული წიწაკის გაზრდა: გამოკვების მეთოდები

მცენარე სასარგებლო მიკროელემენტების დეფიციტის პირობებში სქელი და ხორციანი გვერდების გაზრდას ვერ შეძლებს. სწორედ ამიტომ, გამოკვება სჭირდება. მრავალფეროვან სასუქებს შორის აირჩიეთ კალიუმის კვება. ის პროდუქტის გემოზე, წვნიანობასა და სიტკბოზე დადებითად მოქმედებს.

  1. კალიუმის ნიტრატი – მოყვარულ მებაღეებს შორის პოპულარულია. მისი დახმარებით წვნიანი ბულგარული წიწაკა შეგიძლიათ მიიღოთ და მოსავალი მეოთხედით გაზარდოთ. სასუქი გამოიყენეთ, როცა მცენარე მწვანე მასას აქტიურად ზრდის და ყვავილობს. სასუქის მოსამზადებლად ½ ს/კ კალიუმის ნიტრატი 5 ლ წყალში გააზავეთ. ხსნარი მცენარის მოსარწყავად კვირაში ერთხელ გამოიყენეთ. ამ მეთოდით რეგულარული კვება ნაყოფზე დადებითად მოქმედებს.
  2. ხის ნაცარი – კალციუმის წყაროა. როცა შემოდგომაზე მოსავალს ვიღებთ და ძველ ტოტებს ვწვავთ, ბევრი ნაცარი რჩება. ეს ნაცარი სასუქად შეგიძლიათ გამოიყენოთ. 1 ლ ქილა ნაცარი 20 ლ წყალში გააზავეთ.
  3. მწვანე სასუქი – ბულგარული წიწაკა ხორციანი და წვნიანი რომ გაიზარდოს, კალციუმის გარდა აზოტი სჭირდება. თუ ორგანულ სასუქს უპირატესობას ანიჭებთ, ბალახების კომპოსტი მოამზადეთ. ასეთი მარტივი კვებით მცენარე საფუარივით გაიზრდება. მწვანე სასუქი მიწას წმენდს, მავნებლებისა და დაავადებებისგან იცავს. მწვანე კომპოსტის მოსამზადებლად ნებისმიერი ბალახი, თუნდაც სარეველა ფესვებთან და მიწასთან ერთად შეგიძლიათ გამოიყენოთ. ნაყენმა მცენარე მავნებლებისგან რომ დაიცვას, ჭინჭარი, აბზინდა, ასფურცელას ტოტები, მინდვრის შვიტა და ფარსმანდუკი დაუმატეთ. დიდ ჭურჭელში მოათავსეთ, წყალი დაასხით, პარკი გადააფარეთ, რომ სათბურის ეფექტი მიიღოთ და მზეზე დადგით. ხსნარი 3-4 დღე გააჩერეთ, რომ დუღილის პროცესი დაიწყოს. როცა ქაფს დაინახავთ, შეგიძლიათ გამოიყენოთ. მწვანე სასუქი წყალში 1:10 თანაფარდობით გააზავეთ და გამოიყენეთ.

თუ ჯერ კიდევ ფიქრობთ, რით გამოკვებოთ წიწაკა, რომ წვნიანი და დიდი გაიზარდოს, მაშინ ზემოთ მოცემული ერთ–ერთი სასუქი გამოიყენეთ. რეგულარული კვება დადებით შედეგს აუცილებლად მოგცემთ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს