უხარისხო ჭურჭელი: რომელ ქვაბში არ შეიძლება კერძების მომზადება

617

მყარი და მოსახერხებელი სამზარეულოს ჭურჭელი თითოეული დიასახლისის ოცნებაა. კარგ ქვაბსა და ტაფაში კერძების მომზადება უფრო სასიამოვნოა. გარდა ამისა, თანამედროვე ჭურჭელი მარტივად ირეცხება და ინახება. ცოტამ თუ იცის, რომ უხარისხო ჭურჭელს არა მხოლოდ საჭმლის მომზადების პროცესის გაფუჭება, არამედ ჯანმრთელობისთვის ზიანის მიყენება შეუძლია.როგორი მოსახერხებელიც არ უნდა იყოს ბებიის დროინდელი ბლინების ტაფა, სავარაუდოდ, მასთან დამშვიდობება მოგიწევთ. ყურადღება მიაქციეთ ჭურჭელს, რომელსაც ყოველდღე იყენებთ. ზოგიერთი ტოქსიკური ნივთიერება ორგანიზმში გროვდება. თქვენ საკუთარი თავის და ოჯახის მოწამვლა ნამდვილად არ გსურთ. Vivien გიამბობთ, რომელი ქვაბები უნდა გადაყაროთ.

უხარისხო ჭურჭელი: ტოპ 3 მასალა, რომელზეც უარი უნდა თქვათ

  1. ალუმინი – თანამედროვე მწარმოებლები ჭურჭელს ალუმინისგან აღარ ამზადებენ, მაგრამ სახლში შეიძლება ძველი ტაფა და ქვაბი გქონდეთ. გირჩევთ, რომ ალუმინის ჭურჭელი სასწრაფოდ გადააგდოთ და ახალი იყიდოთ. ალუმინის ჭურჭელი არა მხოლოდ მოუხერხებელია გამოსაყენებლად, არამედ ჯანმრთელობისთვის საზიანო. რეკომენდებული არაა, რომ ასეთი ქვაბი და ტაფა გამოიყენოთ მურაბის მოსახარშად, ბოსტნეულის შესაწვავად და ჩასაშუშად, მჟავე და ცხარე კერძების მოსამზადებლად, რძის გასაცხელებლად, კიტრის, პომიდვრის ან კომბოსტოს დასამწნილებლად. საქმე იმაშია, რომ ამ პროდუქტებში შემავალი ბუნებრივი მჟავები ალუმინს ანადგურებს. შედეგად, ლითონი საკვებში, შემდეგ ორგანიზმში ხვდება. თუ ალუმინის ჭურჭელს უხეში ღრუბლით გაწმენდთ, ლითონის ნაწილაკები საკვებში მოხვდება.
  2. მინანქარი – მინანქრის ჭურჭელი ჯანმრთელობისთვის საზიანო არაა მანამ, სანამ მასზე ერთი ნაკაწრიც არაა. თუ მინანქრის ჭურჭელი დაზიანებულია, მინანქრის ქვეშ ლითონის კოროზიის პროცესი იწყება. ასე ორგანიზმი მავნე ნივთიერებებით შეიძლება მოიწამლოს. მინანქრის ქვაბი და ტაფა კარგად შეამოწმეთ.
  3. ტეფლონი – თითქოს ჭურჭლისთვის საუკეთესო საფარი ნაპოვნია. ტეფლონის ტაფაზე საკვები არ იწვის, ადვილად იწმინდება. ასეთი ჭურჭელი მხოლოდ 180 °C–მდე შეგიძლიათ გააცხელოთ. უფრო მაღალ ტემპერატურაზე ჭურჭელზე მიკრონაკაწრები შეიძლება გაჩნდეს. როგორც წინა შემთხვევაში, ეს საკვების ლითონთან ურთიერთქმედებას იწვევს. ორგანიზმს ასეთი დანამატით ვერ გაახარებთ.

არა მხოლოდ კერძის ინგრედიენტებს, არამედ სამზარეულოს ჭურჭელს, რომელსაც იყენებთ, ყურადღება მიაქციეთ. თანამედროვე მწარმოებლები სხვადასხვა ფასთა კატეგორიაში სხვადასხვა მასალით დამზადებული ჭურჭლის ფართო ასორტიმენტს გვთავაზობს. იზრუნეთ, რომ შინ მომზადებული კერძი გემრიელი და ჯანმრთელი იყოს!